კრიტერიუმები
ჰიპოქსია
ჰიპოქსიური რესპირატორული უკმარისობის დიაგნოზი დგინდება ფილტვის ქრონიკული დაავადების გარეშეც, როდესაც ოთახის ჰაერზე ვლინდება:
პულსოქსიმეტრია 92%-ზე ნაკლები ან
თავდაპირველი პულსოქსიმეტრია <80%-ზე.
სუნთქვის მძიმე უკმარისობა დიაგნოსტირდება, როდესაც არტერიული სისხლის აირების ანალიზით ვლინდება ჟანსგბადის პარციალურ წნევა (PaO₂) <8 კპა (<60 მმ.ვწყ.სვ.) ოთახის ჰაერზე.[43]
ფილტვის ქრონიკული დაავადების დროს პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ დაბალი პულსოქსიმეტრიული მაჩვენებლები და 50 მმ.ვწყ.სვ. საბაზისო PaO2, რაც აძნელებს გაუარესებული ჰიპოქსიის ამოცნობას. ძირითადი ოქსიგენაციის 10%-ით დაქვეითება შესაძლოა მიუთითებდეს სუნთქვის უკმარისობის განვითარებაზე პაციენტებში, რომელბსაც აქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადება.
ჰიპერკაპნია
ჰიპერკაპნიური რესპირატორული უკმარისობის დიაგნოსტიკა ფილტვის ქრონიკული დაავადების არმქონე პაციენტებში შესაძლებელია, როდესაც ვლინდება ჰიპოქსია და:
არტერიული PaCO₂- ის მწვავე მომატება> 6.0 -დან 6.7 კპა-მდე (> 45 დან 50 მმ.ვწყ.სვ.-მდე), და
ასოცირებული აციდოზი (pH <7.35).[43]
ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებმა შესაძლოა აიტანონ 80 მმ.ვწყ.სვ.-მდე PaCO2 თირკმელების მეორადი კომპენსაციით. თუმცა, ამ პაციენტებში მზარდი აციდოზი (კლებადი pH) მიუთითებს სუნთქვის უკმარისობაზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას