ეტიოლოგია
რესპირატორული მიზეზები მოიცავს:
მწვავე ასთმის გართულება
ფილტვის ემბოლია: ფილტვის არტერიის თრომბოზი, რაც შესაძლოა განვითარდეს ჰიპერკოაგულაციის შედეგად, რომელიც განპირობებულია ორსულობით, პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებით, ცილების მემკვიდრეობითი დეფიციტით (მაგ: C ცილა, S ცილა, ანტითრობინ III, V ფაქტორი ლეიდენის დეფიციტი) და ავტოიმუნური მდგომერეობებით (მაგ: ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულის სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა)
ფილტვის ედემა
მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, მოიცავს COVID-19 ინფექციასაც კოვიდ-19 თან დკავშირებული სიკვდილიანობის შემთხვევები უხშირესად ვითარდება ფილტვისმიერი ვირუსული ინფექციის დროს განვითარებული ფილტვის მწვავე უკმარისობის გამო. COVID-19-თან დაკავშირებული პნევმონია დაკავშირებულია მძიმე ჰიპოქსიურ მწვავე რესპირატორულ უკმარისობასთან, რომელიც ხშირად საჭიროებს მექანიკური ვენტილაციის გამოყენებას[15]
პნევმონია(ბაქტერიული,ვირუსული,კომბინირებული)
მწვავე ეპიგლოტიტი
გულისმიერი ფილტვის შეშუპება
ფილტვის ტრავმა
ინჰალაციური დაზიანება (ტოქსიკური აირები ან გაზები, როგორიცაა ქლორი, კვამლი, ნახშირორჟანგი, გოგირდწყალბადი)
ზემო/ქვემო სასუნთქი გზების ობსტრუქცია (მაგ: უცხო სხეული, რეტროფარინგიალური აბსცესი, ეპიგლოტიტი, და მწვავე ალერგიით ან ანაფილაქსიით გამოწვეული შეშუპება)
პნევმოთორაქსი
ფილტვების ქრონიკული დაავადება (ფქოდ, კისტური ფიბროზი, ფილტვის ფიბროზი, ფილტვის ქრონიკული ინტერსტიციული დაავადება)
ბრონქოექტაზია
ალვეოლური დარღვევები(მაგ. ემფიზემა, გუდპასჩერის სინდრომი, გრანულომატოზი პოლიანგიიტით [წარსულში ეწოდებოდა ვეგენერის გრანულომატოზი])
გულმკერდის კედლის ანომალიები (მაგ: კიფოსქოლიოზი)
ავთვისებიანი მდგომარეობა
გულის დეკომპენსირებული შეგუბებითი უკმარისობა
სისხლძარღვთა კოლაგენური დაავადება
კუჭის შიგთავსის ან სითხეების ასპირაცია.
არარესპირატორულ მიზეზებს შეადგენს:
ჰიპოვოლემია (სისხლდენით ან დეჰიდრაციით განპირობებული)
შოკი (სეპტიკური და კარდიოგენული)
მძიმე ანემია (მაგ. გასტროინტესტინური ჰემორაგია, სისხლძარღვების ან ორგანოების დაზიანებით გამოწვეული ჰემორაგია)
მედიკამენტური ზედოზირება (ოპიოიდების ან სედატივების)
ნერვკუნთოვანი დაავადებები (მაგ: გილენ-ბარე, ავთვისებიანი მიასთენია, კუნთების დისტროფია, მოტორული ნეირონის დაავადება, პოლიომიელიტი)
ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები (მაგ. ინფექცია, ინსულტი, ინფილტრაციული ონკოლოგიური დაავადებები, მასიური სიმსივნეები, თავის ტვინის ღეროს დაზიანებები)
ხერხემლის დაავადებები (მაგ: წარმონაქმნი ხელრხემლის არხის ზედა ნაწილში ზურგის ტვინზე ზეწოლით, კისრის სპინალური სტენოზი, ზურგის ტვინის კისრის ნაწილის დაზიანება)
ხერხემლის ძვლოვანი დეფორმაცია (მაგ: კიფოსქოლიოზი, ანკილოზური სპონდილიტი)
გულის მარჯვნიდან მარცხნივ შუნტები(მაგ: გულის თანდაყოლილი ციანოზური დაავადება)
ტოქსინები (მაგ: ბოტულიზმი)
საწამლავები (მაგ: ქლორის აირები, ნახსირორჟანგი)
დახრჩობის მსგავსი მდგომარეობა
ტრავმული მიზეზებია:
სისხლის დაკარგვა (ჰიპოვოლემია ფილტვის დაქვეითებული პერფუზიით)
გულმკერდის პირდაპირი დაზიანება (ნეკნის მოტეხილობა, პათოლოგიურად მოძრავი გულმკერდი, ფილტვის სისხლძარღვების პენეტრაციული დაზიანება, დიაფრაგნის დაზიანება დიაფრაგნის კუნთის ფუნქციის დაკარგვით, ფილტვის კონტუზია შეშუპებით და ფილტვის ქსოვილში სისხლდენით )
ხერხემლის დაზიანება
თავის დაზიანება ჰემორაგიული მასის ეფექტით და თავის ტვინის პირდაპირი დაზიანებით
ფილტვის კონტუზია ინტრაპარენქიმული სისხლდენით
ფილტვის ტრავმული ემბოლია ძვლის ტვინის ცხიმით და უჯრედოვანი ელემენტებით ძირითადი მოტეხილობის ფონზე.
პათოფიზიოლოგია
სასუნთქი სისტემა პასუხისმგებელია ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის გაცვლაზე სისხლსა და ატმოსფეროს შორის. როდესაც ეს ცვლა ირღვევა და მეტაბოლური მოთხოვნილება ჟანგბადზე და სხეულის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი ვერ ნარჩუნდება, რაც განაპირობებს ვენტილაციურ-პერფუზიულ შეუთავსებლობას, ვლინდება სუნთქვის უკმარისობა.
ჟანგბადის მიმოცვლის შეფერხება იწვევს მძიმე ჰიპოქსემიის განვითარებას (როგორც პირველი, ასევე მეორე ტიპის უკმარისობის დროს), უჯრედულ ანოქსიას და ქსოვილოვან ასფიქსიას. ეს შეიძლება მოხდეს ფილტვის დაავადებების სხვადასხვა ფორმის დროს, მაგ.:
ალვეოლური სივრცეების სითხით ამოვსება
ალვეოლური სივრცეების კოლაფსი
სისხლის მიმოქცევის გადანაწილება ფუნქციური ალვეოლური ერთეულებიდან (შუნტირება)
სისხლის მიმოქცევის დაქვეითება ალვეოლური ქსოვილისკენ (მაგ. ფილტვის ემბოლია)
ფილტვის ქსოვილის დაკარგვა (მაგ. ემფიზემა, ტრავმა, ფიბროზი); და
ალვეოლური მემბრანების გასქელება ან სითხის დაგროვება, რის გამოც აირების მიმოცვლა ვეღარ ხდება (მაგ. პნევმონია).
ქრონიკული ჰიპოქსია ქრონიკული რესპირატორული უკმარისობის დროს ასტიმულირებს მოცირკულირე ერითროციტების რაოდენობის ზრდას (ერითროციტოზი).
ნახშირორჟანგის მიმოცვლის შეფერხების გამო ვითარდება ჰიპერკაპნიური რესპირატორული უკმარისობა (იგივე მე-2 ტიპის უკმარისობა), რა დროსაც არტერიულ სისხლში გროვდება ნახშირორჟანგი. ნახშირორჟანგის აკუმულირება იწვევს ქსოვილებში ნახშირმჟავას დაგროვებას, რასაც მივყავართ რესპირატორულ აციდოზამდე. რესპირატორული აციდოზის კომპენსირებისთვის თირკმელებში ვლინდება ბიკარბონატების იონების შეკავება.
ფილტვის დაავადებების დროს ვლინდება ჰიპერკაპნიური სუნთქვის უკმარისობა, რაც ზღუდავს ნახშირორჟანგის ცვლას სისხლსა და ატმოსფეროს შორის. ფილტვის ასეთი დაავადებებია:
სასუნთქი კუნთების ფუნქციის დაქვეითება, ნერვკუნთოვანი დაავადებების ფონზე (მაგ. გილენ-ბარის სინდრომი, მედიკამენტური ჭარბდოზირება)
სასუნთქი გზების და ალვეოლების ობსტრუქცია (მაგ. ასთმა, ფქოდ, ფილტვის შეშუპება)
წვრილ სასუნთქ გზებსა და ალვეოლებში გაძლიერებული სეკრეცია (მაგ. ფქოდ, ცისტური ფიბროზი); და
გულმკერდის კედლის პათოლოგიები (მაგ. ტრავმა-მოტეხილობები, კიფოსქოლიოზი).
სუნთქვის უკმარისობის პროვოცირება შესაძლებელია განსხვავებული ფაქტორებით, რაც შეიძლება იყოს რესპირატორული, არარესპირატორული და ტრავმული.
რესპირატორული ფაქტორები
ფილტვის სისხლძარღვების მწვავე დახშობამ შესაძლოა გამოიწვიოს ვენტილაციურ-პერფუზიული შეუთავსებლობა და სუნთქვის უკმარისობა მოფუნქციონირე ელვეოლებში არასაკმარისი სისხლის მიწოდების გამო. ფილტვის არტერიის მასიურმა ემბოლიამ შესაძლოა განაპირობოს მარჯვენამხრივი წნევის მატება დატვირთვის შემდგომ, რაც იწვევს გულის დისფუნქციას და სისხლის ადეკვატური მოცულობის ცირკულირების უუნარობას.
პნევმოთორაქსმა შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, თუ არ არსებობს ფილტვის საკმარისი რეზერვი კოლაბირებული ფილტვის ან ფილტვის სეგმენტის კომპენისრებისთვის. ეს ტიპიურად ვლინდება არსებული ფილტვის დისფუნქციის შემთხვევაში. ბილატერალურმა პნევმოთორაქსმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული სუნთქვის უკმარისობა და გულის სწრაფი გაჩერება.
პლევრის ღრუში სითხის ან სისხლის დაგროვებამ (პლევრის ეფუზია) შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვის ქსოვილების კომპრესია და ფილტვის ფუნქციის დაკარგვა, რაც თავისმხრივ იწვევს სუნთქვის უკმარისობას. პლევრის ეფუზია შესაძლოა გამოვლინდეს ინფექციის, ავთვისებიანი მდგომარეობების, ტრავმის, გულის უკმარისობის და სისხლძარღვების კოლაგენური დაავადების, ასევე მრავალი სხვა მდგომარეობის შედეგად.
ალვეოლების დესტრუქცია ან ინფილტრაცია ამცირებს გაზების გაცვლისთვის ხელმისაწვდომ ფართობს. ემფიზემა იწვევს ალვეოლების დესტრუქციას და წარმოქმნილი ბულები იკავებს გულმკერდშიდა სივრცეს, თუმცა აირების მიმოცვლას ხელს არ უწყობს. ალვეოლური ერთეულების ძირითადი რაოდენობის მწვავე ან თანდათანობითი დაკარგვის შედეგად ვითარდება სუნთქვის უკმარისობა. ალვეოლების ინფილტრაცია ან სითხით ავსება სუნთქვის მწვავე უკმარისობის ხშირი მიზეზია. მდგომარეობები, რომლებიც იწვევს ალვეოლების ავსებას, მოიცავს პნევმონიას, ფილტვების შეშუპებას და პულმონურ სისხლდენას. ალვეოლური ჰემორაგია შეიძლება შეგვხვდეს გუდპასჩერის სინდრომის, პოლიანგიიტით მიმდინარე გრანულომატოზის (წარსულში ვეგენერის გრანულომატოზი) და ტრავმის დროს. ალვეოლების სითხით ავსებამ შესაძლოა განაპირობოს აირების მიმოცვლის დარღვევა ალვეოლებსა და სისხლს შორის. მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რომელიც ვითარდება ტრავმის, ჰიპოპერფუზიის ან პირდაპირი ინსულტის შედეგად, ალვეოლების ინფილტრაციის ან დაზიანების ფორმაა.
ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქციამ (მაგ: უცხო სხეულის ასპირაცია, მწვავე ეპიგლოტიტი, ანატომიური დარღვევები, ანაფილაქსია) შესაძლოა ხელი შეუშალოს ფილტვებში ჰაერის შესვლას და გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა. ქვედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია (მაგ: ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ცისტური ფიბროზი) უფრო ხშირია და მოიცავს საშუალო ზომის ბრონქების კონსტრიქციას ან ლორწოთი დახშობას.
ფილტვის ემბოლია შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის შედედების კასკადის დაავადებით ან დარღვევებით განპირობებული ჰიპერკოაგულაციის შედეგად.
ექსპოზიცია ტოქსიკურ გამონაბოლქვთან იწვევს ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ან ალვეოლების დაზიანებას. ამის მაგალითია საწარმოო გაზები, როგორიცაა ქლორი. ყველაზე ხშირი ინჰალაციური დაზიანება არის კვამლის შესუნთქვა, როდესაც გარკვეული ნივთიერება და გაზები შერეულია და შესაძლოა გამოიწვიოს ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ანთება, რაც იწვევს სუნთქვის უკმარისობას. ტოქსიკური გაზების, როგრიცაა ნახშირჟანგი (მონოქსიდი) და გოგირდწყალბადი, ცვლა მიმდინარეობს ფილტვებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ასფიქსია სისხლის მიერ ფილტვებიდან ჟანგბადის მიღების უნარი; ასევე, ირღვევა უჯრედების მეტაბოლიზმი (უჯრედული ასფიქსია).
არარესპირატორული ფაქტორები
თავის ტვინის, გულის და ფილტვების არასაკმარისმა პერფუზიამ (მაგ: ჰემორაგიული ჰიპოვოლემიის, დეჰიდრატაციული ჰიპოვოლემიის, სეპტიკური შოკის, კარდიოგენული შოკის, მძიმე ანემიის გამო) შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა სისხლის ოქსიგენაციის დაქვეითების და ცენტრალური ნერვული სისტემის რესპირატორული ცენტრების დათრგუნვის მეშვეობით.
ვენტილაცია ფილტვის აირცვლასთან ერთად დამოკიდებულია დიაფრაგმისა და გულმკერდის კედლის კუნთების ფუნქციონირებაზე. ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც აინჰიბირებს რესპირატორული კუნთის ფუნქციას, ზღუდავენ ვენტილაციას და იწვევენ სუნთქვის უკმარისობას. აღნიშნულის მაგალითებია გილენ-ბარეს სინდრომი და ავთვისებიანი მიასთენია. კუნთების დისტროფია იმ დაავადების მაგალითია, რომელიც იწვევს კუნთების ფუნქციის დარღვევას, რაც ზღუდავს ვენტილაციას და განაპირობებს სუნთქვის უკმარისობას.
ოპიოიდური და სედატიური მედიკამენტები ამცირებენ რესპირატორული ცენტრის აქტივობას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს), რაც იწვევს ვენტილაციური უნარის დაქვეითებას.
ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებები, დაავადებები ან ინსულტი იწვევს სუნთქვითი ცენტრის აქტივობის დაკარგვას და სუნთქვის მეორად უკმარისობას. ამის მაგალითებია ცნს-ის ინფილტრაცია და წარმონაქმნები, თავის ტრავმები ჰემორაგიული ზეწოლის ეფექტითი, თავის ტვინის პირდაპირი დაზიანება, ინფექციები, ცნს-ის პირველადი დაავადებები და ინსულტი.
ტრავმული ფაქტორები
გულმკერდის პირდაპირმა დაზიანებამ შესაძლოა გმაოიწვიოს უამრავი დარღვევა, რასაც მივყავართ სუნთქვის უკმარისობამდე.
თავის ტვინის პირდაპირმა დაზიანებასმ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ცენტრის ქტივობის დაკარგვა.
ზურგის ტვინის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს პერიფერიული ნერვების ფუნქციის და ვენტილაციის უნარის დაკარგვა რესპირატორული კუნთის დარღვეული ფუნქციის გამო.
კლასიფიკაცია
სუნთქვის მწვავე უკმარისობა
მწვავე რესპირატორული უკმარისობა არის სიცოცხლისათვის საშიში ჟანგბადის ან ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფის მწვავე დარღვევა. სუნთქვის უკმარისობა შეიძლება მოხდეს გაზის გაცვლის დარღვევის, ვენტილაციის შემცირების ან ორივეს გამო. სისხლში ჟანგბადის დონე სახიფათოდ დაბალია ან ნახშირორჟანგის დონე სახიფათოდ მაღალი ხდება. ჰიპოქსემია ვითარდება რამდენიმე საათიდან დღემდე (7 დღეზე ნაკლები). მწვავე რესპირატორული უკმარისობა შეიძლება სწრაფად განვითარდეს და შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობა.[2]
სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა
ქრონიკული რესპირატორული უკმარისობა არის სიცოცხლისათვის საშიში ქრონიკული ჟანგბადის ან CO2-ის ელიმინაციის დარღვევა. ჰიპოქსემია ვითარდება კვირებიდან თვეებამდე (7 დღეზე მეტი). ქრონიკული რესპირატორული უკმარისობა უფრო ნელა ვითარდება და უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე მწვავე რესპირატორული უკმარისო[3]
ჰიპოქსემიური სუნთქვის უკმარისობა
მწვავე რესპირატორული უკმარისობა, რომელიც იწვევს სისხლში ჟანგბადის დაბალ დონეს ნახშირორჟანგის მაღალი დონის გარეშე. ასევე ცნობილია როგორც I ტიპის სუნთქვის უკმარისობა.[4] ვითარდება, როდესაც PaO₂ არის <8 kPa (<60 მმ.ვწყ.სვ.). ფილტვის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების PaO2 შესაძლოა 6.7 kPa-მდე (50 მმ.ვწყ.სვ) დაეცეს, ასეთ პაციენტებში სუნთქვის უკმარისობა განისაზღვრება, როგორც არტერიული ჟანგბადის საბაზისო წნევის10%-ით დაქვეითება.[5]
ჰიპერკაპნიური სუნთქვის უკმარისობა
მწვავე რესპირატორული უკმარისობა, რომელიც იწვევს სისხლში ნახშირორჟანგის მაღალ დონეს. ასევე ცნობილია როგორც II ტიპის სუნთქვის უკმარისობა.[6] ვითარდება ჰიპოქსიის დროს (PaO₂ არის <8 kPa [<60 მმ.ვწყ.სვ.]) რომელიც უაკვშირდება PaCO₂-ის >6.7 kPa (>50 მმ.ვწყ.სვ.) დონეს.[5]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას