პროგნოზი

სალმონელას გასტროენტერიტის შემთხვევების უმეტესობა თვითგანკურნებადია 3-7 დღეში ანტიმიკრობული თერაპიის გარეშე. ანტიბიოტიკები შემონახულია დაავადების უფრო მძიმე ფორმის, ან ექსტრაინტესტინალური პათოლოგიების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის. ამ ჯგუფში შემთხვევათა უმრავლესობა გართულების გარეშე ინკურნება. შიდსის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, არსებობს რისკი, რომ განმეორებით განვითარდეს სალმონელას ინფექცია.

სალმონელოზის შემთხვევათა უმრავლესობის გამოსავალი დამაკმაყოფილებელია, სიკვდილობა<5% განვითარებულ ქვეყნებში.[44][45]შეერთებულ შტატებში, საშუალო წლიური სიკვდილიანობის მაჩვენებელია 0,03 100000 ადამიანზე-წელიწადში, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 75 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებშია და მათ შორის, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები (მაგ., აივ).[122] ინვაზიური დაავადება ასოცირდება უფრო მაღალ სიკვდილიანობასთან, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, 2021 წლის გლობალური სისტემური მიმოხილვით, 14.7% (ევროპაში 9.9%) არატიფოიდური სალმონელას ინვაზიური დაავადების მქონე პირთა შორის სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი აღმოჩნდა.[123]

ქრონიკული მატარებლობა შეიძლება განვითარდეს უმცირეს შემთხვევაში და ასიმპტომურია. მტარებლობა შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ განავლის სინჯების სკრინინგული ბაქტეროლოგიური გამოკვლევით, რომლის ჩატარება რუტინულად რეკომენდებული არაა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახური, ან სხვა ანალოგიური დაწესებულებები მოითხოვენ ამის გაკეთებას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას