პირველადი პრევენცია

ადამიანებში სალმონელას შემთხვევების უმეტესობა (>95%) გამოწვეულია დაბინძურებული საკვების მიღებით. სალმონელას გავრცელება დაკავშირებულია საკვები პროდუქტების დიდ მრავალფეროვნებასთან. საქონლის ხორცი და ფრინველის ხორცი პასუხისმგებელია ეპიდემიების უმეტესობაზე, შემდეგ მოდის პროდუქტები, კვერცხი და რძის პროდუქტები, შესაბამისად.[59]

სასურველია, თავი ავარიდოთ უმი, ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული კვერცხის ჭამას. მაგალითად, სახლში დამზადებული სალათის საკმაზი, სასმელი, როგორიცაა გოგლი-მოგლი, და ტირამისუ შეიძლება, შეიცავდეს უმ კვერცხს; მომხმარებლებმა სასურველია, მოიკითხონ, გამოყენებული იყო, თუ არა უმი კვერცხი და დასტურის შემთხვევაში მოერიდონ აღნიშნულ საკვებს. ყველანაირი ხორცეული(განსაკუთრებით ფრინველი და ნანადირევი) სასურველია, თერმულად კარგად დამუშავდეს; მაგ. ფრინველის ხორცის დამუშავება სასურველია მოხდეს არანაკლებ 74°C-ზე(165°F).[60] ამასთან, რძის პროდუქტები, მაგ. რძე, გამოყენებამდე სასურველია, პასტერიზებული იყოს. ვინაიდან სალმონელა ბოსტნეულსა და ხილსაც აბინძურებს, მოხმარებამდე აუცილებელია მათი გარეცხვა. ადამიანები, რომლებიც საკვებს ამზადებენ, სასურველია იცავდნენ პრინციპებს "სუფთა, განცალკევებული, თერმულად დამუშავებული და გაციებული", რათა უზრუნველყონ სალმონელოზის გავრცელების პირველადი პრევენცია. USDA: basics for handling food safely Opens in new window კვების ინდუსტრიას აქვს შესაძლებლობა ფერმიდან მაგიდამდე პროცესში შეამციროს სალმონელათი საკვები პროდუქტების დაბინძურების რისკი.[60]

ამასთან, სალმონელას მტარებელ ცხოველებთან კონტაქტი (მაგ. ცოცხალი ფრინველები, ბაყაყი, რეპტილიები, როგორიცაა იგუანა, კუ, ქვეწარმავალი და წვერიანი დრაკონი), შეიძლება ადამიანის დაინფიცირების მიზეზი გახდეს.[61][62]შესაბამისად, ადამიანებმა შინაურ ცხოველებთან შეხების შემდგომ უნდა დაიბანონ ხელები, განსაკუთრებით რეპტილიებთან ან ცოცხალ ფრინველეულთან შეხების შემდეგ.[18][63]რეკომენდაციები, თუ როგორ დავიცვათ თავი ინფექციური დაავადებისგან, მათ შორის სალმონელასგან, ცხოველთან კონტაქტის პირობებში, ხელმისაწვდომია.[63]

ცხოველები შესაძლოა ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ, თუმცა მაინც ატარებდნენ სალმონელას. აგრეთვე რეკომენდებულია შინაური ცხოველებისთვის ნატურალური სასუსნავის და უმი საკვების მიცემის თავის არიდება, რათა შევამციროთ შინაური ცხოველების ან სალმონელას გადამტანთა დაინფიცირების ალბათობა.[64] შინაური ცხოველის საკვებთან კონტაქტიც კი უკავშირდება სალმონელას ინფექციებს, ამიტომ შინაური ცხოველების გამოკვების შემდეგ რეკომენდებულია ხელების დაბანა.[65] სუსტი იმუნიტეტის მქონე და ხანდაზმულმა პაციენტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ამ პრევენციულ სტრატეგიებს.

არატიფოიდური სალმონელას ინფექციებისგან თავის დასაცავად ვაქცინა შემუშავებული არ არის. საჭიროა შემუშავდეს ვაქცინა წამყვანი ინვაზიური არატიფოიდური Salmonella სეროტიპების მიმართ (ე.ი. Typhimurium და Enteritidis).[21]

მეორეული პრევენცია

სალმონელოზის დროს ანტიბიოტიკები არ უნდა დაინიშნოს მეორადი გადაცემის შემცირების მიზნით, რადგანაც ანტიმიკრობულმა პრეპარატებმა შეიძლება ფაქტიურად გაახანგრძლივოს მტარებლობის პერიოდი. ინფექციის გავრცელების შემცირების საუკეთესო გზაა ხელების გულმოდგინე ჰიგიენა.

სალმონელოზის ჰოსპიტალშიდა შემთხვევები სასურველია, იმართოს სტანდარტული უსაფრთხოების ზომებით, რათა თავიდან ავიცილოთ ნოზოკომური ტრანსმისია. ფეკალიებით დაბინძურებულ საგნებს სასურველია, შევეხოთ დამცავი საშუალებების გამოყენებით. სალმონელას ნოზოკომიური ეპიდაფეთქებების ერთ-ერთი მიმოხილვით აღმოჩნდა, რომ ეპიდაფეთქებათა დაახლოებით 60% საკვებისმიერია და რეკომენდებულია მეტი ყურადღება დაეთმოს საკვების დამუშავების პროცესებს, როგორიცაა კვების პროფესიონალთან ტრენინგი, საკვების მომზადების ტემპერატურის მონიტორინგი და ცხოველური წარმოშობის უმი საკვების გამოყენებისგან თავის არიდება.[131]

ექსპერტები ურჩევენ სამედიცინო პერსონალს, დაავადებულს სალმონელოზით, შეუძლიათ დაბრუნდნენ სამუშაოზე დიარეის შეწყვეტისთანავე ხელების გულმოდგინე ჰიგიენის დაცვით.[44] თუმცა, მაღალი რისკის მქონე პაციენტებთან მომუშავე პერსონალისთვის შეიძლება, საჭირო გახდეს სამსახურში გასვლამდე 24 საათის ინტერვალით განავლის 2 უარყოფითი ბაქტეროლოგიური ანალიზის არსებობა.

კვების მუშაკები სასურველია, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ხელის გულმოდგინედ დაბანვის ჩვევას. ამასთან, ისინი მკაცრად უნდა იცავდნენ კვების მრეწველობაში დადგენილ ტემპერატორულ სტანდარტებს,

უნდა ვიმოქმედოთ სამედიცინო პერსონალისა და კვების მუშაკების შესახებ არსებული ადგილობრივი რეკომენდაციებით. ზოგიერთ გეოგრაფიულ რაიონში საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ განავლის ორი უარყოფითი ბაქტეროლოგიური ანალიზის არსებობა, სანამ კვების მუშაკები სამსახურში დაბრუნდებიან. სასურველია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში მოვიპოვოთ და გავიზიაროთ ადგილობრივი გაიდლაინები.

ასევე, საკვებისმიერი ეპიდაფეთქების შემთხვევაში, თუ ეჭვი იქნება მიტანილი სალმონელოზზე, სასურველია, ვიმუშაოთ ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად. ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გაიდლაინები საკვებისმიერი დაავადების პოტენციური ეპიდაფეთქების შეფასების შესახებ.[132]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას