კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

განავლის ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

განავლის ანალიზი, ბაქტეროლოგიური კვლევის მეშვეობით ახალი სინჯებიდან მიკროორგანიზმების გამოყოფით, ან ფეკალურ მასაში სპეციფიკური დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის გამოვლენით ერთადერთი მეთოდია, რომლის მეშვეობით დგინდება სალმონელას გასტროენტერიტი.

რეკომენდირებულ ნიმუშად ითვლება პაციენტის მიერ შეგროვებული განავალი, რექტალური ნაცხის კულტურა ნაკლებად მგრძნობიარეა და ამიტომაც მისი გამოყენება არაა რეკომენდებული გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვერ ხერხდება განავლის ბაქტეროლოგიური ანალიზის ჩატარება.[44]

განავლის ნიმუშები უშუალოდ ითესება დაბალსელექტიურ ნიადაგზე (მაგ. მაკკონკის აგარზე), ან სალმონელასთვის უფრო სელექტიურ ნიადაგში (მაგ. ჰეკტოენის აგარი). მაღალსელექტიური ნიადაგი(მაგ. სელენიტი ბრილიანტის მწვანესთან) ძირითადად გადანახულია დადგენილი ბაქტერიების, ან ეპიდაფეთქების გამოკვლევებისთვის.[45]

ბევრი ლაბორატორია იყენებს ინკუბაციას გამდიდრებულ ბულიონში, მაგ. სელენიტი-F, განავლის ულტურის მგრძნობელობის გაზრდის მიზნით.

გაიდლაინების მიხედვით განავლის კულტურა რეკომენდებულია საშუალო ან მძიმე ფორმის დაავადების მქონე პაციენტებში, რომელთა სიმპტომები 7 დღეზე მეტ ხანს გრძელდება. კულტურას ასევე ატარებენ პირებში, რომელთა დიარეას ახლავს ცხელება, განავალში სისხლი ან ლორწო, ძლიერი სპაზები ან ტკივილი მუცსლში ან სეფსისის ნიშნები.[66][68]

განავლის ტესტირება რეკომენდებულია სიმპტომურ პაციენტებშიც, რომლებიც იმყოფებოდნენ გარემოპირობებში, სადაც საეჭვოა სალმონელოზის ინფექციის არსებობა: საკვებისმიერი ეპიდაფეთქებები სასტუმროებში, კრუიზულ ლაინერებში, დასასვენებელ კომპლექსებში, რესტორნებში და ღონისძიებებზე კვებით; არაპასტერიზებული რძის ან რძის პროდუქტების მიღება; ხილის ან არაპასტერიზებული ხილის წვენების, ბოსტნეულის, მწვანე სალათების ან კომბოსტოს წვენის მიღება; თერმულად არასაკმარისად მდამუშავებული კვერცხის მიღება; ბანაობა ან გამოყენება გაუსუფთავებელ მტკნარი წყლის; ცოტა ხნის წინ ანტიმიკრობული თერაპია; რესურსებით ღარიბ ქვეყანაში მოგზაურობა; კონტაქტი რეპტილიებთან ან ახალგაზრდა ფრინველებთან; პაციენტი ჩვილი ბავშვი (0-3 თვის ასაკი) ან მოზრდილი>50 წლისაა ათეროსკლეროზის ანამნეზით; პაციენტს აქვს იმუნოკომპრომისული მდგომარეობა; ანალური-გენიტალური, ორალური-ანალური ან თითით ანალური კონტაქტის ანამნეზი.[66]

სალმონელას დიაგნოზის დადგენა აგრეთვე შეიძლება განავლიდან, მულტიპლექს PCR-ის პანელით, დიარეის გამომწვევი რამდენიმე გავრცელებული პათოგენის პრაიმერის გამოყენებით. ამ ტექნიკას მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა აქვს.[69][70]

Multiplex PCR პანელები სულ უფრო ხშირად გამოიყენება მწვავე ინფექციური გასტროენტერიტის მქონე პაციენტების შესაფასებლად, მათი უმაღლესი მგრძნობელობისა და შედარებით მოკლე დროში შესრულების გამო.[71][79] რეფლექსური კულტივირება უნდა ჩატარდეს სალმონელას ყოველი შემთხვევის აღმოჩენისთანავე(შიგელა.კამპილობაქტერია),რომ უზრუნველყოთ იზოლატების ტესტირება მგრძნობიარე და ტიპური შტამებისათვის.[72][73]

შედეგი

სალმონელას გამრავლება სპეციალურ ნიადაგზე ან სპეციფიკური დნმ-ის აღმოჩენა განავალში

გასათვალისწინებელი კვლევები

სისხლის კულტურები

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ავიღოთ სიმპტომური პაციენტების შემდეგი ჯგუფებიდან: <3 თვის ასაკის ბავშვები; სეპტიცემიის ნიშნების ან ენტერული ცხელების საეჭვო შემთხვევის მქონე პაციენტები; ინფექციის სისტემური გამოვლინებების მქონე პირები; იმუნოკომპრომისული პირები; მაღალი რისკის დაავადებების, მაგ. ჰემოლიზური ანემიის მქონე პაციენტები; ენტერული ცხელებისთვის ენდემურ რეგიონებში მოგზაურები ან მოგზაურთა კონტაქტი პირები, რომელთაც აღენიშნებათ უცნობი წარმოშობის ფებრილური ავადმყოფობა.[66]

შედეგი

შესაძლოა დადებითი იყოს სალმონელაზე

გამოსახულებითი კვლევები

ტესტი
შედეგი
ტესტი

რადიოლოგიური გამოკვლევები (მაგ. ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) რუტინულად არ ტარდება. მიუხედავად ამისა, მათი გამოყენება შეგვიძლია განვიხილოთ შემდეგი მდგომარეობების გამოსავლენად: აორტიტი, მიკოზური ანევრიზმა, პერიტონიტის ნიშნები და სიმპტომები, თავისუფალი აირის არსებობა მუცლის ღრუში, ტოქსიკური მეგაკოლონი ან ინფექციის სისხლძარღვგარე კერები ხანდაზმულ პირებში ინვაზიური Salmonella enterica-ის ინფექციით, თუ არის მდგრადი ცხელება ან ბაქტერიემია მიუხედავად ანტიმიკრობული თერაპიისა. ან თუ პაციენტს აქვს ათეროსკლეროზული დაავადება ან ცოტა ხნის წინ დაეწყო ტკივილი გულმკერდის, წელის ან მუცლის არეში.[66]

შედეგი

შესაძლოა გამოვლინდეს აორტიტი, მიკოზური ანევრიზმა, პერიტონიტის ნიშნები და სიმპტომები, ინტრააბდომინური თავისუფალი აირი, ტოქსიკური მეგაკოლონი ან ინფექციის ექსტრავასკულური კერები

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას