მონიტორინგი
სალმონელას გასტროენტერიტის მქონე პაციენტების შემდგომი მეთვალყურეობის ფარგლებში, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული განავლის კულტურის შესრულება, რადგან შედეგი შესაძლოა დადებითი იყოს რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვინაიდან პაციენტები სალმონელას შესაძლოა ატარებდნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მწვავე ინფექციის შემდგომ. მტარებლობის საშუალო ხანგრძლივობა 4 კვირაა, მაგრამ ხშირად მეტად ხანგრძლივდება (7 კვირა) ახალშობილებში და ბავშვებში. მტარებლობის ხანგრძლივობა საკმარისად კარგად არაა შესწავლილი დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.[130]
ორგანიზმის ქრონიკული მატარებლობა შეიძლება, განვითარდეს შემთხვევათა < 1%-ში და ეს ასიმპტომურია. სკრინიგი ძირითადად არაა რეკომენდებული თუ ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახური, ან სხვა მსგავსი ორგანო სპეციალურად არ მოითხოვს ამ კვლევის ჩატარებას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას