დიფერენციული დიაგნოზები
შიგელიოზი
ნიშნები / სიმპტომები
დიარეა, ხშირად სისხლიანი.
ძირითადად ფეკალურ-ორალური კონტაქტით, ან დაბინძურებული საკვების, ან წყლის მიღების შედეგად ვითარდება
უფრო ხშირად აღენიშნება < 5 წელზე ასაკის ბავშვებს.
კვლევები
შიგელას სახეობის აღმოჩენა განავალში.
კამპილობაქტერიის სახეობების ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
მწვავე დიარეა.
ძირითადად დაბინძურებული საკვების, უმეტესად თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ფრინველის ხორცის მიღების შედეგად, ვითარდება.
კვლევები
Campylobacter-ის სახეობის აღმოჩენა განავალში.
იერსინიოზი
ნიშნები / სიმპტომები
დიარეით მიმდინარე დაავადება, რომელიც ძირითადად გამოწვეულია ხორცის, განსაკუთრებით ღორის ხორცის, მიღების შედეგად, რომელიც კარგად არ იყო მოხარშული.
უფრო ხშირად იწვევს ენტეროკოლიტს მცირეწლოვან ბავშვებში, რომლებსაც ხშირად აქვთ სისხლიანი განავალი. უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ ტერმინალური ილეიტი და მეზენტერიული ადენიტი, რაც იწვევს აპენდიციტის მსგავს სიმპტომებს. იერსინიოზის მქონე მოზრდილებს აღენიშნებათ გასტროენტერიტი დიარეით და მუცლის ტკივილით.
კვლევები
იერსინიას სახეობის აღმოჩენა განავალში.
Escherichia coli ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
სისხლიანი დიარეა გამოწვეულია ენტეროჰემორაგიული E coli-ის მიერ.
უფრო ხშირად საკვებისმიერი ავადმყოფობაა.
კვლევები
ენტეროპათოგენული E coli-ის აღმოჩენა განავალში.
Vibrio სახეობების ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
დიარეა, ხშირად პროფუზული და თხიერი, წყლის უხვად შემცველია.
შეიძლება, აღინიშნოს კანის ინფექცია.
დაკავშირებულია უმი, ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ (კარგად მოუხარშავ) მოლუსკების დამუშავებასთან ან მიღებასთან, ან ზღვის წყლის ტრავმულ ზემოქმედებასთან
კვლევები
Vibrio-ს სახეობების აღმოჩენა განავალში.
ლისტერიოზი
ნიშნები / სიმპტომები
დიარეით მიმდინარე დაავადება, ძირითადად დაკავშირებულია დაბინძურებული საკვების მიღებასთან.
კვლევები
Listeria monocytogenes-ის აღმოჩენა განავალში.
ვირუსით, მაგ. ნოროვირუსით, როტავირუსით, ასტროვირუსით, ან ადენოვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტი
ნიშნები / სიმპტომები
ვირუსული გასტროენტერიტს ხშირად უმეტესად ზედა გასტროინტესტინური ტრაქტის სიმპტომები ახასიათებს, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს დიარეის გზითაც.
კვლევები
დიფერენცირება ტარდება განავლის სინჯებიდან გამომწვევი ორგანიზმის იდენტიფიცირებით.
გასტროენტერიტი, გამოწვეული პარაზიტული აგენტებით, როგორებიცაა Cryptosporidium ან Cyclospora
ნიშნები / სიმპტომები
პარაზიტული გენეზის შემთხვევაში დაავადება უფრო ხანგრძლივია.
ეპიდემიოლოგიური დეტალები, რომლებიც მიუთითებს ინფექციის პარაზიტულ წარმოშობაზე არის მოგზაურობის და ექსპოზიციის ანამნეზი, თუმცა სალმონელას შეძენა შესაძლებელია როგორც ლოკალურ გარემოში, ასევე ტროპიკულ რეგიონებში.
კვლევები
დიფერენცირება ტარდება განავლის სინჯებიდან გამომწვევი ორგანიზმის იდენტიფიცირებით.
წინასწარ ფორმირებული ტოქსინით (სტაფილოკოკური), ან საკვებისმიერი მოწამლვით გამოწვეული გასტროენტერიტი
ნიშნები / სიმპტომები
გამოვლინდება უმეტესად ზედა გასტროინტესტინური ტრაქტის სიმპტომებით და მოკლე საინკუბაციო პერიოდით, უმთავრესად 2-4 საათი. ცხელება იშვიათია.
კვლევები
დიფერენცირება ტარდება განავლის სინჯებიდან გამომწვევი ორგანიზმის იდენტიფიცირებით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას