ეპიდემიოლოგია

აშშ-სა და ევროპაში Salmonella საკვებისმიერი დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია და წარმოადგენს დიარეული დაავადებების 4 ძირითადი გლობალური წყაროდან ერთერთს.[4][5][6][7][8] WHO: Salmonella (non-typhoidal) fact sheet Opens in new window

Campylobacter და Salmonella არის საკვებით გამოწვეული ენტერიტის წამყვანი ბაქტერიული გამომწვევი, ხოლო Clostridioides difficile (C difficile) არის პათოგენი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოვლენილია აშშ-ს მოზრდილ ამბულატორიულ პაციენტებში მწვავე ინფექციური გასტროენტერიტით.[9][10]სალმონელოზი, სავარაუდოდ, იწვევს დაახლოებით 1,35 მილიონ დაავადებას ყოველწლიურად აშშ-ში, 26,500 ჰოსპიტალიზაციას და 420 სიკვდილს.[11]

დიდ ბრიტანეთში, 2006 წელს დაფიქსირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის Salmonella-თი ინფექციის დაახლოებით 12,500 შემთხვევა; ყველაზე ხშირი გამომწვევი სახეობაა S Enteritidis.[12] აშშ-ში ინფიცირების სიხშირე დაახლოებით 16 შემთხვევაა 100 000 მოსახლეზე.[9]სალმონელა შეადგენს აშშ-ში საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციების დაავადებებთან დაკავშირებული ყველა სიკვდილიანობის 30%.[6]

ჩვილები და ბავშვები დაავადების ყველაზე მაღალი რისკით გამოირჩევიან, თუმცა არატიფოიდური სალმონელა გასტროენტერიტის ხშირი მიზეზია აგრეთვე ზრდასრულებშიც. ამასთან, ხანდაზმულები ახალგაზრდა და შუახნის მოზრდილებზე უფრო მაღალი რისკის ქვეშ დგანან. სალმონელოზის ეპიდაფეთქებები აღინიშნება მოხუცებულთა თავშესაფრებში მაცხოვრებელ ხანდაზმულ პოპულაციაში.[13] ხანდაზმულ ასაკის პაციენტებში არსებობს უფრო მაღალი რისკი მძიმე და გართულებული ინფექციების განვითერებისა. ინფექციათა უმრავლესობა ვითარდება წელიწადის თბილ დროს (მაისიდან ოქტომბრამდე), საკვებისმიერი დაავადების ზოგიერთი სხვა (მაგრამ არა ყველა) ტიპის მსგავსად.

მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის ხორცი სალმონელას ინფექციით გამოწვეული სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია, ეპიდაფეთქებების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი უმი პროდუქტების მოხმარების შედეგად ვითარდება.[9][14]​​[15]ქვეყნის მასშტაბის სალმონელოზის ეპიდაფეთქება (S Saintpaul) აშშ-ში 2008 წელს მოხდა, რამაც 1500 დადასტურებული შემთხვევა მოიცვა; პაციენტთა 21% ჰოსპიტალიზებული იყო.[16] ეპიდაფეთქება დაკავშირებული იყო ინდური, ან მწვანე ბულგარული წიწაკის მოხმარებასთან, რამაც ნათლად აჩვენა უმი პროდუქტების დაბინძურების თავიდან აცილების მნიშვნელობა.[16] აშშ-ში, რამოდენიმე შტატში მომხდარი, ხორცის ფარშთან დაკავშირებული ეპიდაფეთქება ასევე გამოკვლეულია.[17]

აშშ-ში, სახლის პირობებში მეფრინველეობის მეურნეობის გაზრდამ განაპირობა ფრინველებთან კონტაქტით გამოწვეული Salmonella-ის ინფექციების შემთხვევების ზრდა.[18]

არატიფოიდური სალმონელას ინფექცია ასევე გავრცელებულია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, სადაც ის არის ინფანტილური და ბავშვთა დიარეის მნიშვნელოვანი მიზეზი.[19][20][21]ერთ-ერთი ჩატარებული კვლევის საფუძველზე ყოველწლიურად მსოფლიოში ვლინდება 93,8 მილიონი გასტროენტერიტის შემთხვევა,რომლებიც სალმონელათია გამოწვეული.[22] 2019 წლის დაავადებათა გლობალური ტვირთის კვლევის ერთ-ერთი სისტემატური ანალიზის მიხედვით, არატიფოიდური სალმონელა იყო პასუხისმგებელი 215,000 სიკვდილზე მსოფლიოში (95% CI 135,000-327,000), სიკვდილიანობის 40% მიეკუთვნება სისხლის მიმოქცევის სისტემის ინფექციებს.[23]

გასტროენტერიტის გარდა, არა-ტიფოიდური Salmonella იწვევს სისხლის მიმოქცევის ინვაზიურ ინფექციას, განსაკუთრებით მალარიისა და მალნუტრიციის მქონე ბავშვებში და აივ ინფიცირებულ ზრდასრულებში.

ინვაზიური არატიფოიდური სალმონელას დაავადების წლიური სიხშირე აფრიკაში ბავშვებში არის 175-388 შემთხვევა 100 000 -დან, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 1 შემთხვევა 100 000 -დან.[24] სუბ-საჰარის აფრიკაში ინვაზიური შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია მულტირეზისტენტული (არატიფოიდური) S Typhimurium-ისა და S Enteritidis-ის სპეციფიკური ხაზით.[25][26][27]აივ/შიდსით დაავადებული პირები არიან ინფექციის გაზრდილი რისკის ქვეშ და გენეტიკური და ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები ადასტურებს გავრცელებას ადამიანიდან ადამიანზე.[28][29][30]

მოგზაურებშიც შესაძლებელია იყოს სალმონელათი გამოწვეული დიარეა,, (ე.წ. მოგზაურის დიარეა), მაგრამ მთლიანობაში ეს იშვიათია მოგზაურთა დიარეის სხვა მიზეზებთან შედარებით, როგორიცაა ენტეროტოქსიგენური Escherichia coli (E Coli).[31]

ქრონიკული მატარებლობა

ქრონიკული მტარებლობის სტატუსი დგინდება სალმონელაზე დადებითი განავლის კულტურით მწვავე ავადმყოფობიდან 12 თვეში ან მეტი ხნის შემდეგ.[32]

არატიფოიდური სალმონელას ქრონიკული მტარებლობა ვითარდება შემთხვევათა 0.5%-ში (STyphi-ს შემთხვევაში 3%).[33] 1 წლის განმავლობაში ბაქტერიის მტარებლობა უჩვეულოა, S Typhi.-გან განსხვავებით,მთელი ცხოვრების მანძილზე მტარებლობა არ ვლინდება.[34]მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფები ქრონიკული მტარებლობის მეტი რისკით გამოირჩევიან, მათ შორის ჩვილები, ქალები, ნაღვლკენჭოვანი, ან თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტები, ან პაციენტები, რომლებიც ასევე ინფიცირებული არიან Schistosoma haematobium-ით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას