ეტიოლოგია
არა-ტიფოიდურ სალმონელოზს იწვევს Salmonella enterica-ს ინფექცია და არა S Tuphi ან S paratyphi.
დიდ ბრიტანეთში ქვედა გასტროინტესტინური ტრაქტის მიკროფლორიდან ყველაზე ხშირად გამოიყოფა S Enteritidis.[12] აშშ-ში ადამიანის ავადობის გამომწვევი ყველაზე გავცელებული სეროტიპებია S Enteritidis,S Typhimurium,s.Newport,s.Javiana,S I 4,5,12[9]
პათოფიზიოლოგია
სალმონელას ინფექციები უმთავრესად ვითარდება დაბინძურებული საკვები პროდუქტების მიღების შედეგად, თუმცა მათი წყლით გადაცემაც შესაძლებელია. ხანდახან ინფექციის გავრცელება კვების ობიექტების თანამშრომლების მეშვეობითაც ხდება, ასევე მედიკამენტების/ხსნარების დაბინძურებაცაა აღწერილი.
მიკროორგანიზმებმა უნდა გაუძლონ დაბალ მჟავიანობას,რომელიც არსებობს კუჭის შიგთავსში სიმჟავიანობის დაქვეითებამ, რაც შეიძლება განვითარდეს ჩვილებში, პერნიციული ანემიის დროს, ან ანტაციდების გამოყენებისას, შეიძლება ინფექციის რისკი გაზარდოს. კუჭის გავლის შემდეგ მიკროორგანიზმები შეაღწევენ წვრილი(თეძოს) ნაწლავის დისტალური და კოლინჯის პროქსიმალური ნაწილის ლორწოვან გარსში. მასპინძლის ორგანიზმის საწყისი რეაქცია მოიცავს ნეიტროფილებით ინფილტრაციას, რასაც ლიმფოციტების და მაკროფაგების დამატება მოჰყვება.[35] ამ ეტაპზე ხდება კლინიკური გამოვლინება, კერძოდ მუცელში სპაზმური ტკივილი და ფაღარათი.
კლინიკური გამოვლინებისთვის საჭიროა დაახლოებით 10⁶ მიკროორგანიზმის არსებობა.[36] ეს შეფასებები ეფუძნება კვლევებს,თუმცა ინტოქსიკაციური დოზა საკვებისმიერი ინფექციების აფეთქების დროს საკმაოდ დაბალია,რაც საფუძველს გვაზლევს ვიფიქროთ,რომ საკვები ოროდუქტების გადამზიდი საშუალებები იცავენ სალმონელას კუჭის წვენის ზემოქმედებისგან.[36][37]რაც მეტია პერორალურად მიღებული მიკროორგანიზმების რაოდენობა, მით უფრო ნაკლები შეიძლება იყოს საინკუბაციო პერიოდი. მიკროორგანიზმების დიდი რაოდენობით მიღება შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს დაავადების მძიმე ფორმის განვითარებასთან.[38] მიკროორგანიზმების მცირე რაოდენობამ( 10² -10³,) ასევე შეიძლება გამოიწვიოს დაავადება მაღალი მგრძნობელობის პაციენტებში. მაგალითად, კუჭში დაბალი pH-ის მქონე პაციენტებს (მიუხედავად იმისა, რომ მჟავიანობა არის მნიშვნელოვანი ბარიერი სალმონელის ინფექციებისთვის) შესაძლოა დაავადება ბაქტერიების მცირე რაოდენობის მოქმედების შედეგადაც განუვითარდეთ.[36][39][40]
კლასიფიკაცია
კაუფმანისა და უაიტის მოდიფიცირებული სქემა, რომლის მიხედვითაც სალმონელა კლასიფიცირდება[1][2]
სალმონელას სახეობების კლასიფიკაცია რთულია და ბევრი ცნობილი სახეობა,მათ შორის-Salmonella typhi და Salmonella choleraesuis მათ ანტიგენურ თვისებებზე დაფუძნებით აღარ ითვლება ტაქსონომიურად სწორ ფორმად.[3]ამჟამად ითვლება,რომ genus Salmonella შედგება მხოლოდ 2 სახეობისგან Salmonella enterica და Salmonella bongori ადამიანის თითქმის ყველა ნაწლავური ინფექცია გამოწვეულია Salmonella enterika-ს სეროტიპებით.
S enterica მოიცავს 6 ქვესახეობას(I, II, IIIa [ყოფილი არიზონა], IIIb, IV და VI). ადამიანებში შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია ინფექციის I ტიპის ქვესახეობით. აღსანიშნავია, რომ ყოფილი ქვესახეობა V ამჟამად ითვლება დამოუკიდებელ სახეობად - S bongori.
S enterica მოიცავს > 2500 სეროტიპს, რომელთა კლასიფიკაცია დამყარებულია კაუფმანისა და უაიტის მოდიფიცირებულ სქემაზე. ეს სეროტიპები განსხვავდება სომატურად 0 ანტიგენით,(ლიპოპოლისაქარიდები),კაფსულარული ანტიგენით(თუ ის არსებობს-Vi) და ფლაგერისებრი H ანტიგენით. მათი დასახელებები ხშირად ემთხვევა იმ ქალაქს, სადაც პირველად მოხდა შესაბამისი სეროტიპის აღწერა(მაგ. S Heidelberg). სხვა სეროტიპების დასახელება ფორმულით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ სალმონელას სახელებში ხშირად უგვულვებელყოფილია სახეობის დასახელება და მის ნაცვლად გამოიყენება სეროვარიანტი (S Newport), თუმცა ოფიციალური დასახელება არის Salmonella enterica სეროტიპი Newport.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას