ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

რისკ ფაქტორებია საკვებთან კონტაქტი, მცირეწლოვანი, ან ხანშიშესული ასაკი(< 12 და > 50 წელზე), დაქვეითებული იმუნიტეტი, კუჭის დაქვეითებულ სიმჟავიანობა, დაავადების სიმპტომების მქონე პირთან კონტაქტი, ცხოველებთან(განსაკუთრებით რეპტილიებთან) კონტაქტი, ანტიბიოტიკების გამოყენება, არასაკმარისად მართული შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული გრანულემატოზური დაავადება, რკინის შემცველობის სიჭარბე და არასაკმარისი კვება.

გულისრევა/ღებინება

ხშირია სალმონელას ინფექციის დროს, მაგრამ არ განსხვავდება სხვა ვირუსული, ან ბაქტერიული ეტიოლოგიის გასტროენტერიტისგან.

დიარეა

უმთავრესად განავალი თხელია, ზომიერი მოცულობის და ხილული სისხლის მინარევის გარეშე.

ამასთან, გამოვლინების სხვადასხვაგვარობა აღწერილია, მათ შორის სისხლიანი განავალი და განავლის მცირე, ან დიდი მოცულობა. აღსანიშნავია, რომ აფრიკის სუბსაჰარის რეგიონში და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში ინვაზიური დაავადებები ტიპიურად მიმდინარეობს დიარეის გარეშე.[28][77][78]

ცხელება

ცხელებას, როგორც გასტროენტერიტის სიმპტომს, ახასიათებს მხოლოდ 1-3 დღიანი ხანგრძლივობა.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

მიალგია

შესაძლოა განვითარდეს ტკივილი კუნთში ან კუნთების ჯგუფში.

თავის ტკივილი

შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით პაციენტებში ცხელებით.

მუცლის ტკივილი

დიფუზური, მსუბუქად გამოხატული მუცლის ტკივილი შეიძლება თან ახლდეს გასტროენტერიტს.

იშვიათად აღინიშნება აპენდიციტის მსგავსი მუცლის ძლიერი ტკივილი.

გაუწყლოების ნიშნები

მშრალი ლორწოვანი გარსები, კანის დაქვეითებული ტურგორი და ორთოსტატიური სასიცოცხლო ნიშნები მიგვანიშნებს ღებინების და/ან ფაღარათის გამო განვითარებულ გაუწყლოებაზე.

ნაწლავის მომატებული ხმიანობა

გასინჯვისას შეიძლება, გამოვლინდეს ნაწლავის მომეტებული ხმიანობა (ყურყური).

იშვიათი

სალმონელოზის ანამნეზი ოჯახში

სალმონელათი ინფიცირებულმა ან მტარებელმა პირმა (მაგ. ქრონიკული მტარებელი), შეიძლება ინფექცია ოჯახის წევრებს გადადოს.

ინფექციის შეძენის ხელისშემწყობი გენეტიკური კომპონენტი გამოვლენილი არ არის.

რისკფაქტორები

ძლიერი

საკვების მიღება

საკვების მიღება, მათ შორის თერმულად არასაკმარისად დამუშავებული კვერცხის, ან ხორცის (უფრო მეტად ფრინველის) მიღება ძირითადი რისკფაქტორებია. უფრო ახლო წარსულში ცხოველების ექსკრემენტებით დაბინძურებული უმი პროდუქტების, ისევე, როგორც მიწისთხილის, მიღებაც შეიძლება დაავადების მიზეზი გახდეს.[41]

პაციენტების უმრავლესობა ვერ მიუთითებს საეჭვო საკვებზე.

მცირეწლოვანი/ხანშიშესული პოპულაცია(< 12 წელზე და > 50 წელზე)

ჩვილები და მოხუცები უფრო ხშირად ავადობენ ინფექციით და აქვთ დაავადების უფრო მძიმე ფორმის განვითარების რისკი.[42]

სალმონელოზის ეპიდაფეთქებები აღინიშნება მოხუცებულთა თავშესაფრებში მაცხოვრებელ ხანდაზმულ პოპულაციაში.[13]

იმუნოსუპრესიული მდგომარეობა

ადამიანები,რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესიულ მედიკამენტეს(მაგ.კორტიკოსტეროიდები),ადამიანები იმუნოდეპრესიული დაავადებებით,მაგ.HIV,ტრანსპლანტანტების რეციპიენტები,ადამიანები რევმატოიდული და შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებებით,ან ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს.[43]

შიდსით დაავადებული ადამიანები არიან ინვაზიური არატიფური სალმონელოზის ძალიან მაღალი რისკის ქვეშ (100-ჯერ მეტი რისკი იმუნოკომპეტენტური პაციენტებისთვის).[44][45][46]თუმცა, აივ არ წარმოადგენს რისკ-ფაქტორს ნაწლავური ცხელებისთვის, რომელიც გამოწვეულია Salmonella Typhi-ით ან S Paratyphi-ით. [47]

ანტი-სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-ალფა თერაპიის გამოყენებამ შეიძლება დაავადების მძიმე, დისიმინირებული ფორმისადმი მიდრეკილება გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაიზრდება სალმონელას ინფექციების ინციდენტობა.[48]

კუჭის მჟავიანობის დაქვეითება

კუჭის სიმჟავიანობა ინფექციისგან დამცველი ბარიერის როლს თამაშობს. მჟავე pH საჭიროა კუჭში ანტიმიკრობული რეაქტიული აზოტის სახეობების წარმოებისთვის.[49] როცა ეს რაოდენობა კლებულობს,კლინიკური ინფექციების განვითარების ალბათობა მატულობს და ისინი შეიძლება იყოს ინიცირებული მიკროორგანიზმების ინოკულატის დაბალი რაოდენობით. პაციენტები, რომლების ანტაციდებს ღებულობენ, ან კუჭის სიმჟავიანობის დამაქვეითებელი მდგომარეობა აღენიშნებათ (ხანშიშესული, ან ჩვილი ასაკი, პერნიციული ანემია) , მომატებული რისკით გამოირჩევიან.[36][39][40]

ექსპოზიცია სალმონელოზის სიმპტომების მქონე პაციენტთან

სალმონელას გასტროენტერიტის მქონე პირებმა, რომელთაც აღნიშნებათ დიარეა, შესაძლოა მიკროორგანიზმი სხვებზეც გაავრცელონ.

კონტაქტი ცხოველებთან

ცხოველები, განსაკუთრებით რეპტილიები და ცოცხალი შინაური ფრინველი, შეიძლება ავრცელებდნენ სალმონელას.

სალმონელას მტარებელ ცხოველებთან ხელით კონტაქტი დადასტურებული რისკფაქტორია, განსაკუთრებით თუ ხელს სათანადოდ არ დავიბანთ.[18]

სალმონელას ინფექციას უკავშირდება ასევე შინაური ცხოველების საკვებთან ხელით კონტაქტი.

ანტიბიოტიკების გამოყენება

სალმონელასთან ექსპოზიციის დროს ანტიბიოტიკების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს დაავადების კლინიკური გამოვლინების ალბათობა, რადგანაც ანტიბიოტიკებმა შესაძლოა დააქვეითონ ნაწლავის ნორმალური ფლორის კონკურენტული მოქმედება.[50][51]

ამასთან, ანტიბიოტიკების გამოყენებამ შეიძლება, გაზარდოს წამლისადმი რეზისტენტული შტამების განვითარების რისკი.[52][53]

ცუდად კონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი განიხილება, როგორც რისკ-ფაქტორი[44][45][46]

ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება

არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ქრონიკული გრანულომატოზური დაავადების მქონე პაციენტებს გააჩნიათ სალმონელას ინფექციის განვითარების უფრო მაღალი რისკი, ვინაიდან მათ აღენიშნებათ რადიკალების სწრაფი გამოთავისუფლების ნაკლებობა.[54]

რკინის შემცველობის სიჭარბე

ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება, თალასემია, ჰემოლიზური ანემიები) პაციენტებს უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს.[43][55][56]ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ხშირად დაკავშირებულია სახსრების, ან ძვლების ინფექციასთან, რაც გამოწვეული სალმონელას მიერ.[57]

მალნუტრიცია

არასრულფასოვანი კვება გამოვლენილია, როგორც ინვაზიური არატიფოიდური სალმონელოზის რისკის ფაქტორი სუბსაჰარის აფრიკელ ბავშვებში.[58]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას