შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
14 წლის ბიჭს აწუხებს გულისრევა, ღებინება და დიარეა. 18 საათით ადრე იგი პიკნიკზე იყო, სადაც მიიღო თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ქათმის ხორცი, სხვა პროდუქტებთან ერთად. მისი გადმოცემით, დღეში 6-ჯერ აღენიშნა ზომიერი რაოდენობის განავალი, რომელიც სისხლს არ შეიცავდა. აღენიშნებოდა მსუბუქი სპაზმური ტკივილი მუცელში და სუბფებრილური ცხელება. იგი გამოიკვლიეს გადაუდებელი დახმარების კლინიკაში და გამოვლინდა მსუბუქი ტაქიკარდია (გულისცემის სიხშირე 105 დარტყმა/წთ), ნორმალური არტერიული წნევა და სუბფებრილური ტემპერატურა 37.8°C(100.1°F). გასინჯვისას არაფერი განსაკუთრებული არ გამოვლენილა გარდა მსუბუქად მგრძნობიარე მუცლისა და ნაწლავის ხმიანობის მსუბუქი მატებისა. მას შეუძლია, მიიღოს სითხე პერორალურად, და ერჩია მიიღოს შესაბამისი რაოდენობის სითხე და ელექტროლიტები.
სხვა გამოვლინებები
სალმონელას ინფექციები, რომლებიც აზიანებენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, შეიძლება, ხანდახან გამოვლინდნენ აპენდიციტის მსგავსი მუცლის ძლიერი ტკივილით; ეს გამოწვეულია ადენიტის გამომწვევი მეზენტერული ლიმფური კვანძების ინფექციით. ამასთან, პაციენტებს ხანდახან შეიძლება აღენიშნოთ ქოლერის მსგავსი პროფუზული ფაღარათი, ან კოლიტის მიმანიშნებელი სისხლიანი განავალი, როგორც Shigella-ს ინფექციების დროს. ამასთან, განავალი ძირითადად სისხლს არ შეიცავს და მცირე, ან ზომიერი რაოდენობისაა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას