პროგნოზი

პროგნოზი დამოკიდებულია ეტიოლოგიასა და გასტრიტის სახეობაზე.

ეროზიული გასტრიტი

სიმპტომები ჩვეულებრივ უმჯობესდება გამღიზიანებელი ნივთიერების მიღების შეწყვეტის ან შემცირების შემდეგ (მაგ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები [NSAID]/ალკოჰოლი).[3][33]

Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექცია

პროგნოზი კეთილსაიმედოა მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მორჩენის სიხშირე მნიშვნელოვნად ნაკლებია კლინიკური კვლევების მონაცემებთან შედარებით.[4] საწყისი ტრადიციული სამმაგი თერაპია შეიძლება, შეუფერებელი აღმოჩნდეს და პაციენტებს დასჭირდეთ ალტერნატიული ბისმუტის შემცველი მკურნალობა.[4]

აუტოიმუნური გასტრიტი

B12 უკმარისობის დროს პროგნოზი საუკეთესოა ციანკობალამინით ჩამანაცვლებელი მკურნალობის ფონზე. არსებობს კუჭის ადენოკარცინომისა და კუჭის კარცინოიდების განვითარების მცირედ მომატებული რისკი.[82][83]

ფლეგმონური გასტრიტი

სიკვდილობის სიხშირე ქირურგიულად ნამკურნალებ პაციენტებში 20% იყო(2/10) და მედიკამენტური მკურნალობის ფონზე - 50%(13/26).[84]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას