შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

42 წლის მამაკაცს ცოტა ხნის წინ დაეწყო მუცლის ტკივილი, შფოთვა და გულისრევა. Helicobacter pylori დასადგენი შარდოვანის სუნთქვითი სინჯი დადებითია.

შემთხვევის ანამნეზი #2

58 წლის, ჩრდილო-ევროპული წარმომავლობის თეთრკანიან ქალს აღენიშნება მზარდი ხასიატის დაღლილობის 2-თვიანი ანამნეზი, მოძრაობის გაძნელება და მეხსიერების დაქვეითება. ოჯახურ ანამნეზში მნიშვნელოვანია ავტოიმუნური დაავადების არსებობა. ლაბორატორიული მონაცემებიდან საყურადღებოა მაკროციტული ანემია, შრატში ვიტამინ B12 დონის მნიშვნელოვანი დაქვეითება და ანტი-პარიეტულ უჯრედული ანტისხეულები.

სხვა გამოვლინებები

ეროზიული გასტრიტი შეიძლება, განვითარდეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობისას, ალკოჰოლის გამოყენების ფონზე და ნაღვლოვანი რეფლუქსის შემთხვევაში, რასაც წინ უძღვის კუჭზე ოპერაცია ან ნაღვლის ბუშტზე ჩარევა, მაგ. ქოლეცისტექტომია.[1][2][3][5][6][7][8] სტრესული გასტრიტი (უფრო ხშირად დაკავშირებულია ლორწოვანის იშემიასთან) შეიძლება განვითარდეს კრიტიკულად მძიმე, ძირითადად ინტენსიური თერაპიის ბლოკში მოთავსებულ პაციენტებში.[9] აუტოიმუნური გასტრიტი ვითარდება, როცა ანტიპარიეტულუჯრედული ანტისხეულები ხელს უწყობს ქრონიკული ანთებას, მონონუკლეარული და ლიმფოციტარული ინფილტრატის ჩამოყალიბებას, რაც იწვევს კუჭის პარიეტული და მთავარი უჯრედების შემცირებას.[3][10] ფლეგმონური გასტრიტი იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისათვის საკმაოდ სახიფათო, ლორწქვეშა და საკუთრივ კუნთოვანი შრეების ინფექციაა, ვხვდებით იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში.[11][12][13][14]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას