კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
Helicobacter pylori-ზე შარდოვანას სუნთქვის ტესტი
ტესტი
არსებული გაიდლაინებით რეკომენდებულია, ჩატარდეს H. pylori-ს გამოსავლენი არაინვაზიური კვლევები იმ პაციენტებში, რომლებიც არიან <60 წელი, რომელთაც აღენიშნებათ დაუდგენელი მიზეზის დისპეფსია და არა აქვთ ზედა გასტროინტესტინური ტრაქტის მალიგნიზაციაზე მიმანიშნებელი საეჭვო მონაცემები.[4]
აღნიშნული ტესტი გამოირჩევა 90%-ზე > მგრძნობელობითა და 96%-იანი სპეციფიკურობით აქტიური ინფექციის არსებობის დადასტურებისას.[37][38]
მისი გამოყენება შეიძლება ასევე მკურნალობის შედეგიანობის მონიტორინგის მიზნით.
ტესტის შედეგი შეიძლება წაიშალოს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (PPI), ბისმუთის და ანტიბიოტიკების მიღების შედეგად.[36] ზოგადად რეკომენდებულია, H. pylori-ს ერადიკაციის შესაფასებლად შარდოვანას სუნთქვითი ტესტის ჩატარებამდე, მკურნალობის შემდგომ პერიოდში PPI გამოვიყენოთ 7-14 დღის განმავლობაში, ხოლო ანტიბიოტიკები და ბისმუთის პრეპარატები სულ მცირე - 28 დღის განმავლობაში.[4]
შედეგი
რაც დადებითია H pylori ინფექციის დროს
H pylori ფეკალური ანტიგენის სინჯი
ტესტი
ფეკალური ანტიგენის ტესტი გამოავლენს H pylori-ს ანტიგენს განავალში აქტიური ინფექციის დიაგნოსტირებისას.
როგორც მონოკლონური, ისე პოლიკლონური ანალიზი ხელმისაწვდომია, ყოველი მათგანი გამოირჩევა > 90% მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით; მონოკლონური ანალიზის მგრძნობელობა 96%-ია და სპეციფიკურობა - 97%.[39][40]
მისი გამოყენება შეიძლება ასევე მკურნალობის შედეგიანობის მონიტორინგის მიზნით.
ტესტის შედეგი შეიძლება წაიშალოს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (PPI), ბისმუთის და ანტიბიოტიკების მიღების შედეგად.[36] ზოგადად რეკომენდებულია, H. pylori-ს ერადიკაციის შესაფასებლად შარდოვანას სუნთქვითი ტესტის ჩატარებამდე, მკურნალობის შემდგომ პერიოდში PPI გამოვიყენოთ 7-14 დღის განმავლობაში, ხოლო ანტიბიოტიკები და ბისმუთის პრეპარატები სულ მცირე - 28 დღის განმავლობაში.[4]
შედეგი
რაც დადებითია H pylori ინფექციის დროს
FBC
შედეგი
ცვალებადია; ავტოიმუნური გასტრიტის დროს შეიძლება, გამოვლინდეს ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება და ერითროციტების საშუალო მოცულობის მატება; ფლეგმონური გასტრიტის დროს - ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით
გასათვალისწინებელი კვლევები
ენდოსკოპიით
ტესტი
ამერიკის გასტროენტეროლოგთა კოლეჯის (ACG) და კანადის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის (CAG) დისპეფსიის გაიდლაინებით, ენდოსკოპია რეკომენდებულია პაციენტებში >60 წელი + დისპეპსია, ხოლო დისპეპსიისა და საგანგაშო ნიშნების მქონე (წონაში კლება, ანემია, დისფაგია და პერსისტენტული ღებინება) ახალგაზრდა პაციენტებში ენდოსკოპია მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებშია რეკომენდებული.[33]
ჯანდაცვისა და ექიმთა დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის რეკომენდაციით, ნებისმიერი პაციენტი დისპეფსიითა და მნიშვნელოვანი გასტროინტესტინური სისხლდენით, უნდა რეფერირდეს სპეცილისტთან კონსულტაციაზე.[32]
განიხილება მკურნალობისადმი რეფრაქტერული პაციენტების შემთხვევაში.[32][33]
დადასტურებული პერნიციოზული ანემიის მქონე პაციენტებს სასურველია, ჩაუტარდეთ ენდოსკოპიური კვლევა თანმხლები ავთვისებიანი პათოლოგიის არსებობის შესაფასებლად.[34]
ენდოსკოპია გვაძლევს საშუალებას გამოვიკვლიოთ კუჭის ლორწოვანი გარსი ალტერნატიული პათოლოგიების გამოსავლენად და ჩავატაროთ ბიოფსია ჰისტოლოგიური კვლევის და h pylori ინფექციის ტესტირებისათვის(ქსოვილის სწრაფი ურეაზული ტესტირების და პირდაპირი კულტივირების, ან მოლეკულური ანალიზის გამოყენებით).[3][4][33][34]
შედეგი
ცვალებადი; კუჭის ეროზიებისა და/ან ატროფიის მტკიცებულება
H pylori სწრაფი ურეაზული კვლევა
ტესტი
ტარდება ენდოსკოპიის შედეგად მოპოვებულ ბიოპტატზე.[41] ქსოვილი თავსდება აგარის გელზე, ან სასინჯ სტრიპზე, რომელიც შეიცავს შარდოვანას, ბუფერულ ხსნარს და pH-მგრძნობიარე ინდიკატორს. H pylori ურეაზას არსებობის შემთხვევაში შარდოვანა გარდაიქმნება ამონიუმად და ბიკარბონატად და გამოვლინდება ფერების ცვლით. აღნიშნული ტესტი გამოირჩევა 90%-იანი მგრძნობელობითა და 100%-იანი სპეციფიკურობით, თუ პაციენტს არ აღენიშნება გასტროინტესტინური სისხლდენა და არ იღებს PPI ან ანტიბიოტიკებს.[37][38][42][43]
შედეგი
რაც დადებითია H pylori ინფექციის დროს
კუჭის ლორწოვანის ჰისტოლოგია
ტესტი
წარმოგვიჩენს ჰისტოლოგიურ დიაგნოზს და გასტრიტის კლასიფიკაციას.
H pylori გამოსავლენად ვართინ-სტარის ვერცხლის საღებავით შეღებვის მეთოდის მგრძნობელობა 93%-ია და სპეციფიკურობა 99%.[37]
თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე გასტროინტესტინური სისხლდენა, ან იღებს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს (PPI) ან ანტიბიოტიკებს, H pylori გამოსავლენი სწრაფი ურეაზული ტესტის მაგივრად რეკომენდებულია ჰისტოლოგიური გამოკვლევა.[43]
შედეგი
ცვალებადი; დადებითია H pylori არსებობაზე; სახეზეა მწვავე ან ქრონიკული გასტრიტის ნიშნები
შრატში ვიტამინი B12
ტესტი
შევამოწმოთ დისპეფსიური მოვლენების დროს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ვიტამინ B12 დეფიციტზე მიმანიშნებელი კლინიკური სიმპტომები და ნიშნები(მაგ. აუხსნელი ნევროლოგიური პათოლოგია, დეპრესია/დემენცია, ანგულარული ქეილიტი, ატროფიული გლოსიტი).[3][24][25]
ეს ძირითადად გამოწვეულია ხანშიშესულ პაციენტებში არსებული ქრონიკული გასტრიტით და ასევე დაკავშირებულია აუტოიმუნურ გასტრიტთან.[44]
შედეგი
ნორმალური, ან დაქვეითებული შემცველობა აუტოიმუნური გასტრიტის დროს
ზედა გასტროინტესტინური ტრაქტის ნაწილის კონტრასტული სერიული კვლევა
სისხლის/სითხეების დათესვა
პარიეტალური უჯრედის ანტისხეულები
ტესტი
ვლინდება ატროფიული გასტრიტის მქონე პაციენტთა 90%-ში.[24]
შედეგი
დადებითია აუტოიმუნური გასტრიტის დროს
შიდა ფაქტორის ანტისხეულები
ტესტი
მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა პერნიციოზული ანემიის დროს.[25]
შედეგი
დადებითია აუტოიმუნური გასტრიტის დროს
ახალი ტესტები
H pylori-ს კულტურა / პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)
ტესტი
ტარდება ენდოსკოპიის შედეგად მოპოვებულ ბიოპტატზე.[41]
მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიკურობა H pylori ინფექციისადმი, თუმცა სწრაფ ურეაზულ ტესტთან შედარებით ნაკლები მგრძნობელობით გამოირჩევა.[37][38][42]
ნაკლებად ხელმისაწვდომია; ძირითადად მეცნიერული კვლევების დროს გამოიყენება.
შედეგი
რაც დადებითია H pylori ინფექციის დროს
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას