მონიტორინგი

ამერიკის გასტროენტეროლოგთა კოლეჯის გაიდლაინებით ამჟამად რეკომენდებულია, Helicobacter pylori ინფექციის იდენტიფიცირებისა და მკურნალობის შემდეგ პაციენტს ჩაუტარდეს ერადიკაციის ტესტი. H pylori-ის ერადიკაციის ტესტი შეიძლება ჩატარდეს შარდოვანას სუნთქვის ტესტის, ფეკალური ანტიგენის ტესტის ან ბიოფსიაზე დაფუძნებული ტესტის გამოყენებით.[4] ერთი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოვლინდა, რომ სეროლოგიური ბიომარკერები, როგორიცაა I და II პეპსინოგენები, გასტრინ-17 და H pylori IgA/IgG ანტისხეულებს (კუჭის ლორწოვანის მდგომარეობის მარკერები) აქვს მაღალი დიაგნოსტიკური სარწმუნოება კუჭის სხეულის ატროფიის, მოსახლეობაში ხშირი დაავადების გამოვლენისა  თუმცა, ამჟამად უცნობია აღნიშნული მარკერების კლინიკური მნიშვნელობა.[89][90]

სიმპტომური თერაპიისადმი რეფრაქტერული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით(ასას)/ალკოჰოლით გამოწვეული ეროზიული გასტრიტის მქონე პაციენტებს შეიძლება დაკვირვების მიზნით დასჭირდეთ ენდოსკოპიური გამოკვლევა ბიოფსიით.[35]

დიფუზური ატროფიული გასტრიტისა და ვიტამინ B12-ის დეფიციტის დროს პაციენტებს სასურველია, ხშირად დავაკვირდეთ შრატში B12 ვიტამინის, მეთილმალონის მჟავას ან ჰომოცისტეინის შემცველობის ტესტით, რათა დავადგინოთ მკურნალობის ეფექტურობა.[25]

ატროფიული გასტრიტის და/ან ავტოიმუნური გასტრიტის ფონზე კუჭის ადენოკარცინომისა და კარცინოიდული სიმსივნეების განვითარების რისკი დადგენილი არ არის; თუმცაღა, ატროფიული გასტრიტით დაავადებულ პაციენტებში, ატროფიული პანგასტრიტი, კუჭის სხეულის გამოხატული ინტესტინური მეტაპლაზია და 50 წელზე მაღალი ასაკი ზრდის კუჭის სიმსივნური წარმონაქმნების რისკს.[91]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას