განხილვები პაციენტთან
H pylori აღმომფხვრელი მეტრონიდაზოლის შემცველი მკურნალობის ფონზე პაციენტებს სასურველია, ავუხსნათ რომ თავი სეიკავონ ალკოჰოლის მიღებისგან, რათა თავიდან ავიცილოთ დისულფირამის მსგავსი რეაქციები. ისინი ასევე სასურველია დავარიგოთ, რომ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ იმყოფებოდენ დაკვირვების ქვეშ. თუ საჭიროა H pylori ერადიკაციული მკურნალობის დადასტურება, ამის გაკეთება შეიძლება 4 კვირის შემდეგ შარდოვანას სუნთქვის ტესტით, ან 12 კვირის შემდეგ განავლის ანტიგენური კვლევით.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით (NSAID)გამოწვეული გასტრიტის დროს, სასურველია, პაციენტები ტკივილის გასაყუჩებლად, შეძლებისამებრ, გადავიდნენ არატოქსიკურ პრეპარატებზე, როგორიცაა პარაცეტამოლი. თუ NSAID-ების გამოყენება მანც უნდა გაგრძელდეს, პაციენტებს უნდა ვურჩიოთ უფრო მცირე დოზების და უფრო იშვიათად მიღება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას