გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
გრძელვადიანი
დაბალი

არანამკურნალები ან მკურნალობისადმი რეფრაქტერული გასტრიტის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია Helicobacter pylori ინფექციასთან, შეიძლება გამოვლინდეს მიდრეკილება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ისევე, როგორც კუჭის ადენოკარცინომისადმი.[4] კუჭის კიბოს მაღალი რისკის მქონე მოსახლეობაში H pylori სკრინინგული გამოკვლევა და მკურნალობა კუჭის კიბოს რისკის შემამცირებელი რეკომენდებული მიდგომაა. ეს შეიძლება, დადგინდეს ოჯახურ ანამნეზში კუჭის კიბოს და/ან კუჭის ატროფიაზე მომანიშნებელი შრატში პეპსინოგენების დაბალი შემცველობის გამოვლენისას.[54][85]

ერთმა სისტემურმა მიმოხილვამ და მეტა ანალიზმა გამოავლინა, რომ H pylori ინფექციის აღმოფხვრა ასოცირებულია კუჭის კიბოს გამოვლენის შემცირებასთან.[86] სხვა რანდომიზებული კონტროლირებული კვლევით დადგინდა, რომ კუჭის ადრეული კიბოს დროს პაციენტების ანტი-H pylori მკურნალობით, პლაცებოსთან შედარებთ,, მცირდებოდა კუჭის მეტაქრონული კიბოს სიხშირე და უჯობესდებოდა კუჭის სხეულის ატროფიული მდგომარეობა.[87]

გასტროინტესტინური ტრაქტის ზემო ნაწილის ავთვისებიან წარმონაქმნზე მიმანიშნებელი მონაცემებია გასტროინტესტინური სისხლდენა, ანემია, სწრაფად დანაყრება, წონაში აუხსნელი კლება (სხეულის საერთო წონის > 10%-თ), მზარდი დისფაგია, ოდინოფაგია ან პერსისტენტული ღებინება.[33]

ენდოსკოპიით დასტურდება კუჭის კარცინომის დიაგნოზი.

მკურნალობის მიზნით აუცილებელია ტოტალური/სუბტოტალური გასტრექტომია და/ან ქიმიოთერაპია.

ერადიკაციის ხარისხი არ განსხვავდება კუჭის კიბოთი დაავადებულ H pylori ინფექციის მქონე პაციენტებში (n = 150), რომლებიც რანდომიზებული იყვნენ სტანდარტული სამმაგი თერაპიის მისაღებად ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ (68.6% vs 69.4%; p = 1.00).[88]

გრძელვადიანი
დაბალი

ატროფიული გასტრიტის მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით პერნიციოზული ანემიის დროს, აღენიშნებათ კუჭის კარცინოიდის განვითარების რისკი.[82][83]

სიმსივნეები უმთავრესად მიმდინარეობს ასიმპტომურად, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს მუცლის ტკივილითა და სისხლდენით.

ენდოსკოპიამ შეიძლება გამოავლინოს მცირე ზომის ლოკალიზებული პოლიპოიდური სიმსივნეები. მკურნალობის მეთოდია ენდოსკოპური მეთოდით ქირურგიული ამოკვეთა.

გრძელვადიანი
დაბალი

არანამკურნალები ან მკურნალობისადმი რეფრაქტერული გასტრიტის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია Helicobacter pylori ინფექციასთან შეიძლება გამოვლინდეს მიდრეკილება კუჭის ლორწოვანთან დაკავშირებულ ლიმფური ქსოვილის (MALT) ლიმფომისადმი.[4]

სიმსივნე შეიძლება გამოვლინდეს მზარდი ეპიგასტრული ტკივილით, წონაში კლებით და ფარული ან აშკარა გასტროინტესტინური სისხლდენით.

მკურნალობის მეთოდია H pylori ინფექციის აღმოფხვრა, რადიოთერაპია და ქიმიოთერაპია.

ცვლადი
მაღალი

ატროფიულმა გასტრიტის, როგორც Helicobacter pylori ინფექციის შედეგად განვითარებული ატროფიული გასტრიტის, კუჭის ლორწოვანი გარსის ხანგრძლივი ანთებისა და ავტოიმუნური გასტრიტის შედეგის დროს, შეიძლება განვითარდეს აქლორჰიდრია (ჰიდროქლორმჟავის დაქვეითებული გამოყოფა/არარსებობა) და შიდა ფაქტორის პროდუქციის დაქვეითება პარიეტალული უჯრედების მასის შემცირების გამო. ამის შედეგად, შესაძლოა, გაუარესდეს ვიტამინ B12-ის, რკინისა და კალციუმის შეწოვა.

კლინიკური გამოვლინება შეიძლება მოიცავდეს B12-ის ან რკინის დეფიციტით გამოწვეულ ლეთარგიას, სისუსტეს და სიფერმკრთალეს.

შეიძლება საჭირო გახდეს ციანკობალამინით ჩანაცვლებითი თერაპია, რკინის, კალციუმის პრეპარატები და C და D ვიტამინები.[25]

ცვლადი
საშუალო

ატროფიული ან ავტოიმუნური გასტრიტი, Helicobacter pylori-ის ქრონიკული ინფექცია, აქლორჰიდრია და H2 ანტაგონისტებით/პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით გამოწვეული დაქვეითებული მეტაბოლიზმი ამცირებს ვიტამინ B12 შეწოვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს B12 ვიტამინის გამოხატული უკმარისობა.

კლინიკური გამოვლინება შეიძლება მოიცავდეს რეფლექსების შეცვლას ან სენსორულ დეფიციტს, კოგნიტურ დარღვევებსა და ანგულარულ ქეილიტს ან ატროფიულ გლოსიტს.

საჭიროა ციანკობალამინით ჩანაცვლებითი თერაპია.

ცვლადი
საშუალო

უმკურნალებელი, ან მკურნალობისადმი რეფრაქტერული გასტრიტი, რომელიც დაკავშირებულია Helicobacter pylori ინფექციასთან და/ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (NSAID) გამოყენებასთან, შეიძლება გადაიზარდოს პეპტიკურ წყლულოვან დაავადებაში. ფაქტორები, რომელთა მიხედვითაც NSAID-ების მომხმარებელ პაციენტებს ვაჯგუფებთ გასტროინტესტინური გართულებების მომატებული რისკის მტარებლებად, მოიცავს ანამნეზში გასტროინტესტინურ გართულებებს (წყლული, ჰემორაგია), > 60 წლის ასაკს, NSAID-ების მაღალი დოზის პარალელურად კოტრიკოსტეროიდების ან ანტიკოაგულანტების მიღებას.

პაციენტებს შეეიძლება განუვითარდეთ გასტროინრესტინური ტრაქტიდან ფარული ან აშკარა სისხლდენა. შეიძლება, განვითარდეს პერფორაცია, რაც გამოვლინდება შოკისა და/ან პერიტონიტის კლინიკური მონაცემებით.

შეიძლება საჭირო გახდეს სისხლმდენი წყლულის ენდოსკოპიური ლიგირება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას