მონიტორინგი
რესპირატორული დიფტერიის მქონე პაციენტს ესაჭიროება აქტიური დაკვირვება იმ სიმპტომების მონიტორინგის მიზნით, რომლებმაც შეიძლება სასუნთქი გზების დაზიანება გამოიწვიოს. ეს სიმპტომებია ხორხის შეშუპება, ფსევდომემბრანული ნადების ფორმირება, ან ნევროლოგიური გართულებები.
ანტიტოქსინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ანაფილაქსიის მკურნალობაში გამოცდილი პერსონალის მიერ, საჭირო რეანიმაციული მედიკამენტებითა და აღჭურვილობით დაწესებულებაში.[12] ეს შეიძლება უსაფრთხოდ გაკეთდეს ეპიდემიის გავრცელების პირობებში, იმ პირობით, რომ მომზადებული პერსონალი იმყოფება არასასურველი რეაქციების სწრაფად გამოვლენისა და მკურნალობისთვის.[50]
გამომწვევი ორგანიზმის ერადიკაცია უნდა დადასტურდეს ინფექციის ადგილიდან კულტურული ნაცხის ორი ნეგატიური ნაკრებით, რომლებიც მიღებულია მინიმუმ 24 საათის ინტერვალით, ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულების შემდეგ.
პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდათ ნევროლოგიური ან კარდიოლოგიური გართულებები, ესაჭიროებათ ნევროლოგის ან კარდიოლოგის განმეორებით კონსულტაცია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას