შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
26 წლის ქალი, რომელიც ახლახანს ჩამოვიდა დიდ ბრიტანეთში, თავშესაფრის გადამამუშავებელ ცენტრში ავღანეთიდან ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, მიმართა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ჩივილით ყელის მუდმივ ტკივილსა და ყლაპვის გაძნელებაზე. A ჯგუფის სტრეპტოკოკური ანტიგენების სწრაფი ტესტი და ჰეტეროფილ აგლუტინინების ტესტი უარყოფითია და იგი იღებს პერორალურად ამოქსიცილინს/კლავულანატს. დაავადების დაწყებიდან მეოთხე დღეს პაციენტმა კვლავ მიმართა გადაუდებელ სამედიცინო დახმარების განყოფილებას შემცივნებით, ოფლიანობით, მოუსვენრობით, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით, გულისრევით და ღებინებით. გასინჯვისას ის არის აფებრილური, მაგრამ აქვს სტრიდორი და შეშუპებული ყელი. აღენიშენება მსტვინავი ამოსუნთქვა და შესუსტებული სუნთქვითი ხმიანობა მარცხენა ფილტვის ქვემო წილებში. არტერიული pO2 არის 88% ოთახის ჰაერზე.
სხვა გამოვლინებები
კანის დიფტერია არის კორინებაქტერიული ინფექციის კიდევ ერთი გავრცელებული გამოვლინება და შეიძლება გამოწვეული იყოს ტოქსიგენური ან არატოქსიგენური ბაქტერიული შტამებით. მას ახასიათებს კანის არაპროგრესული ზედაპირული ინფექცია ქერცლიანი გამონაყარით ან შეუხორცებელი წყლულებით დაფარული რუხი-ყავისფერი ფენებით.[2][3] ტკივილი, მგრძნობელობა, ერითემა და ექსუდატი ტიპიური ნიშნებია. დაზიანებები ხშირად იწყება ჭრილობების, დამწვრობის ან ნაკბენის სახით,რასაც მოჰყვება მეორადი ინფექცია კორინებაქტერიებით[4] იშვიათად, სისტემური და რესპირატორული გამოვლინებები აღინიშნა კანის დიფტერიის დროს.[5] რესპირატორულ გამოვლინების, ან მის გარეშე, შეიძლება აღინიშნებოდეს ლორწოვანისა და კანის მემბრანების (მაგ.: თვალის, გარეთა სასმენი მილისი ან გენიტალიების) დაზიანება. ასევე ცნობილია, რომ არატოქსიკური შტამები იწვევენ პიოგენურ ართრიტს ან ენდოკარდიტს.[6][7]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას