ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

დამახასიათებელი ასაკობრივი ჯგუფი (<15 წელი ან >25 წელი)

ენდემურ რეგიონებში, სადაც არ არის კარგი ვაქცინაცია, დიფტერიით ძირითადად ავადდებიან <15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები. იქ, სადაც ბავშვთა ვაქცინაცია კარგად არის მოგვარებული, ეპიდემიოლოგიურად შემთხვევები გადავიდაარა მოზრდილებში (>25 წელი), რომლებსას ტოქსინით ბუნებრივი ექსპოზირება არ ქონიათ და არ ჩატარებიათ ბუსტერ დოზით ვაქცინაცია.[4]

ინფიცირებული ადამიანის ექსპოზიცია

დაავადების განვითარებაზე დასაკვირვებლად, ინფიცირებული პირების ახლო კონტაქტების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს 7 დღის განმავლობაში.[26]

მოგზაურობა ეპიდემიური ან ენდემური რეგიონებიდან

ზრდის დიფტერიის ალბათობას და არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რისკფაქტორი არაადეკვატურად იმუნიზირებულ პირებში.

არავაქცინირებული/არასრულად აცრილი პირები

ინდივიდები იმყოფებიან დიფტერიით დაინფიცირების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ, თუ მათ არ გაუვლიათ პირველადი ვაქცინაციის სრული პროგრამა, ან არ მიუღიათ გამაძლიერებელი ვაქცინაცია.[1]

ყელის ტკივილი

ხშირად ასოცირდება ცხელებასთან; შეიძლება გადაიზარდოს სუნთქვის გაძნელებამდე, ფსევდომემბრანის განვითარებით.

დისფაგია, დისფონია, ქოშინი და კრუპოზული ხველა მიანიშნებს პროცესის გავრცელებას ხორხზე და/ან ფარინგეალური/ ლარინგეალური ნერვის დაზიანებაზე.[24]

დისფაგია ან დისფონია

შეიძლება მიანიშნებდეს დაავადების პროგრესირებაზე და სუნთქვის უკმარისობის განვითარების მომატებულ რისკზე.

ქოშინი

შეიძლება მიანიშნებდეს დაავადების პროგრესირებაზე და სუნთქვის უკმარისობის განვითარების მომატებულ რისკზე.

კრუპოზული ხველა

შეიძლება მიანიშნებდეს დაავადების პროგრესირებაზე და სუნთქვის უკმარისობის განვითარების მომატებულ რისკზე.

ფსევდომემბრანული ნადების განვითარება

მიხორცებული, მორუხო-ყავისფერი ფერის აპკი, რომელიც ფარავს ტონზილებს, ხახას და ხორხს, მიუთითებს დიფტერიის მაღალ ალბათობაზე და ხელს უწყობს დიფტერიის დიფერენცირებას ჩირქოვანი ფარინგიტისაგან, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჩირქოვანი სტაფილოკოკით ან ეფშტეინ-ბარის ვირუსული ინფექციით.[1]

კისერის, ყელის შეშუპება

ეს ნიშანი ასოცირებულია ლიმფადენოპათიასთან და დამახასიათებელია დიფტერიის მძიმე ფორმისათვის.[24] ჩვეულებრივ თან ახლავს ძლიერი სისუსტე, პროსტრაცია და სტრიდორი.

კანის დაზიანებები

კანის დიფტერიას ახასიათებს კანის არაპროგრესული ზედაპირული ინფექცია ქერცლიანი გამონაყარით ან შეუხორცებელი წყლულებით, დაფარული რუხი-ყავისფერი ფენებით.[2][3]

ტკივილი, ერითემა და ექსუდატი წარმოადგენენ კანის ფორმის დიფტერიის სიმპტომებს.[5] დაზიანებები ხშირად ჩნდება არსებული ჭრილობების ან კანის დაზიანებულ ადგილებში.[4]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: Corynebacterium diphtheriae-თი გამოწვეული კანის დაზიანებასაზოგადოებრივი ჯანდაცვის სურათების ბიბლიოთეკა, CDC [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@55b980de

სუნთქვის გაძნელება

პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ რესპირატორული დისფუნქცია, განსაკუთრებით ხორხის ან ტრაქეის დაზიანების დროს.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ცხელება

ცხელება არის საერთო მახასიათებელი, რომელიც წარმოდგენილია დიფტერიის დადასტურებული შემთხვევების 90%-ზე მეტში 2018-19 წლების ეპიდემიის დროს კოქსის ბაზარში, ბანგლადეში.[21]​ წარმოდგენილი ცხელება კლასიკურად აღწერილია, როგორც დაბალი ხარისხის (<39°C [<102°F]), მაგრამ შეიძლება იყოს უფრო მაღალი.

სტრიდორი

მიუთითებს დაავადების პროგრესირებაზე და ჩვეულებრივ თან ახლავს ძლიერი სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა და პროსტრაცია.

რისკფაქტორები

ძლიერი

აუცრელი პირები

სანამ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნებოდა, დიფტერია იყო დაავადებისა და სიკვდილის საერთო მიზეზი მთელს მსოფლიოში, მაგრამ ახლა იშვიათად არის დაფიქსირებული ქვეყნებში მაღალი ვაქცინით.[2] დიფტერიის გავრცელება სულ უფრო ხშირად აღირიცხება ისეთ ადგილებში, სადაც ვაქცინაციით დაფარვა დაბალია ან იმუნიზაციის პროგრამები შეწყვეტილია (მაგ., ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში სსრკ-ს დაშლის დროს და ახლახან იემენში და ბანგლადეშში როჰინჯა ლტოლვილებს შორის).[21][27][28]

არასათანადოდ ვაქცინირებული პირები

მოზრდილებში, რომლებსაც არ მიუღიათ გამაძლიერებელი ინექციები და რომლებსაც არ აქვთ ბუნებრივი ზემოქმედება C დიფტერიის ტოქსიგენური შტამების მიმართ, უფრო მეტად უვითარდებათ დაავადება, ვიდრე სრულად ვაქცინირებული.[1] დიფტერიის გავრცელება ნიგერიაში 2011 წელს და სამხრეთ აფრიკაში 2015 წელს ასოცირებული იყო პირველადი ვაქცინაციის ან გამაძლიერებლის დაბალ მაჩვენებლებთან.[15][16]

ინფიცირებული ადამიანით ექსპოზიცია

მტარებელი ან დაავადებული პირიდან სხვა ადამიანზე დაავადების რესპირატორული წვეთებით გადაცემა წარმოადგენს გადაცემის ყველაზე გავრცელებულ გზას. შედარებით იშვიათია გადაცემა კანის ფორმის დიფტერიის მქონე პაციენტის დაზიანებული კანიდან ან C diphtheriae-თი დაბინძურებული ფომიტებიდან.[2]

მოგზაურობა ენდემური ტერიტორიებიდან.

დიფტერია ენდემური რჩება ჰაიტიში და დომინიკის რესპუბლიკაში და აზიის, სამხრეთ წყნარი ოკეანისა და ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში.[10][29]​ არაენდემურ პირობებში, რისკი უფრო დიდია იძულებით გადაადგილებულ პოპულაციებში მაღალი რისკის ზონებიდან.

სუსტი

კანის მთლიანობის დარღვევა

ჭრილობის, დამწვრობის ან იმპეტიგოს შედეგად კანის მთლიანობის დარღვევა მეორადი დიფტერიული ინფექციის განვითარების წინაპირობაა.[4]

ცუდი ჰიგიენური პირობები, სიმჭიდროვე და სიღარიბე

დიფტერია უფრო ხშირია იმ პირობებში, სადაც აღინიშნება ცუდი ჰიგიენური პირობები და მჭიდრო დასახლებები, რაც ხელს უწყობს დაავადების გადაცემას, განსაკუთრებით რესპირატორული წვეთების გზით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას