პროგნოზი

<1 წლის ასაკის ჩვილი ბავშვები

ყივანახველით გარდაცვლილი შემთხვევების უმეტესობა 1 წლამდე ასაკის ჩვილებში რეგისტრირდება[8][10]​ ყივანახველას მქონე 1 წლამდე ასაკის ნახევარიდან ორ მესამედამდე ჩვილები ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ და ეს ყველაზე ხშირია < 6 თვის ასაკში. ლეტალობის მაჩვენებელი ასევე ყველაზე მაღალია პატარა ასაკის ჩვილებში: 1% <2 თვის ასაკში და <0,5% უფროს ბავშვებში.[2]

>1 წლის ასაკი

უფროსი ასაკის ბავშვებსა და ზრდასრულებში პროგნოზი, ზოგადად, ძალიან კარგია., თუმცა ხველა შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში.[2][20] აშშ-ში ზრდასრულთა ჰოსპიტალიზაციის სიხშირე 3%-ია.[30]​ პნევმონიის განვითარების მაჩვენებელი 8%-მდეა, ხოლო ნეკნების მოტეხილობა 4%-მდე.[2] ავადობა და სიკვდილიანობა იზრდება ხანდაზმულებში და ანამნეზში ფილტვის დაავადების მქონე ადამიანებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას