ეტიოლოგია

ძირითადი გამომწვევი აგენტია Bordetella pertussis.[1]​ ბორდეტელას სხვა სახეობები, მათ შორის B parapertussis, B bronchiseptica და B holmesii, ზოგჯერ იწვევენ ყივანახველას მსგავს დაავადებებს.[2][10]

პათოფიზიოლოგია

ადამიანი Bordetella pertussis-ის ერთადერთი მასპინძელია.[2] ყივანახველა განეკუთვნება მაღალ-კონტაგიოზურ დაავადებებს, რადგან ინდექს შემთხვევასთან ექსპოზიციას მოსდევს დავადების კლინიკური ნიშნების განვითარება მიმღებელი შიდა-ოჯახური კონტაქტების 80%-ში. ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის რესპირატორული ტრაქტის წვეთებით, რომლებიც წარმოიქმნება ხველებითა და ცემინებით, ან რესპირატორული სეკრეტით დაბინძურებული ფომიტების მეშვეობით.[1]​​[2] გადაცემა ყველაზე ხშირია ინფექციის პირველ 1-2 კვირაში; პაციენტები, თუ მკურნალობა არ ჩატარდებათ, როგორც წესი, რჩებიან ინფექციური ხველის დაწყებიდან 2-3 კვირის განმავლობაში. ინკუბაციის პერიოდი, როგორც წესი, 7-დან 14 დღემდეა, მაგრამ დიაპაზონი 2-დან 30 დღემდე მერყეობს.[1]​​[10] ბაქტერიები ეკვრის რესპირატორულ ტრაქტის მოციმციმე ეპითელურ უჯრედებს, სადაც ისინი წარმოქმნიან ტოქსინებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ მედიატორებს, რაც იწვევს ცილიარული უჯრედების პარალიზებას, ადგილობრივი ქსოვილის დაზიანებას და ანთებას.[4][10] დამახასიათებელი ლიმფოციტოზი გამოწვეულია ყივანახველას ტოქსინით. B pertussis-ს გააჩნია უნარი შეაღწიოს და შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა როგორც ფაგოციტურ ლეიკოციტებში, ისე არაფაგოციტურ უჯრედებში. უცნობია, თუ როგორ ზემოქმედებს აღნიშნული პათოგენეზზე და მასპინძლის იმუნურ პასუხზე. B pertussis-ით გამოწვეულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პირველადი ყივანახველას პნევმონია. ბაქტერიემია არ ვითარდება. ინფექცია იწვევს იმუნურ პასუხებს სხვადასხვა ბაქტერიულ ანტიგენებზე, მაგრამ იმუნიტეტი არ არის მუდმივი.[6][7][11][12]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას