კრიტერიუმები
ყივანახველას კლინიკურად საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკური კრიტერიუმები
ყივანახველას შემთხვევის განმარტებები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ეპიდზედამხედველობისა და შეტყობინების სისტემისთვის, შემუშავებულია რამდენიმე ქვეყანის მონაწილეობით. აშშ, დიდი ბრიტანეთი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემთხვევის განმარტებები მსგავსია და ეფუძნება კლინიკურ და ლაბორატორიულ კრიტერიუმებს და ეპიდემიოლოგიურ კავშირს ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან.[18][32][33]
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების შემთხვევის განსაზღვრება[32]
აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი განსაზღვრავს სავარაუდო შემთხვევას, როგორც:
შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს კლინიკურ კრიტერიუმებს (ხველა, რომელიც, სულ მცირე, გრძელდება ≥2 კვირა, ხველის პაროქსიზმებით, სუნთქვისას ყივილით, ხველის შეტევის შემდეგ ღებინება ან აპნოე ციანოზით ან მის გარეშე) სხვა, უფრო სავარაუდო მიზეზის გარეშე; ან
შემთხვევა ნებისმიერი ხანგრძლივობის ხველით და, სულ მცირე, ხველის პაროქსიზმებით, სუნთქვისას ყივილით,ხველის შეტევის შემდეგ ღებინება, ან აპნოე ციანოზით ან მის გარეშე, და კონტაქტი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან.
დადასტურებული შემთხვევები არის შემთხვევა ნებისმიერი ხანგრძლივობის ხველით და Bordetella pertussis-ის გამოყოფით კლინიკური ნიმუშიდან ან დადებითი B pertussis-ის ნუკლეინის ამპლიფიკაციის ანალიზით.
გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოს (ყოფილი ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი) შემთხვევის განმარტება[18]
დიდ ბრიტანეთში საეჭვო შემთხვევა განისაზღვრება როგორც:
ხველა, რომელიც გრძელდება ≥2 კვირა, ნებისმიერი ასაკის ადამიანში, სულ მცირე, ხველის პაროქსიზმით, სუნთქვის დროს ყივილით ან ხველის შეტევის შემდეგ ღებინებით, სხვა, უფრო სავარაუდო მიზეზის გარეშე; ან
ყივანახველაზე კლინიკური ეჭვი.
დადასტურებულ შემთხვევას წარმოადგენს შემთხვევა ყივანახველას ნიშნებით და სიმპტომებით, რომლებიც შეესაბამება ყივანახველას, და ლაბორატორიულადაა დადასტურებული: (B pertussis გამოყოფა კლინიკური ნიმუშიდან, დადებითი B pertussis ნუკლეინის ამპლიფიკაციის ანალიზი, ან იმუნოგლობულინის G [IgG] ანტისხეულების მომატება ყივანახველას ტოქსინის მიმართ [ვაქცინის ბოლო დოზიდან მინიმუმ 1 წლის შემდეგ), ან მჭიდრო კონტაქტი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შემთხვევის განმარტება[33]
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საეჭვო შემთხვევას განსაზღვრავს როგორც:
ხველა, რომელიც გრძელდება ≥2 კვირა ნებისმიერი ასაკის ადამიანში (ან ნებისმიერი ხანგრძლივობის ახალშობილში ან ნებისმიერ ადამიანში, რომელიც მიეკუთვნება ეპიდაფეთქბის ფოკუს-ჯგუფს), სულ მცირე ხველის პაროქსიზმებით, სუნთქვისას ყივილით, ხველის შეტევის შემდეგ ღებინებით ან აპნოეით (მხოლოდ პაციენტებში <1 წლის) სხვა, უფრო სავარაუდო მიზეზის გარეშე; ან
ყივანახველაზე კლინიკური ეჭვი.
დადასტურებულ შემთხვევას წარმოადგენს შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს ყივანახველას საეჭვო შემთხვევის განსაზღვრებას და ლაბორატორიულადაა დადასტურებული (B pertussis გამოყოფა კლინიკური ნიმუშიდან, დადებითი B pertussis ნუკლეინის ამპლიფიკაციის ანალიზი, ან იმუნოგლობულინის G [IgG] ანტისხეულების მომატება ყივანახველას ტოქსინის მიმართ [ვაქცინის ბოლო დოზიდან მინიმუმ 1 წლის შემდეგ), ან მჭიდრო კონტაქტი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან. შემთხვევები, რომლებიც აკმაყოფილებს საეჭვო შემთხვევის განსაზღვრებას, მაგრამ არ აკმაყოფილებს დადასტურებული შემთხვევის განსაზღვრებას, ითვლება შესაძლო შემთხვევად.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას