კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
ნაზოფარინგეული ასპირატიდან ან უკანა ცხვირ-ხახის ნაცხიდან მიღებული კულტურა
ტესტი
შეაგროვეთ ნაზოფარინქსიდან კლინიკური ნიმუში ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის ხველის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში.[10][30] დამადასტურებელი დიაგნოსტიკური ტესტის სპეციფიურობა 100%-ია. მგრძნობელობა არის 30%-60% იმ შემთხვევაში, თ ნიმუშ აღებულია სიმპტომების დაწყებიდან <2 კვირიან ფანჯარაში, მაგრამ ტესტის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად მცირდება დაავადების დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ. [31] მგრძნობელობა მცირდება, თუ ნიმუში აღებულია იმ პაციენტიდან, რომელსაც აქვს ყივანახველას საწინააღმდეგო ნაწილობრივი იმუნიტეტი, ან მიღებული აქვს ანტიმიკრობული საშუალებები, რომლებიც ეფექტურია ყივანახველას საწინააღმდეგოდ, ან თუ ნიმუშის აღებისა და ტრანსპორტირებისას წესები დაირღვა. დადებით კულტურის მიღება უფრო სპეციფიურია, ვიდრე სხვა დიაგნოსტიკური ტესტები და დადებით კულტურის მიღბის შემთხვევაში ჩნდება შტამის იდენტიფიცირებისა და ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ მგრძნობელობის შესწავლის შესაძლებლობა. კლინიკური ნიმუშები საჭიროებს სპეციალურ შეგროვებას და დამუშავებას.
შედეგი
შეიძლება დადებითი იყოს Bordetella pertussis-ისთვის
ნაზოფარინგეალური ასპირატის ან ნაზოფარინქსის უკანა კედლის ნაცხის ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტი (NAAT)
ტესტი
NAAT, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ჩათვლით, შეიძლება ჩატარდეს ხველის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში.[10][30] NAAT ტესტი კულტურასთან შედარებით უფრო მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება (94%) და რეკომენდირებულია ჩატარდეს ბაქტერიოლოგიური კვლევასთან ერთად. მგრძნობელობა მცირდება, თუ ნიმუში აღებულია იმ პაციენტიდან, რომელსაც აქვს ყივანახველას საწინააღმდეგო ნაწილობრივი იმუნიტეტი, ან მიღებული აქვს ანტიმიკრობული საშუალებები, რომლებიც ეფექტურია ყივანახველას საწინააღმდეგოდ, ან თუ ნიმუშის აღებისა და ტრანსპორტირებისას წესები დაირღვა. ცრუ დადებითი შედეგი შეიძლება გამოწვეული იყოს გარემოს B pertussis დნმ-ით დაბინძურებით, მათ შორის B pertussis ვაქცინებით, რომლებიც კეთდება კლინიკებში. PCR ტესტირებისთვის ნაზოფარინგულ ნიმუშებს წარმოადგენს პოლიეთილენის ტერეფტალატის ნაცხის წკირებით შეგროვილი ნაზოფარინგეალური ნაცხი, ან ნაზოფარინგეალური ჩამონარეცხები, ან ასპირატი. კალციუმის ალგინატის წკირებმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ინჰიბირება და არ უნდა იქნას გამოყენებული.[30]
შედეგი
დადებითი ან უარყოფითი
სეროლოგია
გასათვალისწინებელი კვლევები
გულმკერდის ორგანების რენტგენოგრამა
ტესტი
როგორც წესი, აჩვენებს არასპეციფიკურ და ზომიერ პერიბრონქულ გასქელებას, ინფილტრატებს ან ატელექტაზიას. წილოვანი ინფილტრატი მიუთთებს ბაქტერიულ ინფექციაზე. შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა პნევმონია, პნევმოთორაქსი ან ნეკნების მოტეხილობა.
შედეგი
ნორმალური ან პერიბრონქული გასქელება, ინფილტრატები, ატელექტაზი
ორალური სითხის ტესტირება
ტესტი
ყივანახველას საწინააღმდეგო ტოქსინის იმუნოგლობულინის G (IgG) გამოვლენა ორალურ სითხეში გამოიყენება ყივანახველას დიაგნოსტიკისთვის დიდ ბრიტანეთში >2 წლის ბავშვებსა და მოზარდებში.[27] ბოლო პერიოდში ჩატარებულმა იმუნიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი ტესტი; ტესტირება რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც არ მიუღიათ ყივანახველას შემცველი ვაქცინა წინა წელის განმავლობაში.
შედეგი
დადებითი ან უარყოფითი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას