დიფერენციული დიაგნოზები

ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია (URI)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ადენოვირუსის, ადამიანის მეტაპნევმოვირუსის, ადამიანის პარაგრიპის ვირუსის, გრიპის, რესპირატორული სინციციალური ვირუსის და რინოვირუსის სიმპტომები შეიძლება იყოს ყივანახველას სიმპტომების მსგავსი.

კვლევები

ნაზოფარინგეალური ნაცხში ან ასპირატში ანტიგენის გამოვლენა, დადებით კულტურის მიღება ან ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტი (NAAT). ყივანახველას უარყოფითი ტესტი შესაბამისობაშია URI-სთან, მაგრამ არ გამორიცხავს ყივანახველას.

არა-ჰოსპიტალური პნევმონია (CAP)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

Mycoplasma pneumoniae, Chlamydophila pneumoniae და Chlamydia trachomatis გამოწვეული ინფექციები შეიძლება ასოცირებული იყოს გაჭიანურებულ და პაროქსიზმულ ან „სტაკატო“ ხველასთან.

ცხელება, პროდუქტიული ხველის, ან რესპირატორული დაავადების ანამნეზი (მაგ. ასთმა).

აუსკულტაციით ვლინდება პნევმონიის ნიშნები.

კვლევები

ნაზოფარინგელური ნაცხიდან, ნაზოფარინგეალური ასპირატიდან, ნახველიდან ან ბრონქოალვეოლარული ლავაჟიდან მიღებული კულტურა ან NAAT. ყივანახველას უარყოფითი ტესტი შესაბამისობაშია CAP-თან, მაგრამ არ გამორიცხავს ყივანახველას.

გულმკერდის რენტგენოგრამაზე შეიძლება გამოჩნდეს ინფილტრატი. გაურთულებელი ყივანახველას დროს გულმკერდის რენტგენოგრაფიის მონაცემები ნორმალურია.

ტუბერკულოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ქრონიკული ხველა შეიძლება იყოს Mycobacterium tuberculosis-ით გამოწვეული ინფექციების დროს. ხველა ძირითადად არ არის პაროქსიზმული და შეიძლება თან ახლდეს ცხელება, წონის დაკლება ან ზრდაში ჩმორჩნა, ღამის ოფლიანობა და შემცივნება.

კვლევები

დადებითი კანის ტუბერკულინის ტესტი ან ინტერფერონ-გამას გამოთავისუფლების ტესტი ჩვეულებრივ დადებითია ინფექციიდან 10 კვირაში, მაგრამ მათი მეშვეობით ვერ განასხვავებენ ლატენტურ და აქტიურ დაავადებას. ნახველიდან, კუჭის ასპირატიდან, ბრონქოალვეოლარული ლავაჟიდან, პლევრალური სითხიდან ან სხეულის სხვა სითხეებინდან ან ქსოვილიდან მიღებული დადებითი კულტურა ან ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტი გულმკერდის რენტგენოგრაფია, როგორც წესი, არ არის ნორმალური აქტიური დაავადების დროს, და შეიძლება გამოვლინდეს შუასაყარის ადენოპათიით, ატელექტაზით, წილოვანი ან მილიარული ინფილტრატებით, პლევრალური გამონაჟონი ან კავიტაცია.

ზედა სასუნთქი გზების პათოლოგია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პოსტნაზალური ჩამონაჟონი, ქრონიკული რინიტი და სინუსიტი შეიძლება ასოცირებული იყოს ხველის სინდრომებთან, უფრო ხშირად მოზრდილებში, ვიდრე ბავშვებში. როგორც წესი, ეს დარღვევები გამოხატულია ცხვირიდან გამონადენით და ხველა არ არის პაროქსიზმული. სიმპტომები შეიძლება იყოს სეზონური და პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა ალერგიული დარღვევების პირადი ან ოჯახური ისტორია.

კვლევები

კლინიკური ისტორია და ანამნეზი ჩვეულებრივ განასხვავებს ამ მდგომარეობას და ყივანახველას. პასუხი შესაბამის თერაპიაზე.

ფილტვების ქრონიკული დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ქრონიკული ხველა შეიძლება იყოს ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე პირებში, მათ შორის ვისაც აღენიშნება ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ცისტური ფიბროზ, ბრონქოექტაზია, ფილტვის ინტერსტიციული დაავადება და ფილტვის კიბო. მუდმივი ხველა შეიძლება იყოს მედიკამენტური თერაპიის გართულება, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორების. სიმპტომები ძირითადად ნელა ან წყვეტილად პროგრესირებადია და ხველა არ არის პაროქსიზმული. ნახველის გამომუშავება შეიძლება მნიშნვნელოვანი იყოს.

კვლევები

კლინიკური ისტორია და ანამნეზი ჩვეულებრივ განასხვავებს ამ მდგომარეობას და ყივანახველას. გულმკერდის რენტგენოგრაფია ან CT, როგორც წესი, არ არის ნორმალურია. ფილტვის ფუნქციური ტესტებით შეიძლება გამოვლინდეს სასუნთქი გზების ობსტრუქციული ან რეაქტიული დაავადების არსებობა.

გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გასტროეზოფაგური რეფლუქსი მოზრდილებში ხველის შედარებით გავრცელებული მიზეზია. პაციენტები შეიძლება უჩიოდნენ გულმკერდის ქვედა ნაწილში ტკივილს, რეგურგიტაციას ან ხმის ჩახლეჩვას. ხველა არ არის ტიპიურად პაროქსიზმული.

კვლევები

კლინიკური და ბუნებრივი ისტორია. საყლაპავის pH მონიტორინგი, ზედა საყლაპავის ენდოსკოპია, საყლაპავის მანომეტრია.

ასპირაცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტებს შეიძლება ანამნეზში აღენიშნებოდეთ ცნობიერების დარღვევა, ნევროლოგიური დაავადების გამო ყლაპვის დისფუნქცია, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევები. შეიძლება იყოს ხველა ან დახრჩობა შეგრძნება ჭამის დროს ან განმეორებითი პნევმონია. ხველა ძალიან ცვალებადია, მაგრამ არა ჩვეულებრივ ხშირი ან პაროქსიზმული.

კვლევები

გულმკერდის რენტგენოგრაფიამ შეიძლება აჩვენოს არასპეციფიკური ინფილტრატები და ატელექტაზები. გადაყლაპვის შეფასება, ვიდეოფლოროსკოპიული ყლაპვის კვლევა, ან გასტროეზოფაგური სცინტიგრაფია, ლარინგოსკოპია, კუჭ-ნაწლავის ზედა ენდოსკოპია და პირდაპირი ან არაპირდაპირი ბრონქოსკოპია.

უცხო სხეულის ასპირაცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ყველაზე ხშირად 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, მაგრამ შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში. სიმპტომები განსხვავდება ობსტრუქციის ადგილისა და სიმძიმის მიხედვით. კლასიკური ტრიადა ხველა, ხიხინი და სუნთქვის ხმიანობის დაქვეითება გვხვდება პაციენტების მხოლოდ ნახევარში, მაგრამ ძალიან მაღალი მგრძნობელობა აქვს, როდესაც ვლინდება. შეიძლება ანამნეზში იყოს დახრჩობა, ქოშინი, სტრიდორი, ციანოზი და, თუ დიაგნოზი დაგვიანებულია, მორეციდივე ან პერსისტენტული პნევმონია.

კვლევები

ხისტი ბრონქოსკოპია უცხო სხეულის მოცილებით არის როგორც დიაგნოსტიკური, ასევე თერაპიული პროცედურა. გულმკერდის რენტგენოგრაფიამ შეიძლება აჩვენოს ადგილობრივი ჰიპერინფლაცია, ატელექტაზი ან ფილტვის პერისტენტული ინფილტრატი. გულმკერდის CT უფრო მგრძნობიარეა. ფლუოროგრაფიამ შეიძლება აჩვენოს ჰაერის დაჭერა (ჯიბე) ან შუასაყარის წანაცვლება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას