პირველადი პრევენცია

წყლულის ან კანის სხვა დაზიანების , ქრონიკული ედემატური მდგომარეობის შესაბამისმა მოვლამ და ტერფის მიკოზის მკურნალობამ შესაძლოა გააკეთოს ცელულიტის პრევენცია.

მეორეული პრევენცია

ედემის მართვა; მშრალი კანის, წყლულებისა და ჭრილობების მართვა; ტერფის მიკოზის მკურნალობა არის გზა ცელულიტის შემდგომი ეპიზოდის პრევენციისთვის.

ანტიბიოტიკური პროფილაქტიკა შესაძლოა გამოსადეგი იყოს განმეორებითი ცელულიტის პრევენციისთვის. პროფილაქტიკური ანტიბიოტიკები, როგორიცაა პერორალური პენიცილინი ან ერითრომიცინი, უნდა იქნას გათვალისწინებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცელულიტის 3-დან 4 ეპიზოდი წელიწადში, მიუხედავად მკურნალობისა და უნდა აკონტროლონ მაპროვოცირებელი ფაქტორები. ეს პროგრამა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება მაპროვოცირებელი ფაქტორები.[14]

ქრონიკული შეშუპებისა და ცელულიტის მქონე პაციენტებში კომპრესიული თერაპია ხელს შეუწყობს რეციდივის შემცირებას.[65]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას