კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
მიუხედავად იმისა რომ არასპეციფიკურია, ნორმალური შედეგი ნაკლებ სავარაუდოს ხდის ცელულიტის დიაგნოზს.[37] სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ასევე შეიძლება იყოს დაბალი იმუნოკომპრომეტირებელი ფაქტორების ან სეფსისის მქონე პაციენტებში, თუმცა ეს მაჩვენებელი არც მგრძნობიარეა და არც სპეციფიკური.
შედეგი
სისხლის მომატებული ან შემცირებული თეთრი უჯრედები
ჩირქოვანი კერის კულტურა და მოლეკულური დიაგნოსტიკური პროცედურები
ტესტი
ეს უნდა შესრულდეს? თუ ცელულიტი დაკავშირებულია ან ახლოსაა ჭრილობასთან ან ჩირქოვან კერასთან. ეს შესაძლოა დაეხმაროს რეზისტენტული პათოგენების იდენტიფიკაციაში, როგორიცაა MRSA და ანტიბიოტიკების შერჩევაში.[38][39] ნიმუშები კულტურისთვის და მგრძნობელობისთვის, თუ მითითებულია, უნდა მოიპოვოთ ანტიბიოტიკების დანიშვნამდე.[35][42]
შედეგი
ტიპური პათოგენების ზრდა (მაგ. Staphylococcus aureus)
გასათვალისწინებელი კვლევები
კანის ასპირაცია კულტურით და მოლეკულური სადიაგნოსტიკო პროცედურები
სისხლის კულტურა
ტესტი
არ არის საკმარისად სენსიტიური, იმისთის რომ რეკომენდებული იყოს მისი რუტინულად გამოყენება, თუმცა უნდა იყოს გადანახული პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ მძიმე ფორმის დაავადება, სადაც სისხლის კულტივირებისას შესაძლოა გამომწვევი ორგანიზმის გამოყოფა.[14]
სისხლის კულტურები უნდა მოვიპოვოთ მძიმე სისტემური მახასიათებლების მქონე პაციენტებისთვის (როგორიცაა მაღალი ცხელება, ტაქიკარდია ან ჰიპოტენზია) და იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის.[14]
ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე უნდა ავიღოთ სისხლი კულტურებისთვის.[35][42]
შედეგი
ტიპიური პათოგენის ზრდა (მაგ., Streptococcus pyogenes); ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა
კანის ბიოფსია
ტესტი
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დამხმარე იყოს დიაგნოზის დასადასტურებლად.[41]
შედეგი
მწვავე ანთებისა და მიკრო ორგანიზმების არსებობის ჰისტოლოგიური მტკიცებულება
სერიული რენტგენი
ტესტი
რეკომენდებულია თუ მოსალოდნელია ქვემდებარე ოსტეომიელიტი.[44]
აღნიშული ტექნიკით არ ხერხდება ცელულიტის საიმედოდ დადასტურდეს.
შედეგი
ლიზისური ან პერიოსტეალური ცვლილებები ქვემდებარე ოსტეომიელიტში ან აირი კანქვეშა ქსოვილში, თუ არსებობს ნეკროზული ფასციტი
ულტრაბგერითი გამოკვლევით
ტესტი
ჩვენებად ითვლება, თუ მოსალოდნელია აბსცესი (მაგ.: თუ რბილი ფლუქტუირება არის წარმოდგენილი გასინჯვისას ან თუ არის არასრული პასუხი ანტიმიკრობული თერაპიით მკურნალობაზე).[44][45][46]
ცელულიტი შესაძლოა დადასტურდეს ამ მეთოდის გამოყენებით, მაგრამ როგორც წესი არ არის აუცილებელი დიაგნოზის დასადგენად.
შედეგი
სითხის შეგროვება თუ წარმოდგენილია აბსცესი
კომპიუტერული ტომოგრაფია
ტესტი
აგრეთვე ჩვენებად ითვლება ორბიტალური და პრესეპტული (პერიორბიტალური) ცელულიტის შეფასებისთვის.
ცელულიტი შესაძლოა დადასტურდეს ამ მეთოდით, მაგრამ როგორც წესი არ არის აუცილებელი დიაგნოზის დასადგენად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩართულია ორბიტალური და პრესეპტალური ფორმები.
შედეგი
სითხის შეგროვება თუ აბსცესია წარმოდგენილი; ორბიტალური ან პრესეპტალური (პერიორბიტალური) ცელულიტი
მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI)
ტესტი
შესაძლოა სასარგებლო აღმოჩდეს თუ მოსალოდნელია ნეკროზული ფასციტი. არ უნდა დაყოვნდეს ქირურგიული კონსულტაცია თუ განიხილება ნეკროზული ფასციტი.[44][47]
შედეგი
საკონტრასტო ნივთიერებით გაძლიერებული, ნეკროზული ფასციტის დროს ღრმა ფასციების გასქელება სითხის დაგროვებით; თუ წარმოდგენილია ოსტეომიელიტის არსებობის საფუძველი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას