ეტიოლოგია
ცელულიტი ყველაზე ხშირად ვითარდება როდესაც მიკროორგანიზმები აღწევს დერმის და კანქვეშა ქსოვილებში კანის ბარიერის დარღვევების საშუალებით. ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები და Staphylococcus aureus ყველაზე მეტადაა გასათვალისწინებელი, როგორც ცელულიტის გამომწვევი აგენტები.[1][13][14] თუმცა, რამდენიმე სხვა მიკროორგანიზმმა, იშვიათად, შესაძლოა გამოიწვიოს ცელულიტი. როგორც წესი, ეს ვითარდება მასპინძელში, რომელსაც აქვს შეცვლილი იმუნიტეტი ან კონკრეტული ზემოქმედების შედეგად (მაგ., წყლის გარემო, ან ცხოველის ან ადამიანის ნაკბენი).[13] ასეთი მიკროორგანიზმები მოიცავს Pseudomonas aeruginosa, Pasteurella multocida, Capnocytophaga canimorsus, Vibrio vulnificus, და Cryptococcus neoformans.[1][13][15] არა პურულენტური ცელულიტი უმეტესად გამოწვეულია ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებით.[16]
პათოფიზიოლოგია
ცელულიტის პათოფოზიოლოგია არ არის კარგად შესწავლილი. ცელულიტისას ორგანიზმზე დატვირთვა დაბალია.[13] ეგზოტოქსინები, რომლებიც ყველაზე მეტად წარმოიქმნება ვირულენტური Staphylococcus aureus და Streptococcus pyogenes შტამების მიერ, იწვევს ქსოვილების დაზიანებას და ხელს უწყობს ცელულიტის კლინიკურ გამოვლინებებს.[17] არსებობს კერატინოციტების მიერ ანთებითი ციტოკინების ადგილობრივი წარმოქმნის მტკიცებულება.[18] Streptococcus pyogenes-ის ზედაპირული პროტეინებს შორის ურთიერთქმედება და კერატინოციტებისა და ლარგენჰანსის უჯრედების ზედაპირზე ადჰეზია შესაძლოა ინფექციის განვითარების აუცილებელი პირობა იყოს.[19] კანის ბარიერის გარღვევის ჩვეული მექანიზმები მოიცავს ჭრილობებს, ნაკბენის ჭრილობებს, ხელსაწყოებს (მაგ., ნემსებს), წინმსწრებ კანის დაავადებას და ქირურგიულ ჩარევას.[17] მრავალ მდგომარეობაში, ტერფის მიკოზი შესაძლოა გამოიწვიოს კანის ბარიერის დარღვევა და საშუალება მისცეს ბაქტერიას შევიდეს ორგანიზმში.[20]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას