ეპიდემიოლოგია

ცელულიტი გავრცელებული დაავადებაა. ერთმა პოპულაციურმა კვლევამ მინესოტაში, რომელიც შემოიფარგლებოდა ქვედა კიდურის ცელულიტის შესწავლით, გამოავლინა ინციდენტობა: 199 ეპიზოდი 100,000 ადამიან-წელიწადზე.[2] ავსტრალიურ კვლევაში ქვედა კიდურების ცელულიტის პირველადი ეპიზოდების საერთო წლიური ინციდენტობა შეადგენდა 205-ს 100000 მოსახლეზე.[3] ცელულიტის ყოველწლიური ინციდენტობა ნიდერლანდებში შეფასებულია, როგორც 22/1000 მოსახლეზე.[4] 2017-2018 წლებში ინგლისში ცელულიტის დიაგნოზი 317 000-ზე მეტ ადამიანს დაუსვეს.[5]

სქესი არ იყო მაჩვენებელის განმსაზღვრელი, მაგრამ ასაკის მატება ასოცირდება უფრო მაღალ ინციდენტობასთან.[2] 2014 წლიდან 2015 წლამდე 12 თვეზე ხანგრძლივი პერიოდის ერთ-ერთ კვლევაში ცელულიტით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შეადგენდა 1100/100,000-ს 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, ხოლო ზოგ შემთხვევაში მოსახლეობაში 237 ეპიზოდს 100000 მცხოვრებზე.[6] ცელულიტით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია, როგორც წესი, პიკს აღწევს ზაფხულის თვეებში, ეს სეზონურობა შეინიშნება რამდენიმე ქვეყანაში.[7][8][9] ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა ვიზიტები კანის ინფექციის მიზეზით, რომელიც გამოწვეულია საზოგადოებრივ გადაცემასთან ასოცირებული მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული Staphylococcus aureus-ის მიერ; თუმცა, შემდგომმა ანალიზმა დაასკვნა, რომ ეს მატება მეტწილად გამოწვეული იყო აბსცესებით და არა ცელულიტით.[10][11][12]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას