ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ცელულიტის მთავარი რისკ ფაქტორებია ცელულიტის წინა ეპიზოდი, წყლული/ჭრილობა, დერმატოზები, თითებშუა ტერფის მიკოზი, ლიმფედემა და ვენური უკმარისობა/ ფეხის ქრონიკული ედემა.
კანის დისკომფორტი
მაკულური ერითემა
კანის ბარიერის დარღვევა
ფეხის წყლულები, ჭრილობები, დერმატოზები და თითებშუა ტერფის მიკოზი შესაძლოა იყოს კანში მიკრო-ორგანიზმების შეჭრის მექანიზმი.[22]
ზედაპირიდან წამოწეული, ღია წითელი ერითემა მკაფიოდ გამიჯნული კიდეებით (წითელი ქარი)
ინფექციის რისკი მეთიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკისას (MRSA)
მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული -Staphylococcus aureus-ით გამოწვეული ინფექცია განვიხილოთ პაციენტებში, რომელთაც უახლოეს წარსულში ჰქონდათ კონტაქტი ჯანდაცვის დაწესებულებებთან, ან თუ აღინიშნება კანის ჩირქოვანი დაავადება (ან უახლოეს წარსულში იყო) პაციენტში ან ახლო კონტაქტებში. ჯგუფები, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც არაჰოსპიტალური მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული -Staphylococcus aureus-ის ინფექციის გაზრდილი რისკის შემცველნი, მოიცავს: პატიმრებს, ინტრავენურად ნარკოტიკების მომხმარებლებს, სამხედრო პერსონალს და სპორტული გუნდის წევრებს.[30][31][22]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
დიაბეტის ანამნეზი
შესაძლოა გამოიწვიოს დიაბეტური ტერფის წყლული, რომელიც შეიძლება გართულდეს ცელულიტით.[14] დიაბეტურიერფის ინფექციების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენ მიერ მოწოდებული თემა "დიაბეტური ტერფის ინფექციები".
იშვიათი
კონსტიტუციური პროდრომი
ცხელება და შეციება ვითარდება პაციენტთა მცირე რაოდენობაში.[1][13] თუმცა, სისტემური სიმპტომები უფრო ხშირია პაციენტებში მანამდე არსებული ლიმფური უკმარისობით.[27] ცხელება, ტაქიკარდია, დაბნეულობა, ჰიპოტენზია და ლეიკოციტოზი ზოგჯერ გვხვდება და შეიძლება განვითარდეს კანის დარღვევების გამოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე.[14]
ლიმფანგიტი/ რეგიონული ლიმფადენოპათია
შეღწევის იდენტიფიცირებადი ადგილი
შესაძლოა არსებობდეს ჭრილობა, წყლული ან სოკოს ინფექციის ნიშნები და ადგილობრივი ან რეგიონული ლიმფადენოპათია.[37]
იმუნოკომპრომისის ანამნეზი
გარდა იმ მიკროორგანიზმებისა, რომლებიც ცელულიტს იწვევენ იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, იმუნოკომპრომისული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან აერობული გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით (მაგ. Pseudomonas aeruginosa) და არაბაქტერიული პათოგენებით (მაგ. Cryptococcus neoformans) გამოწვეული ინფექციების მიმართ.[1][13][14]
რისკფაქტორები
ძლიერი
ცელულიტის უწინდელი ეპიზოდი
არის დამოუკიდებელი რისკ ფაქტორი პერსპექტიული შეფასების და შემთხვევათა კონტროლის კვლევებში.[21][22] რეციდივი კარგად არის დასაბუთებული და სავარაუდოდ ვითარდება სხვა რისკფაქტორების მდგრადობის გამო, როგორიცაა ლიმფედემა, მაგრამ ანთებამ ყოველ მწვავე ეპიზოდში შეიძლება ასევე გამოიწვიოს ნარჩენი ლიმფური დისფუნქცია.[15][23]
დიაბეტი
წყლული/ჭრილობა
დერმატოზი
თითებშუა ტერფის მიკოზი
ლიმფედემა
ლიმფედემა ხშირად ვლინდება ოპერაციის და/ან ავთვისებიანი მდგომარეობის რადიოთერაპიის შემდეგ და დაკავშირებულია ცელულიტთან რამდენიმე ჭრილში, მათ შორის ძუძუს და გინეკოლოგიური კიბოსთვის ლიმფური კვანძების აშრევება დასხივებით ამ მის გარეშე.[25][26][22][27] სავარაუდოდ, ლიმფური დარღვევა ხელს უწყობს ადგილობრივ მასპინძლებს, დაიცვან ნაკლებ ეფექტურად, ეს კი განაპირობებს შემდგომ ინფექციებს.[15]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას