დიფერენციული დიაგნოზები
მანეკროზებელი ფასციტი
ნიშნები / სიმპტომები
საწყისი ნიშნები არასპეციფიკურია და შესაძლოა იყოს ცელულიტის მსგავსი.
გამოხატული ტკივილი, ხშირად გასინჯვის შედეგის პროპორციული არაა და ნეკროზული ბულოზური ცვლილებები არის კლინიკური გასაღები
კრეპიტაცია შესაძლებელია აღინიშნებოდეს გვიანი ნიშანის სახით, თუ ამ პროცესის გამომწვევია შერეული ანაერობული ეტიოლოგია.
კვლევები
ქირურგიული გამოკვლევა არის დასკვნითი დიაგნოზისთვის და საჭიროა მკურნალობისთვის. ეს არის კიდურისთვის და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში და ქირურგიული კონსულტაცია არ უნდა დაყოვნდეს თუ მოსალოდნელია ნეკროზული ფასციტი. MRI დამხმარეა თუ დიაგნოზი საეჭვოა.[48][49]
MRI: კონტრასტით გაუმჯობესებული, ღრმა ფასციების გასქელება სითხის დაგროვებით.
თრომბოფლებიტი, ზედაპირული
ნიშნები / სიმპტომები
ხშირად წარმოდგენილია რბილი, პალპირებადი იოგი დაზიანებული ვენის გასწვრივ.
აგრეთვე ამ დიაგნოზზე მიუთითებს ინტრავენური კათეტერის ან ნემსის არსებობა ან უახლოეს წარსულში არსებობა.
კვლევები
კლინიკური დიაგნოზი
ღრმა ვენის თრომბოზი
ნიშნები / სიმპტომები
პროცესში ჩართული ვენის მტკივნეულობა, ღრმა ვენების თრომბოზის ანამნეზი, გახანგრძლივებული უძრაობა ან ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა.
კვლევები
დუპლექს ულტრასონოგრაფია: ვენაში თრომბის არსებობა
პოდაგრა
ნიშნები / სიმპტომები
მოსალოდნელია იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ პოდაგრა ან თუ დაზიანებული კანი ახლო კავშირშია სახსართან, განსაკუთრებით პირველ მეტატარსოფალანგიურ ან მუხლის სახსართან.
კვლევები
სახსრის ასპირაციაში ურატის კრისტალების არსებობა.
ლაიმის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ასევე ცნობილია როგორც გარდამავალი ერითემა.
დამაფიქრებელია ენდემურ ადგილებში ცხოვრება ან მოგზაურობა, ტკიპას ექსპოზიციის ანამნეზი, ისეთი ადგილების ჩართულობა, რომელიც უჩვეულოა ბაქტერიული ცელულიტისთვის (მაგ. იღლია, მუხლქვეშა ფოსო ან მუცელი) .[50]
ზოგჯერ აქვს ერითემაში სუფთა ცენტრი.
დერმატიტი, კონტაქტური
ნიშნები / სიმპტომები
დამაფიქრებელია კარგად-გამიჯნული კანის ჩართულობა, ქავილი და ექსპოზიციის ანამნეზი.[53]
ხშირად დიაგნოსტირდება მხოლოდ კლინიკურ სიმპტომებზე დაფუძნებით.
კვლევები
ბიოფსია: ინტრა-ეპიდერმული სპონგიოზი მონოციტებითა და ჰისტიოციტებით დერმული ინფილტრაციებით მიუთითებს ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტზე. გამღიზიანებელი დერმატიტი ხასიათდება ზედაპირული ვეზიკულებით, რომელიც შეიცავს პოლიმორფულბირთვიან ლეიკოციტებს.[54]
მწერის ნაკბენი
ნიშნები / სიმპტომები
ნესტრის ექსპოზიციისა და ქავილის ანამნეზი. ხშირად დიაგნოსტირდება მხოლოდ კლინიკურ სიმპტომებზე დაფუძნებით.
კვლევები
ბიოფსია: დამახასიათებელია სოლისებრი კანი ანთებით ინფილტრატებთან ერთად. ხშირად უპირატესია ეოზინოფილები.[54]
უცვლელი წამლის რეაქციები?
ნიშნები / სიმპტომები
მსგავსი რეაქციის ანამნეზი, ერთი და იმავე წამალთან უწინდელი ექსპოზიციის შედეგად, კარგად გამოკვეთილი მრგვალი ან ოვალური არეალი, ქავილი, წვა, ტუჩების და/ან სასქესო ორგანოების დაზიანება.
კვლევები
კლინიკური დიაგნოზი
ეოზინოფილური ცელულიტი (უელსის სინდრომი - Wells სინდრომი)
ნიშნები / სიმპტომები
ქავილისა და წვის ხანმოკლე პროდრომი შესაძლოა წინ უძღოდეს ერთი ან რამდენიმე დაზიანების გამოვლინებას. ხშირია ხელახალი განვითარება და თითოეული ეპიზოდის ალაგება შესაძლოა მოხდეს კვირების განმავლობაში.[55]
კვლევები
ჰისტოპათოლოგია: შესაძლოა ინახოს კანის ინფილტრაცია ეოზინოფილებით და აგრეთვე პერიფერული ეოზინოფილია.[55]
სვიტის სინდრომი
ანთებითი კარცინომა (carcinoma erysipelatoides)
ნიშნები / სიმპტომები
სარძევე ჯირკვლის ჩართულობა, ცხელების არარსებობა.
ეს წარმოადგენს კიბოს შორსწასულ ფორმას.
კვლევები
არ უნდა დაყოვნდეს მამოგრაფია და ბიოფსია.
მორეციდივე პოლიქონდრიტი
ნიშნები / სიმპტომები
ორმხრივი ჩართულობა, განსაკუთრებით ყურის (ყურის ნიჟარის გამოტოვებით ) ან ცხვირის ხრტილის, მსგავსი რეაქციის ანამნეზი.[57]
კვლევები
კლინიკური დიაგნოზი
კალციფილაქსია
ნიშნები / სიმპტომები
მტკივნეული, რეტიფორმული დაზიანებები, ხშირად მუხლის ქვემოთ, პალპირებადი დამახასიათებელი კანქვეშა ფოლაქებით. შესაძლოა განვითარდეს შემდგომი დაწყლულება. ყველაზე ხშირად ვლინდება თირკმელების დაავადების ბოლო ეტაპზე.[58]
კვლევები
დიაგნოზი ხშირად კლინიკურად დგინდება, განსაკუთრებით დაზიანების განვითარებით. როგორც წესი ბიოფსია თავიდან არის არიდებული, რაც განპირობებულია შემდგომ ცუდი შეხორცებით.[58]
ლიპოდერმატოსკლეროზი
ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება
ნიშნები / სიმპტომები
დამაფიქრებელია დადებითი ოჯახური ანამნეზი, განმეორებითი ეპიზოდები, კავშირი ცხელების სინდრომთან, სეროზიტთან და ქვედა კიდურის ჩართულობასთან წითელი ქარის მსგავსი დაზიანებებით.[53]
კვლევები
კლინიკური დიაგნოზი
ლიმფედემა
ნიშნები / სიმპტომები
ავთვისებიანი მდგომარეობის, წინა ოპერაციის, რადიოთერაპიის, ფილარიაზის ენდემურ ადგილებში მოგზაურობის ან ლიმფედემის ოჯახური ანამნეზი. კიდურის უმტკივნეულო, ცალმხრივი შეშუპება, არა-რბილი შეშუპება; კანის ცვლილებები კიდურებში სიმძიმის შეგრძნების ან სისუსტის სიმპტომები.
კვლევები
Lymphoscintigram: დერმული უკუდინება, ტრანსპორტის დაყოვნება ან არარსებობა, ლიმფური კვანძების ვიზუალიზაციის ნაკლებობა.
დაზიანებული კიდურის MRI ან CT სკანირება: გასქელებული კანი; კუნთოვანი ფასციის ზემოთ სითხისა და ფიბროზული ქსოვილის ფოროვანი ზედაპირი.
დაზიანებული ადგილი ულტრაბგერითი გამოკვლევა: ეპიფასციური განყოფილებისა და კანის გასქელება.
Lymphangiography: სპეციფიკური ანატომიური ობსტრუქციის ადგილმდებარეობა.
სისხლის ნაცხი ფილარიაზისთვის: მიკროფილარიების არსებობა
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას