მიდგომა
მკურნალობის ტიპი დამოკიდებულია ბავშვის რისკზე დაავადების მძიმე ფორმის განვითარებასთან დაკავშირებით.
დაავადების მძიმე ფორმის განვითარების დაბალი რისკი მქონე ბავშვები, რომლებიც სხვა მხრივ ჯანმრთელები არიან
ჯანმრთელ ბავშვებში, ვარიცელა თვითგანკურნებადი დაავადებაა და შეიძლება მისი მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა პარაცეტამოლით პირექსიის გამო, კანის დამარბილებელი ლოსიონებით და ანტიჰისტამინური პრეპარატებით ქავილის შესამსუბუქებლად. კალამინის ლოსიონი ხშირად გამოიყენება ქავილის შემსუბუქების მიზნით;[75] თუმცა, არ არის გამოქვეყნებული მტკიცებულებები, რომლებიც მხარს უჭერს მის გამოყენებას ვარიცელას ინფექციის დროს.[76] ასპირინი არ არის რეკომენდებული ცხელების დროს, რეიეს სინდრომთან ასოციაციის გამო.[77] ასევე არსებობს მოსაზრება ვარიცელას დროს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAID) გამოყენებასა და A ჯგუფის სტრეპტოკოკური (GAS) სუპერინფექციის გაზრდილ რისკთან დაკავშირებით.[78][79] კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების პოტენციური მატების გამო, NSAID თერაპიების უნდა მოვერიდოთ. ჰიდრატაცია მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ცხელების მქონე ბავშვებში.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი რეკომენდაციები არ ითვალისწინებს ანტივირუსული თერაპიის რუტინულ გამოყენებას პაციენტთა ამ ჯგუფისთვის, აციკლოვირი შეისწავლეს პირველადი თერაპიისთვის იმუნოკომპეტენტურ ბავშვებში და გამოვლინდა, რომ ცხელების კუპირების დრო შემცირდა, როდესაც ის დაინიშნა გამონაყარის დაწყებიდან 24 საათში.[80] გარდა ამისა, ზოგიერთი ექსპერტი რეკომენდაციას უწევს პერორალური აციკლოვირის გამოყენებას მეორადი საყოფაცხოვრებო შემთხვევების დროს, როდესაც დაავადება შეიძლება იყოს უფრო მძიმე, ვიდრე პირველად შემთხვევებში.[41]
დაავადების საშუალო და მძიმე ფორმის მომატებული რისკი
ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ სიმპტომური მკურნალობის გარდა რეკომენდებულია პერორალური ანტივირუსული თერაპია იმ პაციენტთათვის, რომლებიც არიან ვარიცელას საშუალო და მძიმე ფორმის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. ასეთები არიან:[41]
სხვა მხრივ ჯანმრთელი 13 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები
კანის ქრონიკული დაავადებით (მაგ. ატოპიური დერმატიტი)
ფილტვის ფონური დაავადებით
სალიცილატის ხანგრძლივ თერაპიაზე მყოფი პაციენტები
პერორალური კორტიკოსტეროიდების წყვეტილ ან ხანმოკლე კურსზე.
პაციენტები, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესორული თერაპიის სხვა ტიპებს, როგორებიცაა მონოკლონური ანტისხეულები და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-ალფას ინჰიბიტორები, ასევე შეიძლება მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. თუმცა ამ პაციენტებში ანტივირუსული საშუალებების გამოყენების შესახებ შეზღუდული ინფორმაცია არსებობს. მოზარდებში და მოზრდილებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აციკლოვირი კარგად გადაიტანება და ეფექტურია კლინიკური დაავადების ხანგრძლივობისა და სიმძიმის შესამცირებლად, თუ პრეპარატი ინიშნება გამონაყარის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში.[21]
დაავადების მძიმე ფორმის მაღალი რისკი:
სიმპტომური მკურნალობის გარდა, დროული ინტრავენური ანტივირუსული თერაპია რეკომენდებულია ვარიცელას მძიმე ფორმის და გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, მათ შორის:[41][60]
იმუნოკომპრომისული პირები, მაგ. პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ლეიკემია, ლიმფომა ან უჯრედული იმუნური დეფიციტები
ადამიანები, იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე, მაგ. როგორიც არის სისტემური კორტიკოსტეროიდები მაღალი დოზით ან ქიმიოთერაპია
ახალშობილები, რომელთა დედებს ჩუტყვავილა ჰქონდათ მშობიარობამდე 5 დღით ადრე ან მშობიარობის შემდეგ 2 დღემდე პერიოდში
დღენაკლული ბავშვები, რომლებიც ექსპოზირებულნი არიან ვარიცელას ან ჰერპეს-ზოსტერის ვირუსთან, შეიძლება იყვნენ დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. განსაკუთრებით, ჰოსპიტალიზებული დღენაკლული ბავშვები, დაბადებული გესტაციის 28-ე ან მეტი კვირის პერიოდში, რომელთა დედებს არ გააჩნიათ იმუნიტეტის მტკიცებულები და ჰოსპიტალიზებული დღენაკლული ბავშვები, დაბადებული გესტაციის 28-ე კვირამდე . ასევე, დღენაკლები, რომლებიც იწონიან 1000 გრამს ან ნაკლებს დაბადებისას, დედის იმუნური სტატუსის მიუხედავად ვარიცელას მიმართ.
ორსულები.
შეზღუდული ექსპერიმენტული მტკიცებულებების საფუძველზე, ინტრავენურმა აციკლოვირმა, პლაცებოსთან შედარებით, შეიძლება შეამციროს ავადმყოფობის სიმძიმე იმუნოკომპრომისულ ბავშვებში . ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან აციკლოვირის რუტინულ გამოყენებასთან დაკავშირებით ყველა პაციენტში, რომლებიც გართულებული დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან.[21][49]
ორსულ ქალებს უნდა გაუწიონ კონსულტაცია დედის და ნაყოფისთვის შესაძლო არასასურველი შედეგების, ანტენატალური დიაგნოზის ვარიანტებისა და ნაყოფისთვის გადაცემის რისკის შესახებ. რეკომენდებულია კონსულტაცია ნეონატოლოგთან და ინფექციური დაავადებების სპეციალისტთან, თუ მშობიარობისას ადგილი აქვს ვარიცელას მიმართ ექსპოზიციას, პროფილაქტიკის ან მკურნალობის სტრატეგიების ოპტიმიზაციის მიზნით.[39][50]
მძიმე დაავადების მქონე პაციენტები, რომლებსაც სერიოზული გართულებები უვითარდებათ
ანტივირუსული თერაპია აუცილებელია ყველა პაციენტისთვის, რომელსაც უვითარდება სერიოზული გართულებები ვარიცელას ინფექციის გამო (ანუ, პნევმონია, ჰეპატიტი, ან ენცეფალიტი/ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას