მიდგომა

ანამნეზი.

ჩვეულებრივ შემთხვევებში ვარიცელათი ინფიცირება ხდება ჩუტყვავილას მქონე პაციენტთან კონტაქტისას (ან, იშვიათ შემთხვევებში, ჰერპეს-ზოსტერთან პირდაპირი კონტაქტისას) , შესაბამისად პაციენტების დიდ ნაწილს ანამნეზში აღენიშნება ამგვარი ექსპოზიციის ფაქტი. ბავშვებში ექსპოზიცია ხშირად სახლის, სკოლის ან საბავშვო ბაღის პირობებში ხდება. ვარიცელა საკმაოდ კონტაგიოზური ინფექციაა და ხასიათდება 90%-მდე მიმღებლობის მაჩვენებლით ოჯახის წევრებში, თუმცა მიმღებლობის მაჩვენებელი უფრო დაბალია საკლასო ოთახის ან საბავშვო ბაღის გარემოში.[52] უნდა დადგინდეს ჩუტყვავილას ადრე არსებული ანამნეზი; ვარიცელას ინფექციის მქონე ადამიანების 4.5%-13.3%-ში აღინიშნება ადრე არსებული ვარიცელა.[53] აგრეთვე, მნიშვნელოვანია ვარიცელას ვაქცინით წარსულში იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. პაციენტებმა (ან მათმა მშობლებმა) შესაძლოა გაიხსენონ პროდრომული პერიოდი, რომელიც ხასიათდებოდა ცხელებით, დაღლილობით, თავის და/ან ყელის ტკივილით გამონაყარის განვითარებამდე.

ჯანმრთელ ბავშვებში დაავადება, ზოგადად, მსუბუქი და თვითანკურნებადია და ახლავს შეუძლოდ ყოფნა, ქავილი და ტემპერატურა 39°C-მდე (102°F), 2-3 დღის განმავლობაში. თუმცა, პაციენტების ზოგიერთი ჯგუფებს აქვთ მძიმე დაავადების და ისეთი გართულებების რისკი, როგორიცაა პნევმონია, ნევროლოგიური გართულებები, ჰეპატიტი, მეორადი ბაქტერიული ინფექცია და სიკვდილიც კი. მეორადი ბაქტერიული ინფექცია უნდა განიხილებოდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მუდმივი (ანუ, >3 დღეზე ) ან განმეორებითი ცხელება.

ბავშვები და მოზრდილები ცნობილი იმუნოსუპრესიით, მაგალითად, რომელიც გამოწვეულია ავთვისებიანი დაავადებებით, იმუნოდეფიციტით, ორგანოთა გადანერგვით, აივ-ინფექციით ან კორტიკოსტეროიდების გამოყენებით, ვარიცელას ინფექციის გართულებების მეტი რისკის ქვეშ არიან.[54][55][56] იმუნოსუპრესიულ პაციენტებში მეტად სავარაუდოა ორგანოების ჩართულობა, პნევმონია და კანის ჰემორაგიული დაავადება. მიუხედავად იმისა, რომ ფონური ავთვისებიანი დაავადება წარმოადგენს ვარიცელას შემთხვევების მცირე რაოდენობას, ისინი სიკვდილიანობის დიდ ნაწილს (50%-მდე) შეადგენს.[57] ბავშვებში, რომლებიც იღებენ კიბოს გამო ქიმიოთერაპიას, პაციენტების 7% დაიღუპა პირველადი ვარიცელას გამო.[58] იმუნოსუპრესიული მოზრდილების შესახებ მონაცემების დადგენა უფრო რთულია მოზრდილთა ვარიცელას დაბალი ინციდენტობის გამო, მაგრამ შემთხვევების შესახებ მონაცემები აჩვენებს, რომ ამ პაციენტებს ასევე გართულებების დიდი რისკი აქვთ.[59] დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან ორსული ქალები, რომელთაც არ გააჩნიათ იმუნიტეტი ვარიცელას მიმართ.[60]გარდა ამისა, ქალებს, რომლებსაც უვითარდებათ ვარიცელა მშობიარობამდე 5 -დან 2 დღემდე, აქვთ ახალშობილზე ვირუსის გადაცემის მაღალი რისკი (17% დან 30%-მდე). ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის (VZV) მიმართ დედის იმუნიტეტის არარსებობის გამო, ამ ბავშვებს სერიოზული ინფექციის რისკი აქვთ.[21][61]დღენაკლული ბავშვები, რომლებიც ექსპოზირებულნი არიან ვარიცელას ან ჰერპეს-ზოსტერის ვირუსთან, შეიძლება იყვნენ დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. განსაკუთრებით, ჰოსპიტალიზებული დღენაკლული ბავშვები, დაბადებული გესტაციის 28-ე ან მეტი კვირის პერიოდში, რომელთა დედებს არ გააჩნიათ იმუნიტეტის მტკიცებულები და ჰოსპიტალიზებული დღენაკლული ბავშვები, დაბადებული გესტაციის 28-ე კვირამდე . ასევე, დღენაკლები, რომლებიც იწონიან 1000 გრამს ან ნაკლებს დაბადებისას, დედის იმუნური სტატუსის მიუხედავად ვარიცელას მიმართ.[60]

ფიზიკური გამოკვლევა

პაციენტების დიაგნოსტიკა ხშირად ხდება კლასიკური გამონაყარით, რომელიც ასოცირდება ვარიცელასთან. გამონაყარი ვეზიკულურია და, როგორც წესი, კიდურებზე გავრცელებამდე, პირველად ცენტრალურად (სახეზე, სკალპზე ან ტორსზე) ჩნდება.[62] კლასიკურად, გამონაყარი აღწერილია, როგორც "ცვრის წვეთი ვარდის ფოთოლზე", ვეზიკულური გამონაყარი, რომელიც სავსეა გამჭვირვალე სითხით და გარშემორტყმულია ერითემით. გამონაყარი ჩნდება "კულტურების სახით" ისე, რომ გამონაყარი სხეულის სხვადასხვა ნაწილში განვითარების სხვადასხვა სტადიებზეა.[6] გამონაყარის გამოჩენა, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში და ხშირად მთლიანად იფარება ქერქით 7-10 დღის განმავლობაში. ვეზიკულური დაზიანებები შეიძლება ასევე აღინიშნოს პირხახაში და სხვა ლორწოვან გარსებზე იშვიათად, ვარიცელა შეიძლება წარმოადგენდეს ჰემორაგიულ ვეზიკულურ ან პურპურულ გამონაყარს.[63][Figure caption and citation for the preceding image starts]: ვარიცელათი გამოწვეული დაზიანებები განკურნების სხვადასხვა სტადიაშიCDC-ის მიერ მოწოდებული სურათი [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@33821dea[Figure caption and citation for the preceding image starts]: ახალგაზრდა პაციენტში მაგარი სასის დაზიანება, ვარიცელათი გამოწვეულიგამოსახულება მოწოდებულია CDC და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოსახულებების ბიბლიოთეკის მიერ [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@55f5410

ლაბორატორიული კვლევები

როგორც წესი, კლინიკური დასკვნები საკმარისია დიაგნოზის დასასმელად. მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მოზრდილებში ან სხვა პაციენტებში, რომლებშიც დიაგნოზი არ არის ნათელი, ლაბორატორიულმა ტესტირებამ შეიძლება დაადასტუროს დიაგნოზი.

კანის გამონაყარის ან თავზურგტვინის სითხის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტირება განსაკუთრებით მგრძნობიარეა და სწრაფად იძლევა ზუსტ დიაგნოზს.[64]

ვეზიკულური სითხის კულტურა შეიძლება გამოყენებულ იქნას დიაგნოზის დასადასტურებლად, მაგრამ შეიძლება 21 დღემდე დასჭირდეს, სანამ დადებითი გახდება. ვეზიკულის სითხის ცანკის ნაცხი აჩვენებს მრავალბირთვიან გიგანტურ უჯრედებს; თუმცა, ეს ტესტი ნაკლებად ხშირად გამოიყენება დიაგნოზის დასადგენად, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის არ არის ისეთი ზუსტი, როგორც პირდაპირი ფლუორესცენტური ანტისხეული (DFA) და არ არის სპეციფიკური VZV-ზე. ახალი ვეზიკულების ბაზის კანის ანაფხეკები შეიძლება გაიგზავნოს DFA ტესტირებაზე, რაც სწრაფი და საკმაოდ მგრძნობიარეა ამ დაავადებისთვის.[65]

მწვავე დაავადებებისას სეროლოგია არ არის ძალიან გამოყენებადი ტესტირებისთვის, რადგან ადრეული ტესტირება შეიძლება უარყოფითი იყოს. თუმცა, სეროლოგიური ტესტირება შეიძლება ინფორმაციული იყოს მოზრდილთა იმუნიზაციის პროგრამებში, იმ პირთა იდენტიფიცირებისთვის, რომელთაც ვაქცინაცია არ სჭირდებათ. ხელმისაწვდომია მრავალი სეროლოგიური ტესტი ვარიცელას ანტისხეულებისთვის. ტესტები მოიცავს კომპლემენტის ფიქსაციას, DFA, ლატექს აგლუტინაციას (LA) და ენზიმშეკავშირებულ იმუნოსორბენტულ ანალიზს (ELISA). LA არ უნდა იქნას გამოყენებული მწვავე დაავადების დროს, მაგრამ შეიძლება სასარგებლო იყოს სეროკონვერსიის განსაზღვრისთვის ვაქცინაციის შემდეგ ან იმუნური სტატუსის დოკუმენტირებისთვის.[66]

სეროლოგია რეკომენდებულია ორსულ ქალებში, რომლებსაც, შესაძლოა ჰქონდათ ექსპოზიცია და აქვთ უცნობი იმუნური სტატუსი.[61]თუ შედეგები უარყოფითია ან არ არის ხელმისაწვდომი ექსპოზიციიდან 10 დღის განმავლობაში, უნდა დაინიშნოს ვარიცელა-ზოსტერის იმუნოგლობულინი (VZIG ან VariZIG). თუ იმუნოპროფილაქტიკა არ არის ხელმისაწვდომი, უნდა დაინიშნოს აციკლოვირი პერორალურად. ულტრაბგერითი კვლევა რეკომენდებულია ყველა ქალისთვის, ვისაც ორსულობისას უვითარდება ვარიცელა, ნაყოფისთვის ინფექციის შედეგების დასადგენად.[39][50]

ზოგიერთ ქვეყანაში,მათ შორის აშშ-ში და ავსტრალიაში ჩუტყვავილა ეკუთვნის ეროვნული რეგისტრაციის აუცილებელ დაავადებას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას