ეტიოლოგია

ვარიცელა გამოწვეულია პირველადი ინფქეციით, ადამიანის ალფა ჰერპესივირუსით, ვარიცელა-ზოსტერით, იმუნიტეტის არმქონე მასპინძელში. კლინიკური დაავადება წარმოადგენს ვირუსის მეორე, ვირემიული ფაზის გამოვლინებას. ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის (VZV) მიმართ ექსპოზიცია იწვევს მასპინძლის ანტისხეულების და უჯრედული იმუნური პასუხების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვანია ვარიცელათი პირველადი ინფექციის ადრეული კონტროლის და გავრცელების შეზღუდვისთვის. საწყისი გამოვლინების შემდეგ ვირუსი აყალიბებს ლატენტურობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქალა-ტვინის ნერვებში და დორზალური ფესვების განგლიებში. შემთხვევების დაახლოებით ერთ მესამედში, VZV შეიძლება ხელახლა გააქტივირდეს სიცოცხლის გვიანდელ ეტაპზე და იწვევს სირსველს (ჰერპეს ზოსტერი).[11]

პათოფიზიოლოგია

ვარიცელა ვითარდება მიმღებ პირში ვარიცელა-ზოსტერის ვირუსთან ექსპოზიციით. ვირუსთან ექსპოზიცია ხდება როგორც დასნებოვანებულთან პირდაპირი კონტაქტით, ასევე ჰაერწვეთოვანი გზით.[12] კონტაქტის შემდეგ ვირუსი ვრცელდება რეგიონულ ლიმფურ კვანძებში და იწვევს პირველად ვირემიულ ფაზას. მე-4 6 დღეს ინფექცია ვრცელდება ღვიძლში, ელენთასა და რეტიკულოენდოთელური სისტემის სხვა უჯრედებში.

მეორადი ვირემიული ფაზა ყალიბდება დაახლოებით მე-9 დღეს, როდესაც მონონუკლეური უჯრედებით ვირუსი ტრანსპორტირდება კანსა და ლორწოვან გარსებზე და იწვევს კლასიკურ ვეზიკულურ გამონაყარს.[13] ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი იწვევს მცირე ზომის სისხლძარღვების ვასკულიტს და ეპითელური უჯრედების დეგენერაციას, რაც განაპირობებს სითხით სავსე ვეზიკულების ჩამოყალიბებას, რომელშიც ვირუსის დიდი რაოდენობაა.[13]

ვირუსი ვლინდება ცხვირხახაში გამონაყრის განვითარებამდე 1-2 დღით ადრე, და პაციენტებს ინფექციის გადადება შეუძლიათ გამონაყრის განვითარებამდე.[14] პაციენტი გადამდები რჩება სულ მცირე 5 დღის განმავლობაში და მანამდე, სანამ თითოეული გამონაყარი არ დაიფარება ქერქით. საინკუბაციო პერიოდი, როგორც წესი 14 დღეა.

კლასიფიკაცია

დაავადების სიმძიმის კლინიკური განმარტებები

მსუბუქი დაავადება: ჯანმრთელ ბავშვებში დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და თვითლიმიტირებადია. ახლავს საერთო სისუსტე, ქავილი და ტემპერატურა 39°C-მდე (102°F), 2-3 დღის განმავლობაში.

მძიმე დაავადება: უკავშირდება ისეთ გართულებებს, როგორიცაა პნევმონია, ნევროლოგიური გართულებები, ჰეპატიტი, მეორადი ბაქტერიული ინფექცია და ზოგჯერ სიკვდილიც.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას