ეპიდემიოლოგია

ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი გავრცელებულია მსოფლიო მასშტაბით და წარმოადგენს ძალიან გადამდებ აგენტს.[1]არაიმუნიზებული პაციენტების 90%-ზე მეტი ვირუსით ინფიცირდება, თუმცა მსოფლიოს განსხვავებულ ნაწილში ინფექცია სხვადასხვა ასაკში გვხვდება; აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და იაპონიაში მოსახლეობის 80%-ზე მეტს 10 წლის ასაკამდე გადატანილი აქვს ჩუტყვავილა, ხოლო მოსახლეობის იმავე ნაწილს ინფექცია 20-30 წლამდე უვითარდება ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და კარიბებზე.[2]​​[3][4]ვირუსი მეტად პრევალენტურია ზომიერი კლიმატის მქონე რეგიონებში, ხოლო ეპიდაფეთქებები უფრო ხშირია გვიანი ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდებში.[5] ჰოსპიტალიზაციის სავარაუდო მაჩვენებელი ვარიცელასთვის განვითარებულ ქვეყნებში მერყეობს 2-დან 6-მდე 100,000 პირზე და უფრო მაღალია აფროამერიკელ და არათეთრკანიან ლათინოამერიკელ მოსახლეობაში.[6][Figure caption and citation for the preceding image starts]: აფრიკელი პაციენტი ვარიცელათიგამოსახულება მოწოდებულია CDC და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოსახულებების ბიბლიოთეკის მიერ [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@63863ed6

იმუნიზაციამდელი სეროდაკვირვებების განხილვისას აშშ-ში აღმოჩნდა, რომ ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები აღენიშნებოდა მოსახლეობის 90%-ს მოზარდობის პერიოდში, ხოლო თითქმის 100%-ს ზრდასრულ ასაკში.[7]ვარიცელას ინციდენტობა ყველაზე მაღალია 1-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა ტროპიკული კლიმატის მქონე რეგიონებში, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში (მოსახლეობის შედარებით მცირე სიმჭიდროვე) დაავადება უფრო ხშირად ზრდასრულებში ვითარდება.[1][8]​​[9]იმუნოკომპრომისული პაციენტები გართულებებისა და სიკვდილის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ დგანან. ჩუტყვავილას გართულებებით სიკვდილიანობის რისკი ძალიან დაბალია. 2012-2016 წლებში ჩუტყვავილათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 0,03 მილიონ მოსახლეზე,რაც წარმოადგენს 94%-ით დაბალ მაჩვენებელს ჩუტყვავილას ვაქცინაციის დაწყებამდე და 47%-ით დაბალ მაჩვენებელს 2005-2007 წლებთან შედარებით.[10]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას