შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

6 წლის ბიჭი წარმოდგენილია ცხელებით, თავის ტკივილითა და გაფანტული, ქავანა, ვეზიკულური გამონაყარით, რომელიც ყველაზე მეტად გამოკვეთილია სახესა და გულმკერდზე. კონსულტაციაზე მოსვლამდე მას რამოდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა საერთო სისუსტე და სუბფებრილური ცხელება. უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში განუვითარდა მაღალი სიცხე და გამონაყარი. გასინჯვისას ვლინდება 39°C (102°F) ტემპერატურა და გულისცემის სიხშირე: 140 დარტყმა/წუთში. პირ-ხახაში აღენიშნება რამოდენიმე გაფანტული ვეზიკულური დაზიანება, ფილტვის ველებზე ხმიანობის პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება. დაზიანებები ყველაზე მეტად გამოკვეთილია სახესა და გულმკერდზე, თუმცა ასევე ჩართულია ყველა კიდური. დაზიანებების ზოგი ნაწილი დაფარულია ქერქით, ზოგი კი - ახლად წარმოქმნილია. პაციენტს კისრის რიგიდობა ან სხვა მენინგეალური ნიშნები არ უვლინდება. პაციენტს ვარიცელას მიმართ იმუნიზაცია არასდროს ჩატარებია. სკოლაში მის კლასელს რამოდენიმე კვირის წინ ჰქონდა ჩუტყვავილა.

შემთხვევის ანამნეზი #2

36 წლის მამაკაცი, რომელიც არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ იტარებს ქიმიოთერაპიას, წარმოდგენილია ცხელებით, სუნთქვის უკმარისობით, ჰემოფტიზითა და დიფუზური გამონაყარით. ოჯახი იხსენებს, რომ წინა დღეს პაციენტს აღენიშნებოდა სიცხე და გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად გულმკერდზე გამოვლინდა და შემდეგ სწრაფად გავრცელდა. ბოლოდროინდელი ექსპოზიციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისას ცოლი იხსნებს, რომ ერთ-ერთ ბავშვს, რომელიც მათ სტუმრობდა, სახლში დაბრუნების შემდეგ განუვითარდა ჩუტყვავილა. პაციენტი ამჟამად იღებს ლევოფლოქსაცინს და ანტიდეპრესანტს. სამედიცინო ისტორია აჩვენებს, რომ პაციენტის სეროლოგიური ტესტები ვარიცელა-ზოსტერის ვირუსზე უარყოფითია ქიმიოთერაპიის დაწყებაზე. ვაქცინაციის მიღების ფაქტს ასევე ვერ იხსენებენ მისი ოჯახის წევრები. გასინჯვისას პაციენტს უვლინდება ტემპერატურა 40.1°C (104.2°F), გულისცემის სიხშირე 145 დარტყმა/წუთში, და ჟანგბადით სატურაცია: 83%. ფილტვის გასინჯვისას ვლინდება ორმხრივი ხიხინი, პაციენტს აგრეთვე აღენიშნება დიფუზური ვეზიკულური დაზიანებები, რომელთა ნაწილიც ჰემორაგიულია. თავდაპირველი ლაბორატორიული ტესტებით ვლინდება დაბალი ჰემატოკრიტი და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, ლიმფოციტების აბსოლიტური რაოდენობის შემცირება (<100 უჯრედი/მლ) და მსუბუქი ტრანსამინიტი. გულმკერდის რენტგეონგრაფიაზე ჩანს დამსხვრეული მინისებრი დაჩრდილვები, იგივე დიფუზური მცირე ზომის კვანძოვანი ინფილტრატები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას