ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
რისკის ძირითად ფაქტორებს მიეკუთვნება: ვარიცელას მიმართ ექსპოზიცია, ახალგაზრდა ასაკი, იმუნიზაციის სტატუსი და პროფესია.
ცხელება
ჩვეულებრივ არის <38°C (101.5°F), მაგრამ შეიძლება იყოს 41°C (106°F).[6]
მეორადი ბაქტერიული ინფექცია უნდა განიხილებოდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მუდმივი (ანუ, >3 დღეზე ) ან განმეორებითი ცხელება.
ვეზიკულური გამონაყარი
კლასიკურად აღიწერება, როგორც ცვრის წვეთი ვარდის ფურცელზე. გამონაყარი, როგორც წესი, კიდურებზე გავრცელებამდე, პირველად ცენტრალურად (სახეზე, სკალპზე ან ტორზე) ჩნდება.[62]
გამონაყარი პირველად ჩნდება მაკულების სახით და სწრაფად გადაიქცევა სითხით სავსე ვეზიკულებად.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ადრეულ გამონაყარზე დაიწყება ფუფხების წარმოქმნა, ახალი პერიფერიული გამონაყარის განვითარებასთან ერთად. გამონაყარის ასეთი გამოჩენა "მოსავლის სახით" (მაგ., მწვავე მდგომარეობის/განკურნების სხვადასხვა ეტაპი) დამახასიათებელია ვარიცელასთვის.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირველადი ვარიცელას ტიპური ვეზიკულური გამონაყარი; გაითვალისწინეთ, რომ გამონაყარი სხვადასხვა სტადიაზეაგამოსახულება მოწოდებულია CDC და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოსახულებების ბიბლიოთეკის მიერ [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ვარიცელათი გამოწვეული დაზიანებები განკურნების სხვადასხვა სტადიაშიCDC-ის მიერ მოწოდებული სურათი [Citation ends].
ვეზიკულები ლორწოვან გარსებზე
ყველაზე ხშირად გვხვდება ცხვირხახაში, მაგრამ ასევე არის სხვა ლორწოვან გარსებზეც, როგორიცაა კონიუნქტივა, პირის ღრუ და ვულვა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ახალგაზრდა პაციენტში მაგარი სასის დაზიანება, ვარიცელათი გამოწვეულიგამოსახულება მოწოდებულია CDC და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოსახულებების ბიბლიოთეკის მიერ [Citation ends].
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ქავილი
შეიძლება ჰქონდეს ზოგიერთ პაციენტს გამონაყარის დაწყებამდე.
თავისტკივილი
შეიძლება ჰქონდეს ზოგიერთ პაციენტს გამონაყარის დაწყებამდე.
დაღლილობა/შეუძლოდ ყოფნა
შეიძლება ჰქონდეს ზოგიერთ პაციენტს გამონაყარის დაწყებამდე.
ყელის ტკივილი
შეიძლება ჰქონდეს ზოგიერთ პაციენტს გამონაყარის დაწყებამდე.
ტაქიკარდია
შეიძლება იყოს ინფიცირებულ პაციენტებში.
რისკფაქტორები
ძლიერი
ვარიცელასთან ექსპოზიცია
გვხვდება ოჯახური კონტაქტებით ან დღის მოვლის დაწესებულებებთან ან სკოლასთან დაკავშირებული ექსპოზიციით.
1-დან 9 წლამდე ასაკი
ყველაზე ხშირი რისკის ჯგუფია 1-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვები.
არაიმუნიზირებული სტატუსი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას