პროგნოზი

ზოგადად, გამოსავალი კარგია ვირუსული მენინგიტის შემთხვევათა უმეტესობაში. თუმცა, თავის ტკივილი და შეუძლოდ ყოფნა მოზრდილებში შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც ის გამოწვეულია მარტივი ჰერპეს ვირუსით.[14][10] გრძელვადიანი ნევროლოგიური დაზიანება ძალიან იშვიათია, თუმცა მცირე ნეირო-განვითარებითი დეფექტები აღწერილია ჩვილებში, რომლებიც ენტეროვირუსულ მენინგიტს გადაურჩნენ.[60][61][62] ენტეროვირუს 71-ით გამოწვეული მენინგიტის შემდეგ ბავშვებში არ აღწერილა ნეიროგანვითარების პრობლემები.[63][62]

ვირუსული მენინგიტი შეიძლება განმეორდეს. ენტეროვირუსულ ინფექციას ახასიათებს დამცველობითი იმუნიტეტის განვითარება, თუმცა აღნიშნული იმუნიტეტი ორგანიზმს არ იცავს სხვა სეროტიპებისგან. მეორე ტიპის მარტივი ჰერპესვირუსით გამოწვეული მენინგიტი განმეორებით ვითარდება პაციენტთა 20%-ში.[20] განმეორებითი კეთილთვისებიანი ლიმფოციტური მენინგიტი (ასევე ცნობილია, როგორც მოლარეტის მენინგიტი) იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც სავარაუდოდ ვირუსული ინფექციითაა განპირობებული.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას