კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

თავზურგტვინის სითხის მიკროსკოპული ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ვირუსული მენინგიტის დროს, თავზურგტვინის სითხეში ლეიკოციტების რაოდენობა ძირითადად >5 უჯრედი/მმ^³, მაგრამ შეიძლება ნორმაშიც იყოს. ვირუსული მენინგიტის დიაგნოზისთვის თავზურგტვინის სითხეში ლეიკოციტების რაოდენობას >5 უჯრედი/მმ^³ ახასიათებს 90%-იანი მგრძნობელობა.[39]

კლასიკური ნიშანია ლიმფოციტოზი, თუმცა ხშირია ნეიტროფილების სიჭარბეც, ამიტომ უჯრედთა დიფერენციული რაოდენობების გამოთვლით შეუძლებელია ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტის სწორად განსხვავება.[40] ლიმფოციტოზი შეიძლება გამოვლინდეს ბაქტერიული მენინგიტის დროს, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მიღებისას.[41]

შედეგი

სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობა მომატებულია ; ჩვეულებრივ 5-1000 უჯრედი/მმ³ ბავშვებში და მოზრდილებში და >20 უჯრედი/მმ³ ახალშობილებში

CSF გრამის წესით შეღებვა

ტესტი
შედეგი
ტესტი

თავზურგტვინის სითხის შეღებვა გრამის წესით უარყოფითია ვირუსული მენინგიტის დროს; თუ დადებითია, მიუთითებს ბაქტერიულ მენინგიტზე.

შედეგი

უარყოფითი

თავზურგტვინის სითხის ბაქტერიული კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბაქტერიული კულტურა უარყოფითი უნდა იყოს ვირუსული მენინგიტის დროს.

შედეგი

უარყოფითი

CSF პროტეინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ვირუსული მენინგიტის დროს თავზურგტვინის სითხეში ცილის დონე ძირითადად ნორმაშია ან ოდნავ მომატებულია: >0.45 გ/ლ 50% და >1 გ/ლ 16%-ში.[39]

შედეგი

ნორმალური ან მომატებული

CSF გლუკოზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

თავზურგტვინის სითხის გლუკოზა, ძირითადად, პლაზმის გლუკოზის 50%-ს შეადგენს. თავზურგტვინის სითხეში გლუკოზა მცირდება ბაქტერიული, სოკოვანი და ტუბერკულოზური მენინგიტის დროს, თუმცა შეიძლება შემცირდეს ვირუსული მენინგიტის დროსაც.

შედეგი

შესაძლოა დაბალი იყოს

თავზურგტვინის სითხის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია ენტეროვირუსებზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

უჯრედულ კულტურასთან შედარებისას, თავზურგტვინის სითხის PCR-ს აქვს 97%-იანი მგრძნობელობა.[42] ეპიდაფეთქების დროს შეადარეს აღნიშნუნლი ორი მეთოდი. აღმოჩნდა, რომ პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია ვირუსულ კულტურაზე ორჯერ უფრო მგრძნობიარეა.[43] პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის ტესტი არის ოქროს სტანდარტი ვირუსული მენინგიტის დიაგნოზის დასადასტურებლად.[3][16] უარყოფითი პოლიმერეაზას ჯაჭვური დადასტურებულად არ გამორიცხავს ვირუსულ მენინგიტს; ვირუსული მენინგიტის მქონე ზოგიერთ პაციენტს არ აქვს დადებითი პასუხი პოლიმერაზას ჯაჭვურ რეაქციაზე.

შედეგი

დადებითი შედეგი მიუთითებს ენტეროვირუსების არსებობაზე; PCR ვერ განასხვავებს სეროტიპებს

თავზურგტვინის სითხის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია ჰერპესვირუსებზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

ცენტრალური ნერვული სისტემის ჰერპესული ინფექციის დროს, ჰერპესვირუსების აღმოსაჩენად PCR ხასიათდება >95%-იანი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით.[31]

ეს არ არის სპეციფიკური მენინგიტისთვის. უარყოფითი პოლიმერეაზას ჯაჭვური დადასტურებულად არ გამორიცხავს ვირუსულ მენინგიტს; ვირუსული მენინგიტის მქონე ზოგიერთ პაციენტს არ აქვს დადებითი პასუხი პოლიმერაზას ჯაჭვურ რეაქციაზე.

შედეგი

დადებითი შედეგი მიუთითებს ჰერპესვირუსების არსებობაზე

აივ სეროლოგია/აივ უკუტრანსკრიპტაზას (RT) PCR

ტესტი
შედეგი
ტესტი

აივ ტესტირება რეკომენდებულია მენინგიტის ყველა შემთხვევის დროს. ასეპტიკური მენინგიტი შეიძლება იყოს პირველადი აივ ინფექციის ნიშანი.[19] აივ ვირუსული დატვირთვის ტესტირება მწვავე აივ ინფექციის აღმოჩენის (სეროკონვერსიამდე) საშუალებას მოგვცემს.

შედეგი

შესაძლოა დადებითი იყოს

გასათვალისწინებელი კვლევები

თავის CT/MRI

ტესტი
შედეგი
ტესტი

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსული მენინგიტისთვის თავის CT/MRI უმნიშვნელოა, მისი გამოყენებით გამოვრიცხავთ ცერებრულ აბსცესს. მენინგეალური გარსების გაშუქება შეიძლება მიანიშნებდეს ტუბერკულოზურ ან ბაქტერიულ მენინგიტზე. ვირუსული ენცეფალიტის ცვლილებების აღმოსაჩენად MRI უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე CT. მარტივი ჰერპესვირუსული ენცეფალიტი ტიპურ შემთხვევებში საფეთქლის წილში იწვევს დაზიანებას. მრავალ სხვა ვირუსულ ენცეფალიტს აქვს მსგავსი გამოსახულება MRI-ზე.

შედეგი

უმნიშვნელოა; შეიძლება გამოვრიცხოთ აბსცესი ან ბაქტერიული მენინგიტი

ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) ხშირად პათოლოგიურია ენცეფალიტის დროს ან შეიძლება გამოვლინდეს გულყრის აქტივობა. გარკვეული მაჩვენებლების ერთობლიობა მიუთითებს სპეციფიკურ ეტიოლოგიაზე (მაგ. პერიოდული მალატერალიზირებელი ეპილეპტიფორმული აქტივობა ჰერპესულ ენცეფალიტში).

შედეგი

პათოლოგიურია ენცეფალიტის დროს

თავზურგტვინის სითხის ვირუსული კულტურის კვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის.

ვირუსული კულტურა ნაკლებად მგრძნობიარეა, ვიდრე PCR და მეტი დრო სჭირდება.[43] CSF-ის მოლეკულურმა ტესტირებამ, ყველაზე ხშირად ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის ტესტის (NAAT) გამოყენებით, დიდწილად შეცვალა ვირუსული კულტურა.[29]

შედეგი

შესაძლოა დადებითი იყოს

ახალი ტესტები

C-რეაქტიული ცილა (CRP) თავზურგტვინის სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

თავზურგტვინის სითხეში დაბალი C-რეაქტიული ცილა ატარებს ბაქტერიული მენინგიტის >97%-იან უარყოფით პროგნოზულ მაჩვენებელს.[44]

შედეგი

დაბალმა მაჩვენებელმა შეიძლება გამორიცხოს ბაქტერიული მენინგიტი

პროკალციტონინი შრატსა და თავზურგტვინის სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

შრატის პროკალციტონინს >0,5 ნანოგრამი/მლ აქვს დადებითი პროგნოზული ღირებულება - 100% ბაქტერიული მენინგიტისთვის და უარყოფითი პროგნოზული ღირებულება - >93% და გვეხმარება ვირუსული მენინგიტისგან განასხვავებლად.[45][46][47][48]

შედეგი

მომატებულია ბაქტერიული მენინგიტის დროს

ლაქტატი თავზურგტვინის სითხეში

ტესტი
შედეგი
ტესტი

თავზურგტვინის სითხეში დაბალი ლაქტატი (<35 მგ/დლ) გამოსადეგია ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტის განსხვავების მიზნით, განსაკუთრებით თუ ანტიბიოტიკოთერაპიამდეა ნიმუშები აღებული. მგრძნობელობა მცირდება თუ ანტიბიოტიკოთერაპია უკვე დაწყებულია.[32] 25 კვლევის მეტა-ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ თავზურგტვინის სითხეში ლაქტატის კონცენტრაცია, როგორც დამოუკიდებელი მარკერი, ატარებს უკეთეს პროგნოზულ სისწორეს ბაქტერიული და ასეპტიკური მენინგიტის განსხვავებისთვის, ვიდრე ჩამოთვლილი მარკერები კომბინაციაში: თავზურგტვინის სითხის გლუკოზა, შეფარდება პლაზმის გლუკოზასთან, ცილა და ლეიკოციტების რაოდენობა.[3][33]

შედეგი

დაბალი

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას