ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკფაქტორებია: ჩვილი, მცირეწლოვანი ბავშვები, ხანდაზმული ასაკი, ახალგაზრდა მოზრდილები და ექსპოზიცია მწერ ვექტორებზე.
თავის ტკივილი
ხშირი ჩივილია.
გულისრევა და ღებინება
ხშირი თავდაპირველი სიმპტომია ბავშვებში.[5]
ფოტოფობია
გვხვდება მოზრდილთა ენტეროვირუსული მენინგიტის შემთხვევათა თითქმის 80%-ში.[14]
კისრის კუნთების გაშეშება
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
გამონაყარი
ხშირია ვირუსული მენინგიტის დროს, თუმცა მგრძნობელობა და სპეციფიკურობა არ არის განსაზღვრული. გამონაყრის ტიპმა შეიძლება მიგვითითოს ინფექციურ აგენტზე (მაგ. ჰერპანგინა ვლინდება A კოქსაკი ვირუსის დროს, ხოლო მაკულოპაპულური გამონაყარი ახასიათებს ექოვირუს-9-ს). გენიტალური ჰერპესი მიუთითებს მეორე ტიპის ჰერპესვირუსზე, როგორც გამოწვევ აგენტზე.
იშვიათი
კერნიგის ნიშანი
მენინგიტის ნებისმიერი ტიპის შემთხვევაში, ბავშვებში სენსიტიურობა 15%-ია, ხოლო სპეციფიკურობა 96%.[35]
მენინგიტის ნებისმიერი ტიპის შემთხვევაში, მოზრდილებში მგრძნობელობა 9%-ია, ხოლო სპეციფიკურობა 100%.[37]
მენინგიტის ნებისმიერი ტიპის შემთხვევაში, ხანდაზმულებში სპეციფიკურობა 88%-ია.[38]
იშვიათია ვირუსული მენინგიტის დროს.
ბრუძინსკის ნიშანი
მენინგიტის ნებისმიერი ტიპის შემთხვევაში, ბავშვებში სენსიტიურობა 68%-ია, ხოლო სპეციფიკურობა 65%.[35]
იშვიათია ვირუსული მენინგიტის დროს.
რისკფაქტორები
ძლიერი
ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები
ახალგაზრდა მოზრდილები
მარტივ ჰერპესვირუსს ახასიათებს ბიმოდალური ასაკობრივი გავრცელება, რადგანაც ინფექცია ხშირია ახალგაზრდა მოზრდილებში, პირველადი ექსპოზიციის გამო და შემდეგ ხანდაზმულებში იმუნიტეტის დაქვეითების გამო.
ხანდაზმულები
მარტივ ჰერპესვირუსს ახასიათებს ბიმოდალური ასაკობრივი გავრცელება, რადგანაც ინფექცია ხშირია ახალგაზრდა მოზრდილებში, პირველადი ექსპოზიციის გამო და შემდეგ ხანდაზმულებში იმუნიტეტის დაქვეითების გამო.
ზაფხული და შემოდგომა
ექსპოზიცია კოღო ან ტკიპა ვექტორზე
არბოვირუსული ინფექცია უფრო ხშირია კოღოსა და ტკიპა ვექტორებზე ექსპოზიციის შემთხვევაში.
აუცრელობა ყბაყურაზე
მენინგიტი არის ყბაყურის ხშირი გამოხატულება და გვხვდება შემთხვევათა 10%-ში.[15] ამჟამად, ყბაყურა იშვიათია აცრილ პოპულაციებში.
სუსტი
საცურაო აუზებისა და წყალსატევების გამოყენება
ენტეროვირუსული მენინგიტის ეპიდაფეთქება ასოცირებულია საცურაო აუზებისა და წყალსატევების გამოყენებასთან.[23]
იმუნოსუპრესია
ექსპოზიცია მღრღნელებზე
ლიმფოციტური ქორიომენინგიტის ვირუსის გადამტანი მღრღნელია, მაგ. ზაზუნა, თაგვი და ვირთხა. ინფიცირებულ ცხოველებთან ახლო კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს გრიპისმაგვარი ავადმყოფობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მენინგიტსაც.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას