ვირუსული მენინგიტის კლინიკური გამოვლინება ხშირად განურჩეველია მწვავე ბაქტერიული მენინგიტისაგან. თუ პაციენტი ძალიან ცუდად გრძნობს თავს და იმუნოკომპრომისულ მდგომარეობაშია, ან მანამდე იღებდა ანტიბიოტიკებს, გამართლებულია ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია, რადგანაც ანტიბიოტიკების მიღების დაყოვნება ასოცირებულია ცუდ გამოსავალთან. თუ პაციენტი კარგად გრძნობს თავს, შეიძლება მხოლოდ დაკვირვება და მოცდა, ანტიბიოტიკების გარეშე, სანამ თავზურგტვინის სითხის ანალიზის შედეგები გვექნება.
ემპირიული ანტიბიოტიკების არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, რაც განსაზღვრავს ყველაზე შესაძლო მიკროორგანიზმებს. მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკოთერაპიამდე დექსამეტაზონის დამატებითმა თერაპიამ ვერ აჩვენა სიკვდილობის მნიშვნელოვანი კლება ბაქტერიული მენინგიტის დროს, დადგინდა, რომ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში იგი ამცირებდა სმენის დაკარგვისა და ნევროლოგიური ნარჩენი მოვლენების რისკს.[53]de Gans J, van der Beek D; European Dexamethasone in Adulthood Bacterial Meningitis Study Investigators. Dexamethasone in adults with bacterial meningitis. N Engl J Med. 2002 Nov 14;347(20):1549-56.
https://www.nejm.org/doi/10.1056/NEJMoa021334
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12432041?tool=bestpractice.com
[54]van de Beek D, de Gans J, McIntyre P, et al. Steroids in adults with acute bacterial meningitis: a systematic review. Lancet Infect Dis. 2004 Mar;4(3):139-43.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/14998499?tool=bestpractice.com
[55]Brouwer MC, McIntyre P, Prasad K, et al. Corticosteroids for acute bacterial meningitis. Cochrane Database Syst Rev. 2015 Sep 12;(9):CD004405.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6491272
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26362566?tool=bestpractice.com
როგორც წესი, ადიუვანტური დექსამეტაზონი რეკომენდირებულია ყველა ადრე კარგად და არა იმუნოსუპრესირებულ მოზრდილებში და 3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში.[3]McGill F, Heyderman RS, Michael BD, et al. The UK joint specialist societies guideline on the diagnosis and management of acute meningitis and meningococcal sepsis in immunocompetent adults. J Infect. 2016 Apr;72(4):405-38.
https://www.journalofinfection.com/article/S0163-4453(16)00024-4/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26845731?tool=bestpractice.com
[56]Chaudhuri A, Martinez-Martin P, Kennedy PG, et al; EFNS Task Force. EFNS guideline on the management of community-acquired bacterial meningitis: report of an EFNS Task Force on acute bacterial meningitis in older children and adults. Eur J Neurol. 2008 Jul;15(7):649-59.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18582342?tool=bestpractice.com
[57]National Institute for Health and Care Excellence. Meningitis (bacterial) and meningococcal disease: recognition, diagnosis and management. Mar 2024 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ng240
აციკლოვირის გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს სიმპტომების ხანგრძლივობა და სიმძიმე ჰერპესვირუსულ ან ვარიცელა ზოსტერით გამოწვეული მენინგიტის დროს.[58]Bergstrom T, Alestig K. Treatment of primary and recurrent herpes simplex virus type 2 induced meningitis with acyclovir. Scand J Infect Dis. 1990;22(2):239-40.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/2162558?tool=bestpractice.com
მიზნობრივი ეფექტურობა ჯერ არ დამტკიცებულა პროსპექტული რანდომიზებული კვლევებით.
დადასტურებული ვირუსული მენინგიტი
ანტიბიტოკების შეჩერება შესაძლებელია ვირუსული ინფექციის დადასტურების შემდეგ.[3]McGill F, Heyderman RS, Michael BD, et al. The UK joint specialist societies guideline on the diagnosis and management of acute meningitis and meningococcal sepsis in immunocompetent adults. J Infect. 2016 Apr;72(4):405-38.
https://www.journalofinfection.com/article/S0163-4453(16)00024-4/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26845731?tool=bestpractice.com
აღნიშნულ პაციენტებს ესაჭიროებათ დამხმარე მოვლა ადეკვატური ტკივილგამაყუჩებლებით/სიცხის დამწევებით, ღებინების შემთხვევაში ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებითა და დეჰიდრატაციის შემთხვევაში ინტრავენური გადასხმებით[3]McGill F, Heyderman RS, Michael BD, et al. The UK joint specialist societies guideline on the diagnosis and management of acute meningitis and meningococcal sepsis in immunocompetent adults. J Infect. 2016 Apr;72(4):405-38.
https://www.journalofinfection.com/article/S0163-4453(16)00024-4/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26845731?tool=bestpractice.com
ანტივირუსული მედიკამენტი რეკომენდებულია მარტივი ჰერპესვირუსით, ვარიცელა ზოსტერით ან ციტომეგალოვირუსით გამოწვეული დადასტურებული ინფექციის შემთხვევაში.
აციკლოვირი ან ვალაციკლოვირი ტიპურ შემთხვევებში ინიშნება პირველი რიგის პრეპარატებად მარტივი ჰერპესვირუსით ან ვარიცელა ზოსტერით გამოწვეული ინფექციის შემთხვევაში. ვალაციკლოვირის პერორალური აბსორბცია უკეთესია, თუმცა ბევრად უფრო ძვირადღირებული პრეპარატია. ფოსკარნეტის გამოყენება შესაძლებელია მძიმე, აციკლოვირისადმი რეზისტენტული ინფექციების დროს.
რაც შეეხება ციტომეგალოვირუსს, პირველი რიგის აგენტებია განციკლოვირი ან ვალგანციკლოვირი; მეორე და მესამე რიგის აგენტებია, შესაბამისად, ფოსკარნეტი და ციდოფოვირი.
განმეორებითი კეთილთვისებიანი ლიმფოციტური მენინგიტი (ასევე ცნობილია, როგორც მოლარეტის მენინგიტი) იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც სავარაუდოდ ვირუსული ინფექციითაა განპირობებული.[3]McGill F, Heyderman RS, Michael BD, et al. The UK joint specialist societies guideline on the diagnosis and management of acute meningitis and meningococcal sepsis in immunocompetent adults. J Infect. 2016 Apr;72(4):405-38.
https://www.journalofinfection.com/article/S0163-4453(16)00024-4/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26845731?tool=bestpractice.com
ყველაზე ხშირად ვლინდება მეორე ტიპის მარტივი ჰერპესვირუსი. გადაწყვეტილება მკურნალობის შესახებ ყოველთვის სპეციალისტმა უნდა მიიღოს. აციკლოვირი და ვალაციკლოვირი არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება.[3]McGill F, Heyderman RS, Michael BD, et al. The UK joint specialist societies guideline on the diagnosis and management of acute meningitis and meningococcal sepsis in immunocompetent adults. J Infect. 2016 Apr;72(4):405-38.
https://www.journalofinfection.com/article/S0163-4453(16)00024-4/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26845731?tool=bestpractice.com
ვალაციკლოვირით მეორეული პროფილაქტიკის რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის მიხედვით, რომელიც პირველადი ან განმეორებითი მეორე ტიპის ჰერპესვირუსული მენინგიტების შესწავლას ემსახურებოდა, არ გამოვლინდა ეფექტი განმეორებითობის რისკზე.[59]Aurelius E, Franzen-Röhl E, Glimåker M, et al. Long-term valacyclovir suppressive treatment after herpes simplex virus type 2 meningitis: a double-blind, randomized controlled trial. Clin Infect Dis. 2012 May;54(9):1304-13.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22460966?tool=bestpractice.com
კვლევაში ასევე აღინიშნა, რომ ვალაციკლოვირის ჯგუფში, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, განმეორებითობის რისკი იმატებდა.[59]Aurelius E, Franzen-Röhl E, Glimåker M, et al. Long-term valacyclovir suppressive treatment after herpes simplex virus type 2 meningitis: a double-blind, randomized controlled trial. Clin Infect Dis. 2012 May;54(9):1304-13.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22460966?tool=bestpractice.com
თუ სპეციალისტი დაიწყებს ანტივირუსულ მკურნალობას, ის უნდა შეწყდეს 1 წლის შემდეგ, რადგან მოლარეტის მენინგიტს ახასიათებს კუპირება,