პროგნოზი
სავარაუდოდ, სიკვდილობის მაჩვენებელი არაა მომატებული წყლულოვანი კოლიტით დაავადებულ პაციენტებში საერთო პოპულაციასთან შედარებით. თუმცა, მანიტობაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც პოპულაციაზე ჩატარდა, დადგინდა სიკვდილობის მომატებული რისკი წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებში დიაგნოზის დასმიდან პირველი წლის განმავლობაში შესაბამის საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.[113] სიკვდილობის მატება შეიძლება ასევე შეინიშნოს წყლულოვანი კოლიტით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე გართულებების განვითარების შემთხვევაში (მაგ. ტოქსიკური მეგაკოლონის, შოკის, არასრულფასოვანი კვების ან ანემიის). აგრეთვე არსებობს მტკიცებულებები, რომ პაციენტები, რომლებიც დაექვემდებარნენ ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას, იმყოფებიან სიკვდილობის გაზრდილი რისკის ქვეშ.[113]
ნაწლავის ადენოკარცინომა გართულებას წარმოადგენს 3-5% შემთხვევებში. კეთილთვისებიანი სტრიქტურა იშვიათად იწვევს ნაწლავების ობსტრუქციას.[114][115] მოსახლეობაზე დაფუძნებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით Clostridium difficile-ის დიაგნოზი აუარესებს ახლად დიაგნოსტირებული წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტების პროგნოზს, ვინაიდან ზრდის კოლექტომიის, პოსტოპერაციული გართულებებისა და სიკვდილის რისკს.[116]
ორსულობა არ ახდენს ზემოქმედებას წყლულოვანი კოლიტის მიმდინარეობაზე. თუმცა, აქტიური დაავადების არასაკმარისად მკურნალობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე. ორსულებში აქტიური დაავადება იმკურნალება ისევე, როგორც არაორსულებში (იმ პირობით, რომ ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა მეთოტრექსატი და მეტრონიდაზოლი, რომლებიც უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, არ დაიშვება). პასიური წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებს ნაყოფიერებისა და გართულებების რისკის იგივე მაჩვენებლები აქვთ ორსულობის დროს, რაც დანარჩენ მოსახლეობას. კვებას ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში არსებითი მნიშვნელობა აქვს.
ბავშვებსა და მოზარდებს წყლულოვანი კოლიტის მკურნალობა ისევე უნდა ჩაუტარდეთ, როგორც ზრდასრულებს. უაღრესად მნიშვნელოვანია ზრდის ყოველმხრივი მონიტორინგი.[42]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას