შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
27 წლის მამაკაცი მოგმართავთ კონსულტაციაზე, რექატალური სისხლდენისა და დიარეის 3 თვიანი ანამნეზით. ლაბორატორიული გამოკვლევებით ვლინდება მსუბუქი ანემია, მცირედ მომატებულ ედს და განავალში ლეიკოციტების არსებობა. განავლის კულტურა უარყოფითია. კოლონოსკოპიით ვლინდება უწყვეტი, აქტიური ანთება, სისხლძარღვოვანი სურათის კარგვით და სისხლდენისადმი მიდრეკილი ლორწოვანი - ანუსის კიდიდან 35 სმ-ით ზემოთ წერტილამდე, მკვეთრი საზღვრებით. 35 სმ-ს ზემოთ ლორწოვანი გარსი, ასევე თეძოს ნაწლავის ტერმინალური სეგმენტი - ნორმალური. ბიოფსიით ვლინდება აქტიური ქრონიკული კოლიტი.
სხვა გამოვლინებები
იშვიათი გამოვლინებაა მსუბუქი დისტალური კოლიტი, რომლის დროსაც შეიძლება არ გამოვლინდეს რექტალური სისხლდენა. ეს შეიძლება წააგავდეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს. შეიძლება იყოს კოლიკის მსგავსი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მაგრამ, როგორც წესი, ძლიერი ტკივილი დამახასიათებელია მძიმე კოლიკისთვის. პროქტიტის შემთხვევაში მრავალ პაციენტს აქვს ყაბზობა. ბავშვების მცირე ნაწილს (3%-დან 10%-მდე) აღენიშნება ზრდის უკმარისობა, როგორც ერთადერთი გამოვლენილი ჩივილი.[7]
არსებობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გარე რამდენიმე გამოვლინება.[8] კოლიტის აქტივობასთან ასოცირებულია კვანძოვანი ერითემა (2%-4%), აფთოზური წყლულები (10%), ეპისკლერიტი, პერიფერიული ართროპათია (5%-დან 10%) და წინა უვეიტი (1%). ნიშნები, რომლებიც არ არის დამოკიდებული კოლიტის აქტივობაზე მოიცავს განგრენულ პიოდერმას (1% - 2%), საკროილიიტს (12% - 15%), მაანკილოზებელ სპონდილიტს (1% - 2%) და პირველად მასკლეროზებელ ქოლანგიტს (3% - 7%).[8][9][10]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას