ეპიდემიოლოგია

დასავლეთში ინციდენტობის სიხშირე მერყეობს 1-დან 24 შემთხვევამდე ყოველ 100 000 მოსახლე/წელზე. ყველაზე მაღალი ინციდენტობა დაფიქსირებულია სკანდინავიასა და ჩრდილოეთ ევროპაში.[11] პრევალენტობა დაახლოებით 1/1000-ზეა.

გეოგრაფიულად, წყლულოვანი კოლიტი უფრო გავრცელებულია დასავლეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროებში და იშვიათია აზიასა და შორეულ აღმოსავლეთში. თუმცა, ამ რეგიონებში დაფიქსირებულია დაავადების სიხშირის მატება.[8][11][12]​​​ მიუხედავად იმისა, რომ ინსიდენტობა სტაბილური დარჩა, პრევალენტობა, როგორც ჩანს, გაიზარდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ნაწილობრივ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიღწევების გამო. მამაკაცებთან ის ცოტათი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებთან. პაციენტების უმეტესობის ასაკი დიაგნოზის დასმისას არის 20-დან 40 წლამდე. შემდეგი პიკი მოდის 60 წელზე. წყლულოვანი კოლიტი 10 წლამდე ბავშვებთან იშვიათია.[1][2]​​[3]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას