მეორეული პრევენცია

წყლულოვანი კოლიტის მქონე თითქმის ყველა პაციენტი საჭიროებს აქტიურ დამხმარე თერაპიას, რეციდივის თავიდან ასაცილებლად. კორტიკოსტეროიდების გარდა, შეიძლება თითქმის ყველა იმ მკურნალობის მეთოდის გამოყენება, რომელიც ნაჩვენებია მწვავე შეტევების დროს, რემისიის შესანარჩუნებლად, ავადმყოფობის სიმძიმის და გავრცელების ხარისხის მიხედვით.

არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ 5-ამინოსალიცილატის ნაერთებს გააჩნია მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიული მოქმედება, წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებისთვის.

ნაწლავის ანთებითი დაავადების (IBD) სამკურნალო პრეპარატების იმუნოსუპრესიული ეფექტის გამო, ამჟამად სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება სკრინინგის და ვაქცინაციის აუცილებლობა, იდეალურია დიაგნოზის დასმისას. ვაქცინაციის რეკომენდაციებით იმუნიზებულ უნდა იქნან პაციენტები წყლულოვანი კოლიტით, ქრონიკული დაავადებებითა ან მკურნალობის შედეგად შეცვლილი იმუნიტეტით.[132] ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ყველა პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ჩამოთვლილი ხუთი ვაქცინაცია: 1) გრიპი (სამვალენტიანი) ვაქცინა, ყოველწლიურად, 2) პნევმოკოკური პოლისაქარიდული ვაქცინა, 3) B ჰეპატიტის ვაქცინა ყველა აივ სეროუარყოფითი პაციენტისთვის, 4) ადამიანის პაპილომავირუსი, და 5) ვარიცელა-ზოსტერის ვაქცინა, თუ არ არის მწვავე ჰერპესის ან ჩუთყვავილას ანამნეზი და ვარიცელა-ზოსტერ ვირუსის სეროლოგია უარყოფითია.[133]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას