ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი ფაქტორებია ოჯახში ნაწლავის ანთებითი დაავადების ისტორია და HLA-B27-პოზიტიურობა.[13][14]

სწორი ნაწლავიდან სისხლდენა

სისხლდენის სიმძიმე და სიხშირე დაკავშირებულია დაავადების სიმძიმესთან და გავრცელებასთან.

პაციენტებს, რომელთა დაავადება მსუბუქია და შემოიფარგლება სწორი ნაწლავით (პროქტიტი) ან რექტოსიგმოიდური ზონით (დისტალური კოლიტი), ხშირად აღენიშნებათ საგულისხმო მანიფესტაცია ხანგამოშვებითი რექტალური სისხლდენით, რომელიც ასოცირდება ლორწოვან განავალთან და მსუბუქ დიარეასთან თხიერი განავლით კუჭის მოქმედების <4 ეპიზოდით დღეში.

დიარეა

როგორც წესი, დიარეა არის სისხლიანი. სისხლდენის სიმძიმე და სიხშირე დაკავშირებულია დაავადების სიმძიმესთან და გავრცელების ხარისხთან.

სისხლი განავალში

პაციენტებს აქვთ ხილული ან ფარული სისხლდენა, სწორი ნაწლავის დიგიტალური (თითით) გასინჯვისას.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

მუცლის ტკივილი

ტკივილის სიძლიერე და ლოკალიზაცია დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და გავრცელების ხარისხზე. შეიძლება იყოს მსუბუქი, მოვლითი ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია ტენეზმებთან, ან ძლიერი ტკივილი მძიმე ან გართულებული კოლიტის (მაგ. ტოქსიკური მეგაკოლონის, პერფორაციის) შემთხვევაში.[34]

ართრიტი და სპონდილიტი

პერიფერიული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი და არადიფერენცირებული სპონდილოართროპათია შეიძლება წარმოადგენდეს წყლულოვანი კოლიტის პირველად გამოვლინებას.[35]

მალნუტრიცია

ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ზრდასრულებში ხშირია ნუტრიციული დეფიციტი ან წონის შენარჩუნების გართულება.[37]

მოზარდებში არასრულფასოვანი კვების შედეგად შეიძლება აღინიშნებოდეს არასათანადო განვითარება და ზრდის შეფერხება. ბავშვების მცირე ნაწილში(3-10%) ვლინდება ზრდის შეფერხება, როგორც ერთადერთი ჩივილი.[7]​​

კვების დეფიციტს შეიძლება ადგილი ჰქონდეს იმ პაციენტების შემთხვევაშიც, რომლებსაც აქვთ დაავადების პასიური ფორმა.

რამდენიმე საკვები ნივთიერების კონცენტრაცია შრატში (ბეტა-კაროტინის, A, C, D, და E ვიტამინების, სელენის, მაგნიუმის და თუთიის) შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირებული იყოს.[37]

არასრულფასოვანი კვების პათოგენეზს ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორის კომბინაცია, მათ შორის, საკვების მიღების შემცირება, მალაბსორბცია, ენერგიის გაზრდილი დანახარჯი და ნაწლავებიდან ცილის კარგვა.[37]

მუცლის ტკივილი

ტკივილის სიძლიერე და მდებარეობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და გავრცელების ხარისხზე. თუ კოლიტი არაა გართულებული, არ ვლინდება პერიტონეული ნიშნები.[34]

იშვიათი

ცხელება

როგორც წესი, ცხელება არაა დამახასიათებელი მსუბუქი, ლოკალიზებული ავადმყოფობისთვის, მაგრამ შეიძლება იყოს როგორც დაბალი, ასევე მაღალი ცხელება, დამატებითი ინფექციის ან ტოქსიკური მეგაკოლონის შემთხვევაში.[34]

წონაში კლება

წონაში დაკლება, როგორც წესი, დამახასიათებელია საშუალო სიმძიმისა და მძიმე დაავადებისთვის. წონაში დაკლება შეიძლება გამოწვეული იყოს დიარეით, ნაკლები საკვების მიღებით ან ორივე აღნიშნული ფაქტორით.[34]

შეკრულობა

მსუბუქი პროქტიტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ყაბზობის პერიოდებთან.

გამონაყარი კანზე

პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ კვანძოვანი ერითემა და განგრენული პიოდერმა.[36]

უვეიტი და ეპისკლერიტი

უვეიტი უფრო იშვიათია, ვიდრე ეპისკლერიტი

სიფერმკრთალე

პაციენტებს აქვთ ფერმკრთალი კონიუნქტივა და მემბრანები.

რისკფაქტორები

ძლიერი

ნაწლავთა ანთებითი დაავადება ოჯახურ ანამნეზში

წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტების 10-20%-ს ექნება ოჯახურ ანამნეზში ნაწლავის ანთებითი დაავადება.[13][14]

პოპულაციურ კვლევაში, წყლულოვანი კოლიტის რისკი მომატებული იყო დაავადებულთა პირველი რიგის ნათესავებში (ინციდენტობის სიხშირის თანაფარდობა 4.08), მეორე რიგის ნათესავებში (1.85) და მესამე რიგის ნათესავებში (1.51).[15]

ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, საშუალოზე მცირე წონით დაბადებულ ბავშვებს, რომელთა დედებსაც აქვთ წყლულოვანი კოლიტი, ამ დაავადების განვითარების ყველაზე დიდი რისკი ემუქრებათ.

ადამიანის ლეიკოციტების ანტიგენი-B27

ეს ლოკუსი იდენტიფიცირებულია წყლულოვანი კოლიტით დაავადებული პაციენტების უმეტესობაში. რამდენიმე გენეტიკური კვლევის მიხედვით, სავარაუდოა, რომ მე-12 ქრომოსომაზე არის მიდრეკილების ლოკუსი და, ასევე, სავარაუდოა სხვა ლოკუსების არსებობა მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 ქრომოსომებზე.

ინფექცია

კოლიტის რეციდივების დაახლოებით 50% განპირობებულია ენტერიტით, ცნობილი პათოგენების გამო.[21]

სუსტი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (NSAID)

NSAIDs-ების, სახელდობრ, არასელექტიური პრეპატატების გამოყენებამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება.[8][22]​​

არამწეველები ან ყოფილი მწეველები

არამწეველობა ან მოწევის შეწყვეტა წარმოადგენს წყლულოვანი კოლიტის განვითარების რიკს.[23]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას