პროგნოზი

სიკვდილობა პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ მწვაე რესპირატორული დისტრეს სიდნრომი, 30-50%-ია.[4][142] სიკვდილს უმეტესწილად იწვევს მრავლობითი ორგანოთა უკმარისობა და არა მხოლოდ სუნთქვის უკმრისობა.[143] ვენტილაცია მცირე სუნთქვითი მოცულობით ამცირებს ჰოსპიტალურ სიკვდილობას 40%-დან 31%-მდე 2000 ARDS ქსელის კვლევის მიხედვით.[65] ახალგაზრდა ასაკი, აგრეთვე, ზრდის გადარჩენის შესაძლებლობას.[144] პაციენტებს, რომლებიც გადაურჩებიან ამ დაავადებას, ჩვეულებრივ აქვთ ფილტვის ფუნქციის ნარჩენი დაქვეითება, თუმცა ეს ყოველთვის არ წარმოშობს სიმპტომებს.[145][146] კუნთების სისუსტე, სახსრების დაავადებები და ქრონიკული ტკივილი ასევე ხშირია მწვავე რესპირატორული დისტრეს სიდნრომისგან განკურნებულ პირებში პირველი წლის განმავლობაში.[147]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას