შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი

60 წლის მამაკაცს მოსულია სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ცხელებითა და ხველით. გულმკერდის რენტგენოგრაფია გვიჩვენებს ინფილტრატს მარჯვენა ქვედა წილში, ხოლო ნახველი შეიცავს გრამ-დადებით დიპლოკოკებს. მას გაუკეთეს ინტრავენური ანტიბიოტიკები, მაგრამ მისი რესპირატორული მდგომარეობა გაუარესდა მომდევნო 24 საათის განმავლობაში. მას განუვითარდა ჰიპოტენზია და გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პაციენტს ჩაუტარდა ინტუბაცია ჰიპოქსემიის გამო და საჭიროებს ვაზოპრესორებს სეპტიკური შოკისთვის, მიუხედავად მოცულობის ადეკვატური აღდგენისა. მას ესაჭიროება შესუნთქული ჟანგბადის ფრაქციის (FiO₂) და ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევის მაღალი მაჩვენბლები(PEEP) ვენტილაციის აპარატზე, რათა ჟანგბადით გაჯერება შენარჩუნებული ოყოს >90% დონეზე. გულმკერდის განმეორებითი რენტგენოგრაფია აჩვენებს ბილატერალურ ალვეოლურ ინფლიტრატებს ხოლო ჟანგბადის პარციალური წნევა (PaO₂)/FiO₂-ის თანაფარდობა არის 109.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას