ეპიდემიოლოგია

მთლიანობაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების 10-15% აკმაყოფილებს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის კრიტერიუმებს, ინციდენტობა კიდევ უფრო იზრდება მექანიკური ვენტილაციის ქვეშ მყოფ პაციენტებში.[2][3][4]

აშშ-ში მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ინციდენტობა შეფასდა 64 შემთხვევაში 100 000 ადამიანზე ან 190 000 შემთხვევაში ყოველწლიურად. ინციდენტობის ასეთი მაჩვენებელი 2-40-ჯერ უფრო მაღალია, ვირდე აქამდე არსებული მაჩვენებლები, რომლებიც შესაძლოა ინციდენტობის ზრდას კი არ გვიჩვენებს, არამედ წარსულში ანამნეზის არასწორ შეფასებაზე მიუთითებდეს.[5] მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ინციდენტობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს აშშ-ში, ვიდრე ევროპაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აშშ-ში მაჩვენებლები შეიძლება იკლებდეს.[6][7]

კრიტიკული ავადმყოფობა, მწეველობა და ალკოჰოლის მოხმარება მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომისადმი განმწყობი ფაქტორებია.[8][9][10]​​​​ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლების გრძელვადიანი ზემოქმედება ასევე ზრდის ARDS-ის განვითარების რისკს.[11][12][13]​​​​​ სქესი, ეთნიკური წარმომავლობა და რასა საბოლოოდ არ არის დაკავშირებული ARDS-ის შემთხვევასთან.

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის სიკვდილობა შეადგენს დაახლოებით 30-50%-ს, თუმცა მასშტაბური კვლევების მიხედვით სიკვდილობა სტაბილურად იკლებს.[3][5][14] მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის მსუბუქი (PaO₂/FiO₂ 200 - 300), ზომიერი (PaO₂/FiO₂ 100 - 200), და მძიმე (PaO₂/FiO₂ ≤100) ფორმების გარჩევა დაკავშირებულია კლინიკურ გამოსავალთან.[1]​ მიმდინარე კვლევა ვარაუდობს, რომ არსებობს სულ მცირე ორი დისკრეტული ARDS ქვეფენოტიპი, თუმცა ამის კლინიკური შედეგები გამოკვლევის პროცესშია.[15][16][17]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას