გართულებები
შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ პაციენტში, რომელსაც ესაჭიროება მექანიკური ვენტილაცია 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ახლადდაწყებულ ცხელებას, მომატებულ ლეიკოციტებს, გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე ახალ ინფილტრატებს, ფილტვებში სეკრეციის გაძლიერებას ან ცვლილებას, და ჰიპოტენზიას.
მწვავე რესპირატორული დისტრესის მქონე პაციენტებში სუნთქვის უკმარისობასთან ერთად ყველაზე ხშირ გამოვლინებას წარმოადგენს თირკმლის უკმარისობა, შოკი, მწვავე დელირიუმი ან კომა. ნაკლები სიხშირით ვლინდება ღვიძლისა და ჰემატოლოგიური უკმარისობა.
მკურნალობა მოიცავს დამხმარე მკურნალობას, ასევე სპეციფიურ ჩარევას თითოეულ ორგანოსთან მიმართებაში: მექანიკური ვენტილაცია, თირკმლის უკმარისობის დროს დიალიზი და ჰიპოტენზიისთვის ვაზოპრესორები.
ყველაზე ხშირია ფილტვის ბაროტრავმით გამოწვეული გართულებები. ARDS ქსელის მცირე სუნთქვითი მოცულობით ვენტილაციის კვლევაში ბაროტრავმა გამოვლინდა პაციენტების 13%-ში და დაკავშირებული იყო ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევის (PEEP) მაღალ დონეებთან.[148]
ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ტრაქეის დევიაციას, ჰიპოქსიის უცაბედ გაუარესებას, მაღალი პიკურ და პლატო წნევებს ვენტილატორზე, ჰიპოტენზიას და კარდიოვასკულურ კოლაფსს.
გულმკერდის რენტგენოგრაფიამ შეიძლება დაადასტუროს პნევმოთორაქსის არსებობა. მკურნალობა ხორციელდება გულმკერდში მილის ჩადგმით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას